დიეტოლოგია ათი ყველაზე ექსტრემალური დიეტა 2015, 27 აპრილი, 20:10 ალბათ ცოტა თუ მოიძებნება ადამიანი, განსაკუთრებით მანდილოსანი, რომელსაც ზედმეტი წონის პრობლემა არ აწუხებს და თავს არ იტანჯავს გამუდმებული დიეტებით. რა სახის დიეტას არ გვთავაზობენ ენდოკრინოლოგები და უბრალოდ, ნაცნობ- მეგობრები, ინტერნეტ-სივრცე ხომ აჭრელებულია ათასგვარი დიეტებით. დამერწმუნებით, რომ ბევრი მათგანის დაცვა არამარტო უშედეგოა, არამედ საშიშიც კია ჯანმრთელობსათვის.
მაშ ასე, ამ პოსტში განვიხილავთ თერთმეტ ყველაზე ცნობილ ექსტრემალურ დიეტას.
1. პალეოლითური დიეტა ანუ პალეოდიეტა პალეოლითური დიეტა განსაკუთრებით პოპულარული გახდა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში. დიეტა უფლებას გვაძლევს საკვებად გამოვიყენოთ ხორცი, თევზი, ძირხვენები, ხილი, ბოსტნეული, კაკალი და გვიკრძალავს გადამუშავებული პროდუქტების მიღებას, როგორიცაა კარაქი, რძის პროდუქტები, შაქარი, მარცვლეული და პარკოსნები. ამ დიეტას სხვაგვარად "გამოქვაბულის ადამიანის დიეტასაც" უწოდებენ და ზოგიერთ ცნობილ რესტორანს მენიუშიც კი აქვს შეტანილი. 2. დიეტა "5 ნაკბენი" ერთი შეხედვით სულელურ დასახელებად მოგვეჩვენება, მაგრამ ეს სახელწოდება ზუსტად ასახავს დიეტის არსს. დიეტა გულისხმობს, რომ თქვენ საუზმეს გამოტოვებთ, ხოლო სადილად და ვახშმად თქვენს მიერ შერჩეული კერძიდან ზუსტად ხუთ ლუკმას მიირთმევთ, ამასთანავე თქვენ მიერ შერჩეული საკვები აუცილებლად უნდა შეიცავდეს ცილას. შეგიძლიათ სვათ არაკალორიული სასმელი და წყალი, რამდენიც მოგესურვებთ და აუცილებლად უნდა მიიღოთ პოლივიტამინები. ეს დიეტა ძალიან მკაცრ დიეტად ითვლება და მისი დაცვა საკმაოდ რთულია. 3. დიეტა, დაფუძნებული ბავშვთა კვების პროდუქტებზე თუ ამ დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, უნდა მიირთვათ მხოლოდ ჩვილი ბავშვებისათვის განკუთვნილი საკვები. ის შეიცავს უამრავ ვიტამინს და ძალიან მცირე რაოდენობით მავნე ნივთიერებებს. ბევრი ვარსკვლავი, მაგალითდ, რიზ უიზერსპურნი და ჯენიფერ ენისტონი იცავდნენ ამ დიეტას და რეკომენდაციას უწევენ მას. 4. დიუკანის დიეტა ეს დიეტა შედგება ოთხი საფეხურისაგან: შეტევა, კრუიზი, კონსოლიდაცია და სტაბილიზაცია. მის საწყის ეტაპზე შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული პროდუქტები, შემდეგ ეტაპებზე კი პროდუქტების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. დიეტა დაფუძნებულია ხორცის, ბოსტნეულის და ზღვის პროდუქტების მიღებაზე. 5. ბოსტნეულის ბორშჩზე დაფუძნებული დიეტა თქვენ უნდა მიირთვათ მხოლოდ და მხოლოდ ვეგეტარიანული ბორშჩი. გარდა ბორშჩისა, შეგიძლიათ ჭამოთ სტაფილო, ხახვი, პამიდორი და სოკო, ასევე ზოგიერთი არაკალორიული ხილი. დიეტის ბოლო ეტაპზე ნებადართულია უცხიმო ხორცის მირთმევა. მაგრამ დიეტას აქვს ერთი მინუსი: მასში საერთოდ არაა ცილოვანი პროდუქტები და მისი დაცვა ორგანიზმს საშინლად აუძლურებს. ამბობენ, რომ ამ დიეტით დაიკლებთ კვირაში ხუთ კილოგრამს. 