1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი 3/4 ჭიქა ნუტელა ან გამდნარი თხილის შოკოლადი 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი 1/2 ჭიქა თეთრი შაქარი 2 ც კვერცხი 1 ჩკ ვანილი 1 ჩკ სოდა 1/2 ჩკ ზღვის მარილი 2 ჭიქა ფქვილი 2 სკ კაკაო 1 ჭიქა შოკოლადის ჩიპსი ან მწვრილად დაჭრილი ნებისმიერი შავი შოკოლადი 1/2 ჭიქა ირისი
თავიდანვე გააცხელეთ ღუმელი 350გ. აიღეთ დიდი თასი და და მოათავსეთ მანდ თეთრი და ყავისფერი შაქარი, კარაქი, ნუტელა (ან გამდნარი თხილის შოკოლადი), კვერცხი და ვანილი. აურიეთ მანამ სანამ მასა გლუვი არ გახდება.
შემდეგ დაამატეთ ფქვილი, მარილი და სოდა.
დაუმატეთ შოკოლადი და ირისი. შემდეგ მოათავსეთ მაცივარში 10 წთ.
შემდეგ კი მოათავსეთ ცომი ტაფაზე, არავითარ შემთხვევაში არ გაანაწილოთ ცომი ტაფაზე, ის თავისთავად გაიშლება. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ შოკოლადი და ირისი. შემდგომ შედევით გუმელში 30-35 წთ.
30-35 წთ შემდეგ გამოიტანეთ "ბრაუნი" და გააცივეთ მინიმუმ 45 წთ. (ღუმელიდან გამოტანისას ის არის ძალიან რბილი, რომ გაცივდება გამაგრდება).
ბრაუნი შეგიძლიათ მიირთვათ ნუტელასთან ად ნაყინთან ერთად.