საბუნებისმეტყველო 10 ახლახან აღმოჩენილი ცხოველის სახეობა 2015, 17 აპრილი, 10:34 თანამედროვე ზოოლოგია აღწერს თითქმის 2 მილიონზე მეტ ცხოველთა სახეობას და მეცნიერთა განცხადებით ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ცოცხალი არსებებისა, რომლებიც დედამიწის ზურგზე ცხოვრობენ.
სწორედ ამის გამო მკვლევარები გამუდმებით პოულობენ ახალ და ახალ სახეობებს.
წარმოგიდგენთ ბოლო დროს აღმოჩენილ რამდენიმე საინტერესო ცხოველთა სახეობას. 1. Paucidentomys vermidax-მიწის მთხრელი ვირთაგვას ეს სახეობა 2012 წელს აღმოაჩინეს ინდონეზიაში, კერძოდ კუნძულ სულავესიში კანადელმა მკვლევარებმა, რომელიც კარდინალურად განსხვავდება ტრადიციულ ამ სახეობის ვირთაგვისაგან. 2. Leopardus tigrinus guttulus-კატისებრთა ოჯახიდან, ონცილის ქვესახეობა, რომელიც ბრაზილიაში აღმოაჩინეს 2013 წელს. 3. Antechinus arktos-ჩანთოსანი თაგვის სახეობა, რომელიც 2014 წელს აღმოაჩინა ძუძუმწოვართა სპეციალისტმა ენდრიუ ბეიკერმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში. ამ სახეობის მამალი თაგვები 1 წელზე მეტს ვერ ცოცხლობენ, 9 თვის ასაკში სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ და შეჯვარების პერიოდში 12-14 საათი გადამბულად სექსით არიან დაკავებული, საბოლოოდ არაქათგამოცლილი თაგვი იღუპება. 4. Pecari maximus-გიგანტური პეკარი -ძუძუმწოვარა ღორისებრთა ოჯახიდან.აღმოაჩინა ჰოლანდიელმა მკვლევარმა მარკ ვან როოსმალენმა 2007 წელს.აქამდე ეს სახეობა გადაშენებული ეგონათ.გიგანტური პეკარები ცხოვრობენ წყვილებად და მხოლოდ 1 ან 2 გოჭს შობენ. 5. Bassaricyon neblina-ეს საყვარელი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახიდან 2006 წელს აღმოაჩინა ქრისტოფორ ჰელჯენმა ეკვადორის ანდებში.დასავლეთ ნახევარსფეროში ეს გახლავთ ძუძუმწოვარა მტაცებლის პირველი აღმოჩენა უკანასკნელი 35 წლის მანძილზე. 6. Distoechurus pennatus-ნაკლებად შესწავლილი ახალგვინეური კუსკუსის სახეობა, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ცხოვრობს. აღმოაჩინეს პაპუა-გვინეაში 1985 წელს, თუმცა როგორც დამოუკიდებელი სახეობა მხოლოდ შარშან აღწერეს. 7. Paroedura hordiesi-ღამის ქვეწარმავლის ეს სახეობა მადაგასკარის ჩრდილოეთ ნაწილში, ძველ ფრანგულ ფორტზე აღმოაჩინეს და უკვე გადაშენების პირასაა. 10 სანტიმეტრიანი ხვლიკი ძველი ფორტის კედლებს კვადრატული შემწოვი თათებით ებღაუჭება. 8. Inia Araguaiaensis- სამხრეთ ამერიკული მდინარის დელფინთა სახეობა, რომელიც 2014 წელს იქნა აღმოჩენილი მდინარე არაგუას აუზში(ბრაზილია) 9. Stenaelurillus-არანეომორფული ობობას სახეობა მხტუნავი ობობების ოჯახიდან.აღმოაჩინეს ინდოეთში ვეფხვებისთვის განკუთვნილ ნაკრძალში. 10. Liropus minusculus-კიბოსებრთა ოჯახიდან, ჩოჩხისებური კიბორჩხალა, აღმოჩენილი იქნა სანტა-კატალინას კუნძულის მღვიმეებში, სამხრეთ კალიფორნიაში.ამ კიბორჩახალას მაქსიმალური სიგრძე სულ რაღაც 3, 3 მილიმეტრია. 199 7-ს მოსწონს
|