x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საოცარი იგავი, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე
სანამ სტატიის მთავარ თემაზე გადავიდოდე, ჩემთვის დამახასიათებელი წინსართით დავიწყებ წერას და პირველ რიგში ორიოდე სიტყვით განგიმარტავთ მათ, ვინც არ იცით თუ რა არის იგავი. იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც ჩვეულებრივ, ზნეობრივ-დამრიგებლური დასკვნით მთავრდება. იგივეა, რაც იგავ-არაკი. იგავ-არაკი — ლირიკულ-ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, ზნეობრივ დამრიგებლური ხასიათის თხზულება. მისი გმირები არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები (გაპიროვნება). საფუძვლად უდევს შედარება. ახასიათებს ნართაული თქმა, ალეგორიულობა, სატირულ-იუმორისტული, კომიკური და რაც მთავარია, მომართვა შეგონებისათვის ახლოს დგას იგავთან.


ახლა კი წარმოგიდგენთ ერთ პატარა იგავს, რომელიც დარწმუნებული ვარ ასახავს ბევრი თქვენგანის, ან თქვენი ახლობლების მდგომარეობას და დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე.


ერთ მოხუცებულ ქალბატონს ორი დიდი დოქი ჰქონდა. გაიდებდა ხოლმე ქალი მხრებზე ჯოხს, ერთ მხარეს ერთ დოქს დაჰკიდებდა, მეორე მხარეს კი მეორეს და მიდიოდა წყაროზე წყლის მოსატანად. ერთი დოქი გაბზარული იყო, მეორე კი უნაკლო. ქალს უნაკლო დოქი მუდამ წყლით სავსე მიჰქონდა სახლამდე, გაბზარული კი -ნახევრად დაცლილი.


image


ასე გავიდა 2 წელი, ამ ხნის მანძილზე ქალს სახლში ყოველდღიურად დოქნახევარი წყალი მიჰქონდა. უნაკლო დოქი ამაყობდა საკუთარი თავით, გაბზარულ დოქს კი რცხვენოდა თავისი ნაკლის და თავს ცუდად გრძნობდა, რადგან მხოლოდ ნახევარი საქმის გაკეთება შეეძლო.


ერთ დღესაც, როდესაც ქალი წყაროზე წყალს ავსებდა, საკუთარ უსარგებლობაში დარწმუნებული დოქი ალაპარაკდა: „ძალიან მრცხვენია ჩემი ნაკლის. სწორედ ამის გამოა, რომ ჩემში არსებული წყლის ნახევარი იღვრება, ვიდრე სახლამდე მივალთ“.
მოხუც ქალს გაეღიმა და დოქს უთხრა: „ოდესმე თუ შეგიმჩნევია, რომ ბილიკის გასწვრივ, შენს მხარეს უამრავი ლამაზი ყვავილია ამოსული, მეორე მხარეს კი –არა? ყოველთვის კარგად მესმოდა შენი ნაკლის შესახებ, ამიტომაც დავთესე ყვავილები ბილიკზე. ყოველდღე, როდესაც სახლში მივდიოდით, შენ უბრალოდ კი არ ღვრიდი წყალს, არამედ ყვავილებს რწყავდი. ყვავილები იზრდებიან, ყვავილობენ და ალამაზებენ არემარეს. მე ვკრეფ მათ, სახლში მიმაქვს და ჩვენს სახლსაც ვამშვენებ. ასეთი რომ არ ყოფილიყავი, როგორიც ხარ, მე ამ სიამოვნებას ვერ მივიღებდი და არც ბილიკს და არც ჩვენ სახლს არ დაამშვენებდა ულამაზესი ყვავილების სილამაზე და სურნელი.



P.S. ჩემი პირადი რჩევა იქნება- არასოდეს უყუროთ ფიზიკურად ლამაზებმა სხვა დანარჩენს ზევიდან ქვევით, ვინაიდან ადამიანის რაობა მისი კეთილი საქმით იცნობა და არა ლამაზი ხორცით, რომელიც ადრე თუ გვიან ჭკნობას და ლპობას მიეცემა.

7
4196
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4196
  
2017, 16 იანვარი, 2:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 28 აპრილი, 14:20
მშვენიერია!
2015, 26 აპრილი, 11:20
კარგია ))
2015, 24 აპრილი, 21:13
:* მომპარე ;)
2015, 24 აპრილი, 21:12
მაგარია! ♥ მოგპარავ მეც :D
2015, 24 აპრილი, 21:10
გაიხარე ;)
2015, 24 აპრილი, 21:08
გავაზიარე
0 1 7