სხვა მარიხუანა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა - რომელ დაავადებებს ებრძვის ის? 2015, 28 აპრილი, 9:04 CNN-ი ერთ-ერთ სამედიცინო კვლევაზსე საუბრობს, რომლის დეტალებიც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი. მედიკოსთა ჯგუფი რამდენიმე დაავადებაზე მარიხუანას გავლენას სწავლობს.მარიხუანას სამკურნალო თვისებებზე და სამედიცინო მარიხუანას მკურნალობაში აქტიურ გამოყენებაზე საუბარი ინტენსიურად მიმდინარეობს.
გთავაზობთ იმ დაავადებებს, რომელთან ბრძოლასაც მარიხუანა სავარაუდოდ ამარტივებს ართრიტი 58 შესწავლილი პაციენტიდან, მარიხუანას მწეველებს ართრიტული ტკივილები და უძილობა ნაკლებად აწუხებდათ. აივ/შიდსი კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ აივ ინფექციით დაავადებული ის ადამიანები, რომლებიც სისტემატიურად ეწეოდნენ მარიხუანას ბევრად უკეთ ჭამდნენ, ეძინათ და ნაკლები ტკივილი აწუხებდათ. ალცჰეიმერია მეცნიერთა ნაწილის აზრით, მარიხუაბა ალცჰეიმერიის წინაღმდეგ საუკეთესო საშუალებაა, რომელიც თავის ტვინის პროგრესის დაქვეითებას უშლის ხელს. კიბო ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარიხუანას ექსტრაქტებს კიბოს უჯრედების მოკვლა და სიმსივნური უჯრედების ზრდის შეწყვეტა შეუძლია. სავსებით შესაძლებელია მარიხუანას მწეველებს, ქიმიოთერაპიის შემდგომი გულისრევამაც არ შეაწუხოს. ასთმა ერთერთი მოსაზრების მიხედბით, მარიხუანას მოწევა სასუნთქ გზებს აფართოებს და ასთმით დაავადებულ ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. კრონის დაავადება 13 პაციენტზე ჩატარებული ცდის შედეგად დადგინდა, რომ მარიხუანა წყლულოვან კოლიტისა და კრონის დაავადების მკურნალობიასა დადებით ეფექტს იძლევა. ავადმყოფს ტკივილისა და დიარეის შემცირებასა და წონის კონტროლში ეხმარება. ქრონიკული ტკივილი კვლევებმა აჩვენა, რომ მარიხუანას მნიშვნელოვანი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გააჩნია. ეპილეფსია კვლევებზე დაყრდნობით, ეპილეფსიით დაავადებულ მოზარდებს, ბავშობასთან შედარებით 59%-ით ნაკლები სიხშირის კრუნჩხვები აღენიშნებოდათ. გლაუკომა გლაუკომა სიბრმავის ერთერთი მთავარი მიზეზია. მეცნიერთა ნაწილის აზრით, მარიხუანას ნერვების შენარჩუნება და თვალის წნევის რეგულირება შეუძლია. 446 4-ს მოსწონს
|