![ამერიკული შოკოლადის ორცხობილა image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201504/201504242057385021.png)
ამერიკული ორცხობილა ცნობილია მთელ მსოფლიოში. ყველაზე გემრიელი და ამავდროულად ძალიან კალორიულიც, მაგრამ ხანდახან უნდა გავანებივროთ კიდევაც ჩვენი თავი ამგვარი სასუსნავებით.
ორცხობილის მომზადებას შეძლებთ შემდეგი სურათების მეშვეობით, რაც ძალიან გაგიმარტივებთ პროცესს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ფქვილი - 700 გრ
კარაქი - 450 გრ
კვერცხი - 4 ც
ყავისფერი შაქარი - 725 გრ ( ასევე შესაძლებელია ჩვეულებრივი შაქარიც, მაგრამ ორცხობილა თეთრი გამოვა)
შოკოლადის ჩიპსი - 400 გრ (ასევე შეგიძლიათ შავი შოკოლადი პატარა ნაჭრებად დაჭრათ და 15 წთ შედოთ მაცივარში, თავად ასე ვაკეთებ ხოლმე)
ზღვის მარილი - 15 გრ
ასევე შეგიძლიათ დაამატოთ თხილი, ნიგოზი და ა.შ.
1. კარაქი უნდა იყოს რბილი.
მიქსერით ავთქვლიფოთ და კრემისებრ მასამდე მივიყვანოთ.
2. ვყრით შოკოლადს, თხილს, შაქარს და ნელ-ნელა ვამატებთ ფქვილს.
ამ ყველაფერს ვურევთ დაბალ სიჩქარეზე.
![ამერიკული შოკოლადის ორცხობილა image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201504/201504242130015021.jpg)
3. შემდეგ ვურევთ კვერცხს და ყველაზე ბოლოს კი მარილს ვუმატებთ.
![ამერიკული შოკოლადის ორცხობილა image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201504/201504242132215021.jpg)
![ამერიკული შოკოლადის ორცხობილა image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201504/201504242132285021.jpg)
4. ცომი უნდა იყოს მკვრივი, თუ ფქვილის დამატება დასჭირდა აუცილებლად დაამატეთ. რაც მთავარია ცომი დიდხანს არ გააჩეროთ, რადგან მარილი არ უნდა გადნეს.
![ამერიკული შოკოლადის ორცხობილა image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201504/201504242137385021.jpg)
5. გააკეთეთ პატარა ბურთულები.
![ამერიკული შოკოლადის ორცხობილა image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201504/201504242139305021.jpg)
6. ბურთულები დადევით საკონდიტრო ქაღანდზე ერთმანეთისგან მოშორებით, რათა არ მიეწებოს ერთმანეთს.
ქურა გააცხელეთ 15 წთ ადრე 180 გრ.
გამოცხობას სჭირდება 20 - 30 წთ.
გემრიელად მიირთვით!!!