x
image
მანჩო 777
თერთმეტი ყველაზე ცნობილი აკრძალული წიგნი
ფართო აუდიტორიის წასაკითხად გამიზნული თითოეული წიგნი ადრე თუ გვიან აუცილებლად გადის რაიმე სახის ცენზურას. რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს ნაწარმოები - იქნება ეს რელიგია თუ პოლიტიკა, ფანტასტიკა თუ ოჯახური ურთიერთობები, ცენზურა უცილობლად დასჯის თავხედ და არაკორექტულ ავტორს, მაგრამ ყველასათვის ცნობილია გამოთქმა- "აკრძალული ხილი ტკბილიაო", ამიტომ აკრძალული ნაწარმოებების ავტორები ყოველთვის პოულობდნენ რაიმე გზას, რათა მკითხველამდე მიეტანათ თავიანთი შემოქმედების ნაყოფი და გაეხარებინათ ისინი.

მაშ ასე, დღეს მინდა ვისაუბროთ თერთმეტ ცნობილ წიგნზე, რომლებიც ცენზურამ თავის დროზე აკრძალა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ მკითხველთა რიგებში.


image



"იისფერი ყვავილები"-ელის უოკერი



image


"მე ვუყურებ სოფიას და ვფიქრობ, როგორ არის ის აქამდე ცოცხალი? მათ გახვრიტეს მისი თავის ქალა, ჩაუმსხვრიეს ნეკნები, მოაგლიჯეს ცხვირი, ამოთხარეს ერთი თვალი, ამოაძრეს ენა....ის ისეთი ლურჯია, როგორც ბადრიჯანი"...

ელის უოკერის რომანი" იისფერი ყვავილები" მოგვითხრობს შავკანიან გოგონა სელიაზე. სელია წერილებს წერს თავისი ცხოვრების შესახებ და ამ წერილების ადრესატი ღმერთია. მცირეწლოვანი სელია გააუპატიურა მამინაცვალმა, შემდეგ ის გაათხოვეს ასაკით ბევრად უფროს მამაკაცზე, რომელიც გამუდმებით სცემდა და შეუარცხყოფდა მას. წიგნი გვიჩვენებს სასტიკ სამყაროს, დანახულს შავკანიანი გოგონას თვალით. რომანი აკრძალული იქნა ძალადობის მეტად ნატურალურად აღწერის, ავტორის დაინტერესებით რასობრივი საკითხებით და ზედმეტად დეტალურად გადმოცემული სექსუალური სცენების გამო.




"მე ვიცი, რატომ მღერის ჩიტია გალიაში"-მაია ენჯელოუ


image

ეს არის ავტობიოგრაფოული ხასიათის ნაწარმოები მაია ენჯელოუს ცხოვრების ადრეულ წლებზე. ის გვიამბობს, თუ როგორ შეიძლება დაძლიო ცხოვრების მიერ მოყენებული უდიდესი ტრავმა სულის სიძლიერის და ლიტერატურის სიყვარულის წყალობით. ენჯელოუმ აღწერა თავისი ცხოვრება 3-დან 17 წლის ასაკამდე, როცა ის სტაპსში, არკანზასში ცხოვრობდა. ავტორი ყურადღებას ამახვილებს რასობრივ სიძულვილსა და არაადამიანურ სისასტიკეზე. წიგნი აკრძალული იქნა ძალადობის მეტად გულახდილი სცენების, ჰომოსექსუალიზმის და ბინძური ლექსიკის გამო.



"მოკალი მოლაღური" - ჰარპერ ლი


image

1960 წელს გამოქვეყნებული ჰარპერ ლის რომანი "მოკალი მოლაღური"

სწრაფად გახდა პოპულარული, ისე რომ მან ცოტა ხანში პულიტცერის პრემიაც კი მიიღო. ამ არნახულმა წარმატებამ განაპირობა ის, რომ წიგნი აღიარეს ამერიკული ბელეტრისტიკის კლასიკად. წიგნი სავსეა იუმორით და ამავე დროს რასიზმის, ძალადობის და უბიწოების დაკარგვასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებით. თუმცა ნაწარმოების გარშემო არაერთხელ ატეხილა მითქმა-მოთქმა რასობრივი ჩაგვრის, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის და უხეში, ჟარგონული ენის გამო.



"საოცარი ახალი სამყარო"- ოლდოს ჰაკსლი


image

ოლდოს ჰაკსლის საკმაოდ ცნობილი რომანი მოგვითხრობს ნარკომანების ბრბოდ გადაქცეულ საზოგადოებაზე. წიგნის მოქმედება მომავალში ხდება- მომავალში, სადაც ახალგაზრდობა დასაღუპადაა განწირული. რომანი წარმოადგენს პაროდიას უტოპიურ საზოგადოებაზე და სავსეა ახალგაზრდების მიმართ სიძულვილითა და ცინიზმით. წიგნი აკრძალული იქნა მასში ნარკოტიკების, სექსუალიზმის და თვითმკვლელობების შესახებ არსებული თემატიკის გამო. რომანში ფსიქოლოგიური პრობლემები ერთი შეხედვით უწყინარი ნარკოტიკების საშუალებებით წყდება, ხოლო პორნოგრაფიულ ფილმებს ისე არიგებენ, როგორც შოკოლადის კანფეტებს.



