სიახლეები Opel-მა ახალი, ყველაზე ეკონომიური სერია გამოუშვა 2015, 20 აპრილი, 14:05 ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია "Opel"-მა არ დაარღვია ტრადიციები და ამ 2015 წელს უკვე მოახერხა მოდელი- hatchback Opel Corsa LPG-ს ავტომობილის გამოცემა, რომელიც ბაზრის ბესტსელერში მოხვდება აუცილებლად. ამ პროტოტიპის ძირითადი პრინციპია ეფექტურობა და გარემოს კეთილგანწყობა და აღსანიშნავია ისიც, რომ წელი ჯერ ეხლა დაიწყო და Opel-მა კი ორი მოდელი შემოგვთავაზა, რომელთაგან ერთი იყო ჰეჩბეკი(hatchback) და მეორე ტურბოდიზელი (turbodiesel).
ამ ავტომობილის მომხმარებლები დაზოგავენ ფულს ორმაგად, ვინაიდან შიგაწვის ძრავის მოცულობა 1, 4 ლიტრია და ძრავის კონფიგურაცია მუშაობს არა ბუნებრივ აირზე, არამედ სპეციალურ ზეთოვან აირზე. ასეთი მოცულობის ძრავით ბენზინზე ის განავითარებდა 100-ს, ტურბოს შემთხვევაში 150-ს, თუმცა ზეთოვან აირზე კი 90-ს და მეტი არც არის საჭირო ძრავი რომ არ გადახურდეს. ზეთოვანი აირი გერმანიაში ნახევარჯერ ნაკლები ღირს, ვიდრე ბენზინი და 100 კმ-ზე ის წვავს 6, 9 ლიტრს. ფასიც საინტერესო აქვს hatchback Opel Corsa LPG-ს: მაშასადამე 2 კარიანი Corsa LPG ღირს 13.745 € (ევრო), ხოლო 4 კარიანი Corsa LPG კი 15, 495 €. P.S. ავტო მოყვარულებს და განსაკუთრებით Opel-ის "ფანებს" გისურვებთ, რომ სულ მალე თქვენს ავტოფარეხებში ყოფილიყოს... 136 9-ს მოსწონს |
ისე კი ოპელის მანქანობა არ გაიშვას, გერმანული "ზაპოროჟეცია". :)))