x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135855
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510221
ამ კაცმა ცოლისთვის წარმოუდგენელი რამ გააკეთა - ქართველ ქალებს ეს არ "გვემუქრება"
27 წლის ინ იუნფენგი (Yin Yunfeng) ჩინეთის არმიის ჯარისკაცია, და ამჟამად ტიბეტში იხდის სამსახურეობრივ მოვალეობას. ამიტომ თავის 26 წლის ცოლს, ჩაო მაის (Zhao Mai) წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხვდება. ჩაო მაი მასწავლებლად მუშაობს გუიჩჟოუს პროვინციის ქალაქ აშუიში. ბოლო ვიზიტის დროს, როცა ინმა ნახა თუ რამდენად დაკავებულია მისი ცოლი, გადაწყვიტა დახმარებოდა მას ერთი ძალიან უცნაური მეთოდით.

image


მოსიყვარულე ქმარმა ცოლს მოუმზადა მთელი 12 თვის სამყოფი საჭმელი.

image



ამ კულინარიული "მარათონის" დროს ინ იუნფენგმა მოამზადა: 1000-ზე მეტი პელმენი, 150 ლიტრი, მეუღლის საყვარელი მაკარონის სუპი, და ათობით დასახელების სხვა გემრიელი კერძი. ყოველი კერძი ცალ-ცალკე შეფუთა და საყინულეში შეინახა. ცხადია, მხოლოდ ერთ საყინულეში ვერ შეეტეოდა ამდენი საჭმელი, ამიტომ ახლომახლო მცხოვრები ნაცნობ-მეგობრების საყინულეებიც "გაავსო".

image


ტიბეტში დაბრუნებულმა ქმარმა ჩჟაო მაის წერილი დაუტოვა: "შენ ისეთი დაკავებული ხარ შენი სამუშაოთი და იმდენს კითხულობ, რომ ძალიან მომინდა ცოტა გამემარტივებინა შენთვის ცხოვრება."

image


შეყვარებულმა ჯარისკაცმა ცოლს მოუმზადა სხვადასხვაგვარი ტკბილეულიც, რომლებსაც დააკრა სასიყვარულო წერილები და სახლში სხვადასხვა ადგილას დამალა. ტკბილი სიურპრიზების ადგილმდებარეობას ქმარი ცოლს სატელეფონო ზარებით ან მესიჯებით შეატყობინებდა. ამ ყველაფრის მიზანი იყო, უბრალოდ გაეხალისებინა საყვარელი მეუღლე, როცა მოწყენილი იქნებოდა ან თავს მარტოსულად იგრძნობდა.

image


პირველი მესიჯი, რომელიც ცოლს ინმა ტკბილი სიურპრიზის მოსაძებლად გამოუგზავნა ასეთი იყო: " აი შენი პირველი სიურპრიზი. ქიშმიშიანი ქილა გელოდება სასტუმრო ოთახის დივანის საზურგეში.”


" უნდა ვაღიარო, რომ მის მიერ დატოვებული პროდუქტები ძალიან მშველის, და თან ისეთი სასიამოვნოა იმის განცდა, რომ ვუყვარვარ. ყოველთვის, როცა მის მომზადებულ კერძს მივირთმევ, ვგრძნობ, რომ ის ჩემთანაა”, – ამბობს ჩჟაო მაი.

0
312
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0