x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
სად ცხოვრობს "ფუძის ანგელოზი"
image

image


სლავური წარმოშობის სიტყვა "Домовой" ფუძის მფარველ, კეთილ ძალას ნიშნავს.

"Домовой"-ის ხოგჯერ "სახლის ჭინკადაც" თარგმნიან, თუმცა ჭინკას კეთილ


სქმეებთან არაფერი ესაქმება, ამიტომ მას ქართულად "ფუძის ანგელოზი" დაარქვეს.

აღმოსავლეთ სლავურ მითოლოგიაში სახლის კეთილი ან ავი სული. წარმოდგენილია ადამიანის იერით, ხშირად თეთრი ბეწვით შემოსილი მოხუცი და ა.შ. მჭიდროდ არის დაკავშირებული სახლის კეთილდღეობასთან, განსაკუთრებით საქონელთან: მისი კეთილმოსურნე ან მტრული ურთიერთობისაგან დამოკიდებული იყო საქონლის ჯანმრთელობა. ფუძის ანგელოზთან დაკავშირებული ზოგიერთი წეს-ჩვეულება, ადრე შესაძლოა უკავშირდებოდა „საქონლის ღმერთს“ ველესს. გამოიყოფოდა ფუძის ანგელოზის ორი სახეობა. თქმულებით იგი გადაიქცეოდა ხოლმე კატად, ძაღლად, ძროხად, ზოგჯერ გველად, ვირთხად ან ბაყაყად. ფუძის ანგელოზი შესაძლოა გამხდარიყო ზიარების გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი ადამიანი.


image


ის უჩინარია. მისი შემჩნევა მხოლოდ ხანდახან, თვალის კუთხითაა შესაძლებელი,

როცა კედელზე მკრთალი ჩრდილი გაირბენს, სიბნელეში ისმის ნაბიჯების ხმა, ბინაში

ნივთები თავისით გადაადგილდება. ოჯახის წევრები ღამით ძილში დაჟინებულ

მზერას ან სხეულზე შეხებას გრძნობენ. "ფუძის ანგელოზი" ოჯახის სიმყუდროვეს

დარაჯობს, ის მოღალატე ცოლებს ვერ იტანს. ყოფილა შემთხვევები, როცა მრუში

ცოლი უჩინარ ძალას გადმოუგდია და მიუტყიპავს კიდეც. ამბობენ, გარკვეული მეთოდებით შესაძლებელია "ფუძის ანგელოზის" დანახვა, თუმცა უფოლოგები ამის

გაკეთებას არ გვირჩევენ.


image

რამოდენიმე წლის წინ, თბილისის ახლოს, ძველი, კრამიტისსახურავიანი სახლის პატრონს მოუნდა, უხილავი ძალა, რომლის არსებობას ათწლეულების განმავლობაში

გრძნობდა, ფირზე აღებეჭდა. სხვენში (საიდანაც ხშირად ნაბიჯების ხამა ისმოდა)

ფინჯნით რძე აიტანა და კუთხეში დადგა, თვითონ კი ბრეზენტის ქვეშ დაიმალა.

როცა სხვენის სიღრმიდან შრიალი მოესმა, ფოტოაპარატის ღილაკს დააჭირა თითი.

ნათების წყალობით გარკვევით დაინახა თვალცეცხლა შავი ბურთი.

ფირის გაჟღავნება ვერ მოხერხდა. ყველა კადრი გაფუჭებული აღმოჩნდა. ცნობისმოყვარე მასპინძელს კიდევ ერთი მცდელობისთვის გამბედაობა აღარ ეყო,

რადგან სახლში ამ დღიდან ყველაფერი აირია. ნივთები თაროებიდან ცვიოდა და

იატაკზე იმსხვრეოდა, უნებლიედ იკეტებოდა კარები და ისმოდა ნაბიჯების ხმა.

image


ამბობენ ყველა ოჯახს თავისი კეთილი სული ჰყავს და თითოეულ მათგანს ერთი თავშესაფარი აქვს. კერძო სახლებში სარდაფსა ან სხვენში, სოფლად კი ბუხრის ახლოს

ბინადრობს. თუ სახლში უცხო სულმა სცადა შეღწევა "მასპინძელსა" და "მომხვდურს" შორის დაუნდობელი ბრძოლა იწყება. ამბობენ "ფუძის ანგელოზს"

საჩუქრები უყვარსო, ამიტომ საკუჭნაოს ახლოს პატარა ფინჯნით რძე უნდა დავუდგათ,

ყვავილის ფურცლები ან ცოტაოდენი თამბაქო. ამბობენ, "ფუძის ანგელოზს" თეთრი

შინაური ცხოველები ეჯავრებაო.

image

image


ძველად როცა ოჯახი საცხოვრებლად ერთი სახლიდან მეორეში გადადიოდა, თავისი

"ფუძის ანგელოზი" თან მიჰყავდათ. გადაბარგების წინაღამეს კარის ზღურბლის ახლოს ტოვებდნენ თავმოხსნილ ტომარას, რომელშიც პურის ნატეხი იდო. დილით ტომარას თავს უკრავდნენ და ახალ ბინაში გადაჰქონდათ. თუმცა ახალ საცხოვრებელში

პირველად კატას შეუშვებდნენ. (კატა "ფუძის ანგელოძის" საყვარელი ცხოველია).

