პროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებულმა წყვილმა საერთაშორისო ჩემპიონატში წარმატებით მიიღო მონაწილეობა. ეტლით მოსარგებლეთა სპორტული ცეკვების ღია ჩემპიონატზე თემურ არაბიძისა და ქეთი ზაზანაშვილის წყვილმა მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი ყაზახეთში გაიმართა და ეს მასში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობის პირველი შემთხვევაა. ქართველ წყვილს მსოფლიო ჩემპიონმა მაქსიმ სედაკოვმა 7 ქულით აჯობა.