"1984" - ჯორჯ ორუელი


image

1984"-ესაა რომანი განწირულ უიმედო მომავალზე, საითკენაც მიისწრაფის საზოგადოება. ესაა სამყარო, სადაც არაა სიტყვის და სინდისის თავისუფლება, არაა სამართალი და პატიოსნება. ჯორჯ ორუელის რომანი აკრძალული იქნა აშშ-ის ლიტერატურის ასოციაციის მიერ ბნელი, ტოტალიტარული ხელისუფლების და ცენზურის მიმართ აღფრთოვანების გამოხატვის გამო. წიგნი ასევე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა სექსუალური სცენების ღიად აღწერისთვისაც.




"ლოლიტა"-ვლადიმერ ნაბოკოვი


image

ნაბოკოვის მიერ 1955 წელს დაწერილი რომანი გვიჩვენებს გაუკუღმართებულ ცნობიერებას გილბერტ გილბერტისა-პედოფილიისაკენ მიდრეკილი განათლებული ადამიანისა, რომელსაც განსაკუთრებული ლტოლვა ჰქონდა ეგრეთ წოდებული "ნიმფეტკების"-12 წლის ასაკის გოგონების მიმართ. "ლოლიტა"პირველად ფრანგულ პორნოგრაფიულ პრესაში გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ის ოთხჯერ იქნა უარყოფილი სხვადასხვა გამომცემლობების მიერ, თუმცა საბოლოდ წიგნი მთელ საფრანგეთში იქნა აკრძალული, როგორც გარყვნილების მქადაგებელი. რომანი ასევე აკრძალეს უამრავ ქვეყანაში: ინგლისში, არგენტინაში, სამხრთ აფრიკაში, ახალ ზელანდიაში....

აშშ-ში ის არაა აკრძალული, თუმცა ბევრი აკრიტიკებს მას ბავშვსა და მოზრდილ ადამიანს შორის სექსუალური ურთიერთობის ღიად ჩვენების გამო.



"უფსკრული ჭვავის ყანაში"-ჯერომ სელინჯერი


image

სელინჯერის ეს ცნობილი ბესტსელერი 1951 წელს გამოვიდა. რომანი მოგვითხრობს 16 წლის ჭაბუკის ცხოვრების სამ დღეზე. ეს არის გულწრფელი გამოხატულება მოზარდის დეპრესიისა და აგრესიული ქცევებისა უფროსების მიმართ. ბევრი აკრიტიკებდა წიგნს იმის გამო, რომ ზოგიერთ თინეიჯერს შესაძლებელია მაგალითი მისი მთავარი გმირისაგან, ჰოლდენისასაგნ აეღო. კამათი ამ ნაწარმოების შესახებ დაიწყო 1960 წელს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი კოლეჯის დირექტორმა სამსახურიდან დაითხოვა პედაგოგი, რომელიც უფროსკლასელებს ამ წიგნს ასწავლიდა. წიგნი აკრძალული იქნა ძალადობის, სექსის, სლენგისა და საყოველთაოდ მიღებული მორალის წესების ეჭვქვეშ დაყენების გამო.




წიგნების სერია ჰარი პოტერის შესახებ - ჯოან როულინგი


image

ესაა საბავშვო წიგნების ყველაზე წარმატებული სერია, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ჯადოქარ ჰარი პოტერსა და მის მეგობრებზე-რონისა და ჰერმიონაზე. ფანტაზიური წიგნის მთავარი თემაა-ბრძოლა ბოროტების განმასახიერებული ლორდი ვოლდემორის წინააღმდეგ, რომელმაც ჰარის მშობლები დახოცა. სერიის პირველი წიგნი 1997 წელს გამოვიდა და აქედან მოყოლებული, ის მუდმივად ექცეოდა მკითხველის ყურადღების ქვეშ. 2001 წელს ჩატარდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მშობელთა აქცია, რომელიც"ჰარი პოტერს" ბრალს სდებდა ჯადოქრობის, ძალადობის, ოკულტიზმისა და შავი მაგიის პროპაგანდაში. ახლაც კი წიგნი ხშირად ექცევა კრიტიკის ქარცეცხლში და აკრძალულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.



