x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ბესიკ ხარძიანის მეუღლის განცხადება

მოკლული ბესიკ ხარძიანის მეუღლეს ინგა ბაბუაძეს მცირე ვალის გამო ციხეში ყოფნა მოუწია. ამის შესახებ მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

როგორ ის აცხადებს, 5 ათასი არ იყო ის თანხა, რის გადახდასაც ვერ შეძლებდა, უბრალოდ დრო სჭირდებოდა. როგორც გარდაცვლილი ბიზნესმენის პირველი მეუღლე ამბობს, მას აქვს ეჭვი გარკვეულ პიროებზე ვინც ის დააჭერიან, თუმცა დადასტურებამდე, მათი დასახელებისგან თავს იკავებს.

„ამ თანხის გამო ჩემი თავი დააჭერინეს. ამის მოწმე არსებობს, რომელსაც ვეძებ. ზოგიერთების დავალებით დამიჭირეს. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან. 5 ათასი დოლარი ეს ის თანხა არ არის რომ ვერ მეშოვნა. ეს იყო დროის ფაქტორი. აქ სხვა რამ იყო. 4 წელი ვიყავი ციხეში და ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ შემიწყალა, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო“, - განაცხადა ხარძიანის ყოფილმა მეუღლემ.

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0