რელიგია დასახელდა მსოფლიოს ყველაზე რელიგიური და ათეისტური ქვეყნები 2015, 17 აპრილი, 9:16 სოციალოგიურმა კვლევებმა გამოავლინა მსოფლიოს ყველაზე რელიგიური და ათეისტური ქვეყნები. როგორც The Telegraph-ი იუწყება გამოკითხვაში მონაწილეობდა 65 ქვეყნის 64 000 მოქალაქე, რომელიც WIN/Gallup International-მა ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ ჩვენი პლანეტის ორი მესამედი მორწმუნეა. ყველაზე რელიგიური ქვეყანა აღმოჩნდა ტაიალანდი(94%), ამ ქვეყნის მხოლოდ 1% მიიჩნევს თავს ათეისტად. სიას შემდეგ თანაბარი 93%-ით მოყვებიან სომხეთი, ბანგლადეში, საქართველო და მაროკო. რაც შეეხება ყველაზე ათეისტურად განწყობილ ქვეყნებს:ჰოლანდია(26%), შემდეგ მას მოჰყვებიან ჩეხეთი(23%), შვეცია(19%)იაპონია(13%) და ჩინეთი(7%). ევროპაში ყველაზე რელიგიური ქვეყანა აღმოჩნდა პოლონეთი, მაკედონია, კოსოვო და რუმინეთი. როგორც კვლევებმა აჩვენა ყველაზე მეტი ათეისტი ცხოვრობს ჩინეთში, აქ მოსახლეობის ორი მესამედი საერთოდ არავითარ რელიგიურ აღმსარებლობას არ მისდევს.ხოლო მორწმუნეთა უმეტესობა 25 წლამდე ასაკისაა. პროგნოზების მიხედვით 2100 წლისთვის მსოფლიოში დომინანტი რელიგია იქნება ისლამი. მთლიანობაში მოსახლეობის 18% არ მიიჩნევს თავს რელიგიურად, 5% ათეისტია, ხოლო 8% ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ევროპის კონტინენტის ლიდერი ქვეყნები ყველაზე ნაკლებად რელიგიურები არიან:გერმანია, (34%)დიდი ბრიტანეთი, (30%)საფრანგეთი(37%) და ესპანეთი.(40%) 1527 13-ს მოსწონს
|