"კანდიდი"-ვოლტერი


image

უდიდესი სატირიკოსის უდიდესი წიგნი-ესაა კლასიკური ფრანგული რომანი, რომელიც დასცინის ყველაფერს, რაც კი წმინდად ითვლებოდა აღორძინების ეპოქაში-ეკლესია, ფილოსოფია, არმია და სახელმწიფო. სატირული გამოთქმების და ირონიული ფრაზების წყალობით ვოლტერმა წარმოგვიდგინა გმირები, რომლებიც ცდილობენ რამოდენიმე შესაძლო მსოფლიოდან იპოვონ საუკეთესო და მის ძებნაში იძულებული არიან გამოაირონ ათასგვარი საშინელება. დაბეჭდევისთანავე ეს ნაწარმოები აკრძალა ჟენევის დიდმა საბჭომ, მაგრამ იატაკქვეშ მხოლოდ ერთ წელიწადში მისი 30 000 ეგზემპლარი გაიყიდა.




"ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" - მარკ ტვენი


image

მარკ ტვენის ეს შესანიშნავი ნაწარმოები გამოსვლისთანავე აკრძალული იქნა ბევრ ადგილას. ესაა ისტორია პატარა ბიჭის, სახელად ჰეკისა და გაქცეული მონის ჯიმის შესახებ, რომლებიც მდინარე მისისიპზე მოგზაურობდნენ, ცდილობდნენ რა ამ მოგზაურობის დროს ცივილიზაციისაგან გაქცევას. 1885 წელს, გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, წიგნი აკრძალული იქნა აშშ-ში. აკრძალვის მიზეზად სახელდებოდა სლენგის გამოყენება, რომელიც იმ დროისათვის დამამცირებლად ითვლებოდა. თანდათანობით კრიტიკოსების ყურადღება სიტყვა "ზანგის" მრავალჯერად გამოყენებაზე გადავიდა. მიუხედავაად აკრძალვებისა და მრავალჯერადი კრიტიკისა, ბევრი ცნობილი ადამიანი (მაგალითად, ერნესტ ჰემინგუეი), ისევე როგორც უამრავი მკითხველი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მას ლიტერატურის შედევრად მიიჩნევს და აღფრთოვანებას გამოხატავენ მასში დასმული ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გამო.



Mein Kampf ("ჩემი ბრძოლა")-ადოლფ ჰიტლერი


image

„ჩემი ბრძოლა“ (გერმ. Mein Kampf) — ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული ნაშრომია, რომელიც მან 1925-1926 წლებში გამოსცა.

წიგნში ავტორი თავის მოღვაწეობასა და 1900-1924 წლებში ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე საუბრობს. იგი აქტიურად ეხება პირველი მსოფლიო ომის თემასაც, რომელშიც გერმანიის დამარცხების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კომუნიზმს თვლის, რომელმაც გერმანია 1918 წლის შემოდგომაზე მოიცვა. ჰიტლერი გერმანიის მძიმე მდგომარეობაში ყოფნის მიზეზებს ებრაელებს აბრალებს, რომელთა მთავარი მიზანი, მისი აზრით ქვეყნის გაძარცვაა, ქვეყნის გარე მტრებად კი ავტორს დასავლეთის ქვეყნები და საბჭოთა კავშირი მიაჩნია.
წიგნში მოცემული მასალა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ იდეოლოგიად იქცა. ნათლად ჩანს ავტორის ანტისემიტიზმი. მაგალითად, იგი დასაბუთებით ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ენა ესპერანტო ითვლება ებრაულ შეთქმულებად. ჰიტლერი იყენებდა ძირითად თეზისებს, იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული იდეოლოგიიდან „ებრაული მუქარის“ შესახებ, რომელიც იუწყებოდა ებრაელების მიერ „მსოფლიოს მონოპოლური დაპყრობის“ შესახებ. წიგნი აკრძალულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მასში გადმოცემული არაჰუმანური მსოფლმხედველობისა და ანტისემიტიზმის გამო.

26
3882
21-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3882
  
2017, 21 ივლისი, 3:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 21 იანვარი, 9:52
ჟიულ ვერნზე მაძაგძაგებდა ხოლმე :) ოღონდ ღრმა ბავშვობაში
2016, 21 იანვარი, 0:18
თქვენზე გაცილებით უფროსი ვარ, მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნებიც იყო ეგენი ბავშვობაში, თUმცა ყველაზე მეტად ჟიულ ვერნი და დიუმა მიყვარდა :)
2016, 20 იანვარი, 14:01
მივხვდი დაახლოებით, იმიტომ რომ ჩვენ თაობას განსაკუთრებით ევასებოდა ეგ წიგნები
2016, 19 იანვარი, 10:16
რომელ წლიანი ხარ? :)
2015, 12 დეკემბერი, 14:49
ჰეკლბერი ფინი და ტომ სოიერი ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი წიგნები მილიონჯერ მაქ წაკითხული კარლსონსა და პეპი გრძელი წინდასთან ერთად :)
2015, 2 მაისი, 15:06
კარგი:)
2015, 2 მაისი, 13:09
აუცილებლად წაიკითხე და მერე შენი აზრი გვითხარი:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10