x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ატლანტიდის ტიტულის პრეტენდენტი 10 ჩაძირული ქალაქი
მოგეხსენებათ დედამიწა უამრავ თვალწარმტაც და ბუნებრივად ლამაზ ადგილს ფლობს, რომელთა ბუნებრივობაში დაჯერება ძნელია და მათი ხილვის შემთხვევა ჩვენს განცვიფრებას აუცილებლად იწვევს. კაცობრიობის ისტორია კი სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ჩვენი პლანეტა ძალზედ ამოუცნობი, უამრავი ფენომენის მატარებელია, რომლებიც დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ფლობენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში. თუმცა უმეტესი მათგანი ადამიანის გონებისთვის სრულიად მისაწვდომია და ამოხსნადი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენც- დაინტერესებული პირები გავეცნოთ მათ. მაშასადამე ისტორია სავსეა უძველესი, მითიური ცივილიზაციით და სწორედ ერთ-ერთ ასეთ ფენომენზე, სავარაუდოდ- ჩაძირულ ატლანტიდაზე მინდა გესაუბროთ დღევანდელ სტატიაში.


image


მკვლევართა ნაწილი ამ მისტიურ ადგილს უკავშირებს, 10 000 წლის წინ ატლანტის ოკეანეში ჩაძირულ ქალაქ ატლანტისს, რომელიც ამ მონაკვეთის ფსკერზე უნდა იყოს ჩაძირული. პლატონის მოსაზრებით ქალაქი ატლანტისი საოცრად განვითარებული იყო არქიტექტურული თვალსაზრისით და სხვა ქალაქებთან შედარებით, ცივილიზაციის მაღალ დონეზე იყო აყვანილი. იგი სიმდიდრისა და კულტურული განვითარების ეპიცენტრს წარმოადგენდა. რამოდენიმე არქეოლოგიის თეორემის თანახმად ატლანტისი საბერძნეთის კუნძულზე მდებარეობდა და ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. ამიტომ იმ საზოგადოების აზრით, ვისაც სწამდა ქალაქის არსებობა, სწორედ ატლანტის ოკეანეში უნდა ჩაძირულიყო იგი.


ახლა კი მოდი გადავხედოთ მსოფლიოს იმ 10 ჩაძირულ ულამაზეს ქალაქს, რომელთაც დღეს დაკარგეს ატლანტიდის ტიტული, თუმცა მწვავე ფანტაზიასა და მოსაზრებებს მაინც ერთ დებულებამდე მივყავართ, რომ ისინი ატლანტიდის ტიტულის პრეტენდენტები არიან.




1. ბერძნული- ჰერაკლიონი და ეგვიპტური-ტონისი.


ჩაძირული ქალაქი, რომელსაც ბერძნები მოიხსენიებენ ჰერაკლიონად და ეგვიპტელები კი ტონისად, 1200 წლის წინ იქნა აღმოჩენილი და დღითიდღე ხდის ფარდას თავის საიდუმლოს, თუმცა ერთი რამ ჭეშმარიტად ცხადია, რომ ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საპორტო ქალაქად ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე ქალაქებს შორის. ჩაძირული 60-ზე მეტი გემი, მონეტები და ფირფიტები წარწერებით ბერძნულ და ეგვიპტურ ენებზე, დიდი ქანდაკებები, ტაძრების ფრესკები მიუთითებს იმაზე, რომ პორტი ასევე იყო დიდი სავაჭრო ცენტრი. ქალაქი თარიღდება ჩ.წ. (ჩვენს წელთაღრიცხვამდე) 332-664 წლებით და დღეს ის აღმოჩენილია სანაპიროდან 6, 5 კილომეტრი მანძილის სიშორით, რისი მიზეზიც ძლიერი მიწისძვრაა. ამ გეოლოგიურ პროცესებს ადვილად შეეძლო ჩაენთქა და გადაეადგილებინა ეს ულამაზესი ქალაქი. იქ აღმოჩენილი ნივთები შემონახულია ძალიან კარგ მდოგმარეობაში და ფერწერის მიხედვით ადგენენ მაშინდელ ყოველდღიურ ცხოვრებასა და არქიტექტურულ გეგმებს.

imageimage




2. ფანაგორია, საბერძნეთი თუ რუსეთი?


