x
ღირსების მკვლელობა პაკისტანში

25წლის ქალი ქმარმა და მამამთილმა ცოცხლად დაწვეს, რადგან სახლიდან ისე გავიდა, ნებართვა არ უთხოვია.შაბანა ბიბი საავადმყოფოში შაბათს გარდაიცვალა, მას სხეულის 80% დაზიანებული ჰქონდა. მსხვერპლის ძმა აცხადებს, რომ დის ქმარი საშინლად გაცოფდა, როცა გაიგო, ქალი თავის დას ისე ესტუმრა, სახლიდან გასვლის ნებართვა ქმრისთვის არ უთხოვია. ცოლის ცემის მერე მამამთილმა ბენზინში ჩააყოფინა თავი და ცეცხლი წაუკიდა. გარდაცვლილის ძმა დასძენს, რომ მისი და ითმენდა ოჯახში ქმრისგან ძალადობას, ისინი სამი წლის დაწორწინებულები იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ, ქმარი კი ცოლზე ამის გამო ძალადობდა. გულგატეხილი ძმა იმუქრება, თუ სამართალს ვერ იპოვის, პოლიციის წინ თავს დაიწვავს. ამჟამად გარდაცვლილის ქმარი და მამამთილი დაპატიმრებულები არიან და ყურანის თანახმად დაისჯებიან, თუ არ გამოჩნდება სამი პიროვნება, ვინც დაიფიცებს, რომ ქმარი დამნაშავე არაა.
პაკისტანში ასეულობით ქალი იღუპება ე.წ. ღირსებისა და პატივის დაცვის მიზეზით.image

0
322
3-ს მოსწონს
ავტორი:თაკო კკკ
თაკო კკკ
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0