შებინდებისას კი ყველა ოთახში სინათლეს ჩააქრობდნენ და სიბნელეში ტომარას

პირს უხსნიდნენ. ამ ადამიანებს ღრმად სწამდათ, რომ თუ უხილავ სულს ძველ საცხოვრებელში დატოვებდნენ, ის განრისხდებოდა და უამრავ ზიანს მიაყენებდა ახალ

მობინადრეებს. სწორედ ამიტომ ერიდებიან მიტოვებულ სახლებში მგზავრები ღამის

გათევას.


კიდევ ერთი ვერსიით, "ფუძის ანგელოზი" შეიძლება გველს ჰგავდეს. ცნობილია,

რომ სვანეთში გველს ფუძის მფარველად (მეზირი) თვლიდნენ, მოწიწებით ექცეოდნენ, რძით უმასპინძლდებოდნენ. "ფუძის ანგელოზი" სლავური ტომების

კერპი, ღვთაება იყო.

image



რამოდენიმე წლის წინ ყვარლის რაიონში ერთი ოჯახის დიასახლისს საკუჭნაოდან

ხმაური მოესმა. შეიხედა. ფანჯრის რაფაზე ორ მეტრზე მეტი სიგრძის გველი დახვდა.

ქვეწარმავალი ქალის დანახვაზე გაღიზიანდა, გაიჭიმა და ასისინდა. დიასახლისმა

იკივლა, საკუჭნაოში შეშინებული ქმარი შევარდა და გველს მოსაკლავად მივარდა, რაც

არც ისე იოლი აღმოჩნდა. მაგრამ მთავარი ეს არ იყო. მოკლული ქვეწარმავალი

სახლიდან გაათრიეს და ნახევარ საათში ქალმა უჩვეულო ყრუ წივილი მარნიდან

გაიგონა. ფრთხილად შეაღო კარი. საკუჭნაოში ნაპობნი ქვეწარმავლი ზომისა და ფერის

უნასი (ადრე ასე ეძახდნენ გველს. უკეთურობას ან უმართებულობას ნიშნავს) წიოდა

და თავს ცემენტის იატაკს ურტყავდა. სანამ დიასახლისმა მშველელი მოიხმო,

ქვეწარმავალმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე...


ორი ტოლი და ურთიერთმსგავსი ქვეწარმავალი ერთ ჭერქვეშ ცოტას თუ უნახავს,

მით უმეტეს, არავის სმენია, რომ ერთის სიკვდილის გამო მეორეს თავი მოეკლა.

ამ უცნაური და უსიამოვნო ფაქტის გამო მთელი ოჯახი საგონებელშია ჩავარდნილი.

ფიქრობენ, რომ ისინი შესაძლოა ფუძის მფარველები იყვნენ.




როგორც უფოლოგები ამბობენ, სამშენებლო ტექნოლოგიების განვითარებისა და

მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გაჩენის პარალელურად, უჩინარი

მფარველი სულის გამოვლენამ იკლო...



image


image
image
image



























7
460
10-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
460
  
2015, 16 აპრილი, 13:33
ვერ წარმოვიდგენდი იმ ოჯახში მით უმეტეს. რა ვთქვა აბა...
2015, 16 აპრილი, 13:31
კი ასეთ უცნაურობებს მრავლად შეხვდები რაიონებში!
2015, 16 აპრილი, 13:29
ეს სტატია წაკითხული არ მქონდა და რომ წავიკითხე ძალიან მომეწონა. ზუგდიდის რაიონში სოფელ ნარაზენშია ოჯახი სადაც გველი ჰყავთ ოჯახში და ოჯახის წევრივითაა, თავად ვნახე. ჩემთვის ეს მიუღებელია, მაგრამ ფაქტია ბავშვს ეზოში ეთამაშებოდა უხსენებელი.
ვთხოვე გადავიღებ მეთქი, მაგრამ ზრდილობიანი უარი მითხრეს და ოჯახსაც ამიტომ არ ვასახელებ. მთელ სოფელს სცოდნია და მე შემთხვევით მოვხვდი მანდ და საკუთარი თვალებით ვნახე.
მასალა კი ბუნებრივია გავაზიარე.
2015, 15 აპრილი, 12:03
შემოგევლე. დიდი მადლობა.
2015, 14 აპრილი, 23:40
რაღაც შემეშინდასავით :/
2015, 14 აპრილი, 22:54
უკვე მეორედ აღვფრთოვანდი:) რა თქმა უნდა გავაზიარე კიდეც.
0 1 7