ქალაქი ფანაგორია უძველესი მითებისა თუ ხელოვნური ნამუშევრების მიხედვით ნამდვილად არსებობდა. რომის ძველი ისტორია ვისაც აქვს წაკითხული ეცოდინება, რომ ჩ.წ.-მდე 63 წლის აჯანყება დასრულდა მასობრივი ხანძრით, რომელსაც მითრიდატე VI-ს მეუღლისა და შვილების სიცოცხლეც ემსხვერპლა. თავდაპირველად ეს მხოლოდ მითად მიაჩნდათ, თუმცა არქეოლოგიურმა კვლევებმა მისი ჭეშმარიტება დაასაბუთა, რადგან აღმოჩენილი იქნა საფლავის ქვა წარწერით "მითრიდატე VI-ს მეუღლე გიპსიკრატე". გიპსიკრატე იყო მელოტი, მშვიდი ბუნების, მამაკაცური ქალი, ამიტომ მისი მეუღლე მამაკაცის სახელით მოიხსენიებდა ყოველთვის.


მაშასადამე ეს უდიდესი ბერძნული ქალაქი დღეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩ.წ 6-ე საუკუნეში ის შავი ზღვის სანაპიროს ებინადრებოდა და ერთ-ერთია იმ ლეგენდარულ ქალაქებს შორის, რომელიც შესაძლოა ატლანტიდა იყოს. დღეს ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დაფარულია ქვიშის სქელი ფენით, რაც ხელს უშლის არქეოლოგიურ სწრაფ გათხრებს. მიუხედავად ამისა კი მაინც შეძლეს ეპოვნათ პორტის კონსტრუქციები, დიდი ნეკროპოლისი, საყრდენები, ძეგლები, ურბანული ნამუშევრები. როგორც ქალაქმა, დაარსებიდან 1500 წლის მანძილზე იარსება მხოლოდ, ხოლო 10-ე საუკუნეში კი იგი მიტოვებული იყო ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო. არქეოლოგების ყურადღება კი მხოლოდ 18-ე საუკუნეში მიიპყრო და დღემდე გათხრების პროცესშია, ვინაიდან როგორც წეღან ავღნიშნე ქალაქი დაფარულია ქვიშის სქელი ფენით, რომლის სისქე უმეტეს ადგილას 7 მეტრს აღწევს.

image





3. კლეოპატრას სასახლე, ეგვიპტე.


უძველესი ალექსანდრიის ნაწილი მდებარეობს ოკეანის სიღრმეში. ქალაქი, რომელმაც 2000 წელი იარსება, ათწლეულების მანძილზე იყო არქეოლოგიური გათხრების ობიექტი. არქეოლოგიური გათხრები ეს არის ხანგრძლივი და რთული პროცესი, რომელმაც გადალახა მთელი რიგი სირთულეები და მიუხედავად იმისა, რომ სიღრმე ქმნიდა ხილვადობის ნაკლებობას, მაინც იქნა აღმოჩენილი კლეოპატრას სასახლე, შენობები, სამხედრო ბაზები, კერძო ობიექტები, რომელთაგან ყველა ბრწყინვალე მდგომარეობაში იყო შემონახული საუკუნეების მანძილზე. აღსანიშნავია კლეოპატრას სასახლის სწორედ ის ნაწილი, სადაც მან თავი მოიკლა, რათა არ ჩაეგდოთ ხელში დამპყრობლებს. ვერ მოხერხდა უზარმაზარი გრანიტის ქანდაკებების ამოღება, ვინაიდან განმეორებითმა მიწისძვრამ ისინი სიღრმეში ჩაიტანა. ნაპოვნი იქნა მარკა ანტონიას და ტიმომიუმის სახლები, ისის ტაძარი, კლეპატრას მამისა და ვაჟის ქანდაკებები, სამკაულები, მცირე ზომის ქანდაკებები, სარიტუალო კატარღები. 1994 წელს სწავლულებმა და არქეოლოგებმა შეისწავლეს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთის- ალექსანდრიის შუქურის მდებარეობა წყლის ქვეშ და დაგეგმარებაშია შექმნან წყალქვეშა მუზეუმი, რომლის მეშვეობითაც ტურისტებსა და მსურველებს შეეძლებათ ამ საოცრების მშრალად დათვალიერება. თუმცა დაფინანსების გამო ვერ ახერხებენ გეგმის სისწორეში მოყვანას.

imageimage



4. შიჩენი, ჩინეთი.