6. დიეტა Р90Х ის სამი ეტაპისაგან შედგება: ცხიმების დაწვა, ძალის განვითარება და ამტანობის გაფართოება. დიეტა დაფუძნებულია ფიზიკური დატვირთვაზე. ამასთანავე საჭიროა კვების რაციონიდან ამოიღოთ ყველანაირი ნახშირწყალი და ერთ დღე-ღამეში მიღებული კალორიების რაოდენობა დაიყვანოთ 1800-ზე. დიეტის დროს ხდება კუნთოვანი ქსოვილების გაზრდა და ცხიმოვანის შემცირება. 7. დიეტა ლენტისებრი ჭიების დახმარებით ეს დიეტა არსებული დიეტებიდან ყველაზე ექსტრემალურად ითვლება. წონის დაკლების მსურველმა უნდა შეიყვანოს ორგანიზმში ( გადაყლაპოს) ლენტისებრი ჭია. დიეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენს მიერ მიღებული საკვები გადანაწილდება თქვენს ორგანიზმსა და ჭიას შორის. ეს საზიზღრად და სულელურად ჟღერს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მისდევს ამ დიეტას (გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ დიეტის საშუალებით დაიკლო ცნობილმა მომღერალმა მარია კალასმა 25 კილო). 8. ჰოლივუდის დიეტა რა დიეტას აღარ ცდიან ვარსკვლავების სამეფოში. ყველაზე ცნობილი მათ შორის წვენების დიეტაა. ის გარანტიას გაძლევთ, რომ ორ დღეში ხუთ კილოგრამს დაიკლებთ. საჭიროა მხოლოდ ის, რომ 48 საათის განმავლობაში არ მიიღოთ არანაირი საკვები, ნატურალური ხილის წვენების გარდა. ბევრი ცნობილი ვარსკვლავი მისდევს ამ დიეტას. 9. დიეტა, დაფუძნებული არააქტიურ ნახშირწყლებზე ეს დიეტა გულისხმობს კვების რაციონიდან თეთრი ნახშირწყლების გამორიცხვას. არ შეიძლება ჭამოთ: თეთრი პური, ბრინჯი, მაკარონი, კარტოფილი, შვრიის ფაფები და ბურღულეული. თქვენ დღეში 4 -ჯერ უნდა მიირთვათ საკვები, რომელშიც უნდა შედიოდეს: ხორცი, ბოსტნეული და პარკოსნები. ასე უნდა იკვებოთ ექვსი დღის განმავლობაში, ხოლო მეშვიდე დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, რაც გსურთ. ნებადართულია დღის განმავლობაში 200 გრამი წითელი ღვინის დალევა მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად და ცხიმების დასაწვავად. 10. დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით დიეტა დაფუძნებულია გარკვეული სახეობის პროდუქტების მიღებაზე, რომელიც განისაზღვრება თქვენი სისხლის ჯგუფის მიხედვით. მაგალითად, თუ თქვენ პირველი ჯგუფის სისხლი გაქვთ, თავისუფლად შეგიძლიათ დიეტის დროს ნაკლებადცხიმინი ხორცის მირთმევა. თუ მეორე ჯგუფის სისხლი გაქვთ, თქვენთვის არ შეიძლება წითელი ხორცის მირთმევა, მაგრამ ნებადართულია ბოსტნეული. მესამე ჯგუფის სისხლის პატრონები შესანიშნავად გრძნობენ თავს რძის ნაწარმის მიღებისას, აი მეოთხე ჯგუფის სისხლის ადამიანების დიეტოლოგია ჯერჯერობით ნაკლებადაა შესწავლი, ამიტომ მათთვის მისაღები პროდუქტების სია წარმოდგენილი არაა. P.S. პოსტის ბოლოს მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა დიეტასთან დაკავშირებით: არანაირი მკაცრი დიეტა არ იძლევა ისეთ შესანიშნავ შედეგს, როგორც სწორი კვება და ჯანსაღი წესით ცხოვრება. ასე რომ, მიირთვით ზომიერად, ბევრი იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ და ზედმეტი კოლოგრამები უკვალოდ გაქრება... და თუნდაც არ გაქრეს, არა უშავს, გიყვარდეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ და უბრალოდ დატკბით სიცოცხლით, ის ხომ ასეთი ხანმოკლეა. 489 10-ს მოსწონს
|