x
შარლ აზნავური გენოციდზე
- თქვენი ოჯახი როგორ გადაურჩა გენოციდს?



- მამაჩემი, მიშა აზნავურიანი იყო სომეხი საქართველოდან, ის გახლდათ მომღერალი და წავიდა თურქეთში წარმოდგენის გასამართად, მას რუსული პასპორტი ჰქონდა და ამან გადაარჩინა. იქ იგი შეხვდა დედაჩემს, კნარ ბაღდასარიანს (იზმითიდან), შემდეგ მათ იქორწინეს. დედაჩემის მხრიდან ყველა განადგურდა, მხოლოდ დედა და დიდი ბებია გადარჩნენ, ამის მერე გზას გავუყევით, როგორც ბევრი სომეხი და აღმოვჩნდით საბერძნეთში, სადაც დაიბადა ჩემი და, აიდა, აქედან კი საფრანგეთში წავედით.


- 24 აპრილს გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან როგორ გრძნობდით თავს ჟლეტას გადარჩენილი ერთ-ერთი შთამომავალი?



- არ მიყვარს გრძნობებზე საუბარი, ცრემლი, ეს ჩემი საქმე არაა. მსოფლიო ყოფილი თუ მოქმედი ლიდერები იღებდნენ ცერემონიალში მონაწილეობას, შირაკი, სარკოზი... და ეს ბუნებრივია. ჩვენი ვალია ეს არასდროს დაგვავიწყდეს და აღიარების პროცესიც გაგრძელდება.




- როგორ უყურებთ ერდოღანის განცხადებას: ''ჩვენი არ ვატარებთ გენოციდის ცოდვას''?


- სამწუხაროა მისი მოკლე მეხსიერება, თუმცა თურქმა ხალხმა უკვე გაიგო და გააცნობიერა ეს, საბედნიეროდ, ბევრი თურქი ამჟღავნებს თავიანთ სომხურ წარმომავლობას, სხვადასხვა მონუმენტის სომხურ წარმოშობასაც ახადეს ფარდა.თან არ დაგვავიწყდეს მიზეზი ჩვენი მხეცურად ჟლეტისა, ეს იყო ძარცვა, ფულისა და კარგად ცხოვრების სურვილი სომხების ხარჯზე. დამემოწმებიან, რომ მათ აღარ ჰყავთ მსოფლიო დონის მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები ჩვენი სახით, სომხური კულტურის მოკვლით მათ თურქეთის კულტურა გაანადგურეს.



- გაქვთ იმედი, რომ ერთ დღს თურქეთი აღიარებს გენოციდს?


- ვიმედოვნებ. მე ვხვდები ბევრ თურქს, რომელიც ჩვენს აზრზე დგანან, ზოგმა თურქმა ერევანში ჩვენთან ერთად აღნიშნა გენოციდის დღე, მათ აქვთ გაცნობიერებული სიმართლე და აღარაფერს მალავენ, ერდოღანი კი უბრალოდ, იძულებულია ამ ცოდვის სიმძიმე ატაროს.image

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:თაკო კკკ
თაკო კკკ
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0