ჩინეთის ეს ქალაქი 1300 წლის წინ დაარსდა, რომლის უნიკალური არქიტექტურა Ming-ი და Qing-ის დინასტიის პერიოდით თარიღდება. 1959 წელს კი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ვერ გაუძლო ქალაქმა და დაიტბორა, რის გამოც მკვიდრმა 300 000-მა ადამიანმა დატოვა იქაურობა. დღეს კი ქალაქი სრულიად, წყლის 40 მეტრ სიღრმეშია მოთავსებული, თუმცა საოცრად შემონახულია კარიბჭე, ქანდაკებები და სრულიად კომპლექსი, რომელიც რომ არა წყალი, სიცოცხლის შთაბეჭდილებას ტოვებს.

imageimageimage



5. ოლუსი, კრეტა, საბერძნეთი.


თუ აქამდე ნანახი ჩაძირული ქალაქებიდან ფიზიკურად რთული იყო მათთან მიღწევა გარკვეული გეოლოგიური მდებარეობის გამო, ჩაძირული ქალაქი ოლუსი ხელმისაწვდომია ყველასთვის. იგი დაარსდა კუნძული კრეტას ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე და ცხოვრობდა 30-40 000 მოსახლე. ქალაქი კრეტას სხვა ქალაქებისგან განსხვავებით არ იყო ქანებზე აგებული, ამიტომ როგორც სხვა ყველა ქვიშით აგებული ქალაქი, ესეც ჩაიძირა. თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე, კარგად მოცურავეებს ჟანგბადის საშუალებით შეეძლებათ ჩავიდნენ და დაათვალიერონ ეს უკანასკნელი და შეისწავლონ ნანგრევები და მონეტები.

imageimage





6. მულიფანუა, სამოა.


მიკრონეზიის და პოლინეზიის კოლონისტი ლაპიტას ტომელები კუნძულზე დასახლდნენ ჩ.წ-მდე 2000 წელს, მას შემდეგ, რაც დატოვეს ტაივანი და აღმოსავლეთ აზია. ეს ადამიანები იყვნენ ნიჭიერი მეზღვაურები და ხელოსნები, განსაკუთრებით კი შთამბეჭდავი იყო სამოას კუნძულზე ნაპოვნი ჭურჭლის 4000-ზე მეტი ეგზემპლიარი, რომელიც ეკუთვნოდა ლაპიტას ტომელებს.


არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ მულიფანუას მოსახლეობა 3000 წლის წინ დაარსდა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო დიდი მიგრაცია წყნარ ოკეანეში, რაც სწორედ დასტურია ლაპიტას ტომის არსებობისა. იმ დროს კუნძული იყო ფართო და ქვიშიანი, ამიტომ გაურკვეველია თუ რამდენ დასახლებას აქვს აქ ნაცხოვრები, ვინაიდან წყალმა და ქვიშამ ყველაფერი შთანთქა და მხოლოდ სანაპიროზე მოფენილ თავისქალებს თუ ვნახავთ ნივთმტკიცებულებად.

imageimage




7. დვარკა, კამბიის ყურე, ინდოეთი.


2002 წელს, მას შემდეგ რაც სპეციალური გუნდის მიერ მიმდინარეობდა წყლის 40 მეტრ სიღრმეზე კვლევები იმ მიზეზებისა, თუ რა იწვევდა წყლის დაბინძურებას, მათ აღმოაჩინეს უძველესი, ჩაძირული ქალაქი. ამ აღმოჩენამ კი არქეოლოგებს გამოუჩინა თავსატეხი, დაედგინათ თარიღები იმ უძველესი ცივილიზაციისა. მაშასადამე ეს უძველესი ქალაქი იყო ჰარაპა, რომელიც დაარსდა 5000 წლის წინ და ცივილიზაციის აკვნად ითვლებოდა. მესოპოტამიის ეს ქალაქი წყალმომარაგებითა და კანალიზაციის სისტემით, კარგათ დაგეგმილი ქუჩებით, პორტებითა და საფორტიფიკაციო სტრუქტურებით ხასიათდებოდა.


ნაპოვნი იქნა ამ ჩაძირულ ქალაქში თავისქალები, მძივები, ქანდაკებები, ადამიანის ძვლები. ნახშირბადის ანალიზით დაადგინეს, რომ ეს ძვლები ეკუთვნოდა 9500 წლის წინათ მობინადრე ადამიანებს. ქალაქი გაშენებული იყო ზედ ზღვის ნაპირზე და უზარმაზარმა ტალღამ, რომელიც გამოიწვია ლღობამ, შთანთქა იგი.

imageimage





8. უძველესი ნანგრევები ტბა ტიტიკაკას მახლობლად, ბოლივია, პერუ.


