x
image
natia.a
2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის ყველაზე მოდური კაბები

image
2015 წლის გაზაფხული-გაფხულის მოდა 1970-იანი წლების ესთეტიკითაა შთაგონებული, ამიტომ ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს კაბები, რომლებიც ქალურობას უსვამს ხაზს. არისტოკრატული ზამში, რომანტიული მაქსი, ეკლექტური პრინტები და ბოჰემა - ასეთია ამ სეზონის მთავარი აქცენტები.

ბოჰემა
image

2015 წლის გაზაფხული ბოჰემური სტილის ნამდვილი ზეიმია. მსუბუქ სარაფნებს, ნახევრად გამჭვირვალე შიფონის კაბებს ყვავილების უზორებით, ნაქარგებითა და ბახრამის მოსართავებით წელს მრავალი წამყვანი დიზაინერის კოლექციაში შეხვდებით. 2015 წლის გაზაფხულის ბოჰემური კაბების მთავარი აქცენტებია ჰაეროვანი, სამი მეოთხედის ან მაჯის სიგრძის სახელოები, დამახასიათებელი ნაკეცები, სამკუთხედისებრი ან მრგვალი აჟურული საყელო თასმით.

ზამში
image

ყოველდღიური საოფისე კაბის ორიგინალური ალტერნატივა ამ სეზონზე იქნება ზამშის მჭიდრო კაბები. ეს ქსოვილი, რომელიც მოდაში ისევ დაბრუნდა, სილუეტს ელეგანტურობასა და არისტოკრატულობას სძენს, ამასთან სტერეოტიპების მსხვრევისა და უამრავი აქსესუარების შერჩევის საშუალებას იძლევა: ზამშეს შეიძლება შევუხამოთ როგორც შესაბამის ტონემში ზამშისავე ფეხსაცმელი და ჩანთა, ასევე უფრო თამამი ვარიაციები კონტრასტული ფერების პლასტიკატისგან ან ლაკირებული. მიუხედავად იმისა, რომ პოდიუმებზე მუქი ფერები დომინირებდა, ზამშის კაბებს ასევე ძალიან უხდება რომანტიული პასტელური ფერებიც.


დენიმი
image

დენიმის პოპულარობა ყოველ სეზონზე იზრდება და, რა გასაკვირია, რომ წლევანდელი
გაზაფხული-ზაფხულიც ვერ გადაურჩა ამ ტენდენციას. განსაკუთრებით თვალშისაცემია დენიმის კაბების სტილური მრავალფეროვნება: 2015 წლის მოდური ჯინსის კაბები შეიძლება იყოს როგორც მოკლე, სპორტული, ასევე ელეგანტური მაქსი ან ფუტურისტული - ასიმეტრიული ჭრილებითა და თასმებით. აქტუალურია როგორც კაბა-კომბინიზონები ბრეტელებზე თვალშისაცემი ლითონის ბალთებით, ასევე თხელი, ნათელი დენიმის სარაფნები.

ყვავილის პრინტები
image

1970-იანი წლები, როგორც ცნობილია გამოირჩეოდა თვალშისაცემი ყვევილებიანი პრინტებით. 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდური კაბებიც ზუსტად იმეორებენ ამ ტენდენციას. გაფურჩქნული პიონები, კეკლუცი ყაყაჩოები, რომანტიული ვარდები და ეგზოტიური ორქიდეები ამშვენებს წამყვანი დიზაინერების როგორც მოკლე ტრაპეცია, ასევე ელეგანტურ მაქსი კაბებს.






3
537
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
537
  
2015, 1 მაისი, 15:49
კარგი სიახლეა
2015, 1 მაისი, 14:38
ოღონდ ზამში არა :/
2015, 1 მაისი, 14:37
ბოჰემა ^–^
0 1 3