x
მეტი
  • 07.11.2024
  • სტატია:138110
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511845
ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფებიან
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში სულ ცოტა ხნის წინ იქნა ერთსქესიანთა ქორწინება ფედერალურ დონეზე აღიარებული, ჰოლივუდში ამგვარი წყვილები საკმაოდ ბევრია.


ტელეწამყვანი ელენ დე ჯენერისი და მისი ცოლი, მსახიობი პორშა დე როსი

image
პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანი ელენ დე ჯენერისი და მსახიობი პორშა დე როსი ჯერ კიდევ 2008 წელს დაქორწინდნენ. ელენმა ნიშნობაზე თავის რჩეულს სამკარატიანი ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. ქორწილზე სულ 19 ადამიანი იყო მიწვეული. ამჟამად წყვილი ბევერლი-ჰილში ცხოვრობს 3 ძაღლთან და 4
კატასთან ერთად და ორივე ვეგეტარიანელები არიან.

image


imageimage



ნილ პატრიკ ჰარისი და მისი ქმარი, დევიდ ბარტკა


image



ამერიკელმა მსახიობმა, ნილ პარტიკ ჰარისმა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯარო აღიარება ჯერ კიდევ 2006 წელს გააკეთა და განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია და ამაყობს ამით. მისი პარტნიორი მსახიობი დევიდ ბარტკაა. 2010 წელს წყვილს სუროგატი დედისგან ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა. 2011 წელს, მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში შესაბამისი კანონი იქნა მიღებული, წყვილმა ნიშნობის შესახებ გააკეთა განცხადება.

image
imageimage

მსახიობი სინტია ნიქსონი და მისი ცოლი, კრისტინ მარინონი


image
მსახიობმა, რომელმაც ფართო პუბლიკას თავი დაამახსოვრა სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“, თავისი ამჟამინდელი პარტნიორი, კრისტინ მარინონი გაიცნო სახელმწიფო სკოლების ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო
აქციაზე. აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის სინტია და კრისტინი დააკავეს — ასე გაიცვნეს ერთმანეთი. 2009 წელს მათ თავიანთი ნიშნობა გამოაცხადეს. 2011წლის თებერვალში კრისტინმა გააჩინა ვაჟი, მაქს ელინგტონ ნიქსონ-მარინონი. 2012 წლის 27
მაისს, ქალები დაქორწინდნენ ნიუ-იორკში, სადაც ერთსქესიანი ქორწილი კანონით ნებადართულია. 1988-დან 2003 წლამდე სინტია ცხოვრობდა ინგლისელ პროფესორთან, დენი მოზესოსთან, რომლისგანაც ქალ-ვაჟი გააჩინა.

imageimageimage


ელტონ ჯონი და დევიდ ფერნიში


image


მუსიკოსი ელტონ ჯონი და დიზაინერი და კინორეჟისორი დევიდ ფერნიში 17 წელია რაც ერთად არიან. მათ ერთმანეთი 1993 წელს გაიცვნეს ერთ-ერთ მიღებაზე. ელტონი დაეხმარა თავის რჩეულს გადაელახა ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება. 2005 წელს, როგორც კი ბრიტანეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა, შეყვარებულებმა ქორწილი გადაიხადეს. პრესამ მათი ქორწილი „ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ცერემონიად შეაფასა“, რომელზეც უამრავი ცნობილი სახე იყო მიპატიჟებული. 2014 წელს უკრაინაში მოგზაურობისას ერთ-ერთ ბავშვთა სახლში ელტონმა გაიცნო აივ ინფექციით დაავადებული ბიჭუნა, სახელად ლევი, რომლის შვილად აყვანა მოინდომა. უკრაინის კანონმდებლობა ერთსქესიან წყვილებს ამის უფლებას არ აძლევს, თუმცა მომღარალი ფარ-ხმალს არ ყრის და ცდილობს ბიჭუნას შვილად აყვანისთვის რაიმე ხერხი მაინც გამონახოს.

image

image


ჰიზერ მატარაცო და კეროლაინ მერფი


image
მსახიობი ჰიზერ მატარაცო და მუსიკოსი კეროლაინ მერფი 3 წელია ერთად არიან. „ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება“ - იხსენებს კეროლაინთან თავის შეხვედრას „პრინცესას დღიურების“ გმირი. გაცნობიდან 1 წელიწადში, 2008 წელს, წყვილი დაინიშნა. თუმცა დაქორწინებას არ ჩქარობენ.

რიჩარდ ჩემბერლენი და მარტინ რებერტი


image
რიჩარდი და მარტინი უკვე 26 წელია ერთად არიან. "მე მადლობელი ვარ მისი. წარმოდგენაც ძნელია იმისა, როგორ უჭირდა მარტინს ყველასთვის დაემალა ჩვენი ურთიერთობა, - დაწერა რიჩარდმა 13 წლის შემდეგ თავის მემუარებში, რომლის სახელწოდებაა „სიყვარულის შესახვედრად“. - მარტინმა იცოდა, რომ არატრადიციულ ორიენტაციაში მხილება ჩემი კარიერის დანგრევას ნიშნავდა.“ ახლა, როცა რიჩარდმა 70 წელს გადააბიჯა და ფილმებშიც აღარ მონაწილეობს, მყუდრო ოჯახური ცხოვრებით ტკბება ჰავაის კუნძულებზე.


19
6084
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
6084
  
2015, 22 ივლისი, 23:18
ვის რა დაგიშავეს გეებმა და ლესბოსელებმა ვერ გამიგია,ყველა ისე ცხოვრობს როგორც უნდათ და თუ არ გაწუხებენ რას ერჩით???
2015, 30 ივნისი, 11:44
მოგვწონსო არავინ ამბობს მარა ასე ლანძღვა და გინებაც არ შეილება იყვნენ თავისთვის
2015, 30 ივნისი, 11:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 19 ივნისი, 1:54
მაპატიე მეგობარო მაგრამ მგონი რაღაც პრობლემები გაქვს:))
2015, 8 ივნისი, 13:07
გაიხარე მადლობა, კარგი შეპირებისამებრ ამ თემაზე ხმას აღარ ამოვიღებ:)
2015, 8 ივნისი, 13:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 8 ივნისი, 12:58
ერთი ის მითხარი შენ ასე რატომ გაღელვებს ჩემი სამეგობრო წრე და ხმას აღარ ამოვიღებ:)
2015, 8 ივნისი, 12:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი _თაკო_-ის კომენტარზე
2015, 8 ივნისი, 12:27
შენ შეგაკითხებ ეხლა ვისთან ვიმეგობრო და ვისთან არა, მე შენგან განსხვავებით ფიზიკური მონაცემებით არ ვარჩევ მეგობრებს. არა მაინც მგონია რაღაც დაგიშავეს, თორემ არამგონია ასე ბოროტი სულის მქონედ დაბადებულიყავი, ალბათ გზადაგზა გახდი, არაუშავს ხდება ხოლმე შენნაირი მეგობრები მოგეხმარებიან მაგ ცოდვის ტარებაში :))
2015, 6 ივნისი, 13:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი _თაკო_-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10