ტბა ტიტიკაკას ირგვლივ უამრავ ლეგენდას აქვს თავი მოყრილი, დღევანდელი მოსახლეობა კი მას წმინდათ მიიჩნევს. სულ ცოტა ხნის წინ კი საზოგადოება Akakor Geographical Exploring-ის მყვინთავთა და მკვლევართა 200 კაციანი გუნდი ჩავიდა ამ ნანგრევების გამოსაკვლევად. ნაპოვნი იქნა ტაძრის ნანგრევები, გზების ფრაგმენტები, კედლები და ტერასები, ასევე სათესი მცენარეები, ღმერთების ოქროს ქანდაკებები, ოქროს ფრაგმენტები, კერამიკის და ქვის ქანდაკებები, კატარღები, ადამიანების და ცხოველების ძვლები, საკმეველი.

imageimage





9. ათლიტ-იამი, ისრაელი.


ნეოლითის პერიოდის დასახელების ქალაქი კარმელის სანაპიროზე იქნა აღმოჩენილი. აშენებულია ობიექტი 7750-8000 წლის წინ. შენობები იყო ქვის კედლებით, საფუძვლიანი სახლები და სხვა ნაგებობები, ფონდები მრგვალი ფორმის და უძველესი გზა, ასევე ქვები თავდაყირა და სწორ მდგომარეობაში, რომელიც მსხვერპლშეწირვისთვის იყო განკუთვნილი. ეს ყველაფერი კი ვულკანური ცუნამის შედეგად განადგურდა. ნაპოვნი იქნა 65 ჩონჩხი როგორც ქალის, ასევე კაცის და ბავშვის, ანალიზებმა კი ცხადყო, რომ ისინი დაიღუპნენ ტუბერკულოზით. ეს არის მსოფლიოში სასიკვდილო დაავადების პირველი მანიფესტაციები, რომელიც დათარიღებულია 7000-8000 წლით. ნაპოვნი იქნა ასევე ძვლის იარაღები, ქვა, კაჟი, ქერის და სელის თესლი, რაც მოწმობს იმას, რომ მოსახლეობა დაკავებული იყო მეთევზეობითა და მემცენარეობით.

image




10. ბაილი, იტალია.


უძველესი რომაული ქალაქია, რომლის ცხოვრების წესი იყო როგორც სოდომისა და გომორის დროს. სწორედ აქ იმყოფებოდნენ იულიუს კეისარი და ნერონი. ქალაქს გეოლოგიური განლაგების გამო ჰქონდა ცხელი წყალი, რამაც უზრუნველყო მისი ბიზნესის განვითარება სპა აბაზანების საშუალებით. მე-8 საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს სარაცინებმა და აღარასოდეს დაბრუნებია ძველ მოსახლეებს, რის გამოც ის 1500-მა ძველმა მკვიდრმა დატოვა. ქალაქი კი დროის განმავლობაში თანდათანობით აივსო წყლით.


არქეოლოგიური თვალსაზრისით მიდის ბევრი ტურისტი, ყვინთავს ამ ჩაძირულ ქალაქში და თავისი თვალით ნახულობს ოდისევსის ქანდაკებას, ნერონის ვილას, რომელიც ჩ.წ-მდე 1-ელ საუკუნეშია აგებული. თუმცა აქ ჩაძირული გემი უფრო მეტია უძველეს ნაშთებზე, რის გამოც ტურისტებს ოქროს ძიება უფრო იზიდავთ, ვიდრე ჩაძირული ქალაქ ატლანტიდის დათვალიერება.

imageimageimage

9
1359
24-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1359
  
2015, 27 აპრილი, 13:56
აი სტატიაააა ,მაგარი ხარ
2015, 24 აპრილი, 22:02
;) სპს
2015, 24 აპრილი, 19:21
G–G
2015, 23 აპრილი, 18:49
ძალიან მაგარია
2015, 23 აპრილი, 15:02
საოცარია
2015, 23 აპრილი, 12:22
დიდი მადლობა ალექს ;)
2015, 23 აპრილი, 12:20
15 წუთში ჩავუჯდები და წავიკითხავ საკუთარ გვერდებზეც გავაზიარებ აუცილებლად ;)
2015, 23 აპრილი, 12:18
;) გაიხარე
2015, 23 აპრილი, 12:16
მაგარია ძალიან
0 1 9