x
image
Ezhichok
როგორ შემოვირიგოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ოჯახური კონფლიქტის მერე?

imageრთულ სიტუაციაში ვერძი დაუყოვნებლივ ითხოვს ახსნა-განმარტებებს.
უნდა შეხვდეთ მას და მისცეთ საშუალება, რომ ყველაფერი გითხრათ. ის გამოავლენს
აგრესიას, რის შემდეგაც დაწყნარდება... თუ ამ დროს თქვენ სხეულის რომელიმე ნაწილი
მოგტყდებათ, ღმერთს უმადლოდეთ, რადგან საერთოდ გადარჩით.


კუროებს
იმედი აქვთ, რომ ყველაფერი მოგვარდება კამათის გარეშე. თუ კურომ დაიწყო თავის
უკმაყოფილებაზე საუბარი - ესე იგი, მისი მოთმინების ფიალა აივსო. პატარა კამათი
შეიძლება მოაგვაროთ სითბოს გამოვლენით და მოფერებით. უფრო სერიოზული პრობლემები კი
დელიკატურად და სერიოზულად უნდა გადაჭრათ.



მცირე
კონფლიქტების შემთხვევში, ტყუპი ეცდება გაქცევას... წავა მთაში მაგალითად. ასეთ
დროს ის თავგადასავლებს ეძებს. დაბრუნებულს, შესაძლოა არც გაახსენდეს წყენა. თუ „გაქცევამაც“
არ უშველა, შეეცადეთ ურთიერთობა განაახლოთ. იმსჯელეთ ლოგიკურად და გახსოვდეთ
ტყუპები გიჟდებიან ყველაფერ ახალზე.



კირჩხიბი
ძალიან მგრძნობიარეა ყველა საკითხში, რომელიც ოჯახს ეხება. მის ჯამრთელობაზე
შესაძლოა აისახოს ახლობელი ადამიანებისგან უბრალო შენიშვნებიც კი. ამიტომაც,
კირჩხიბებს ისევე ფრთხილად უნდა მოვეპყროთ, როგორც ბავშვებს. კირჩხიბთან
სიტყვიერად ვერ მოაგვარებთ კონფლიქტს: მათ უფრო გრძნობების და სხეულის ენა ესმით.



განაწყენებული
ან შეურაცყოფილი ლომი ცივად და ფორმალურად იქცევა. თუ მოახერხებთ და დაითანხმებთ
მას საუბარზე, იყავით მშვიდი, ნუ შეეწინააღმდეგებით ლომს და არ შეურაცყოთ ის,
თორემ საბოლოოდ დაკარგავთ მას.



ქალწულები იტანჯებიან დაბალი
თვითშეფასებისგან, ამიტომ თუნდაც უმნიშვნელო შენიშვნების გამო, თავს დამცირებულად
გრძნობენ. თუ გიწევთ ქალწუთან კონფლიქტური სიტუაციის განხილვა, რაც შეიძლება
ფრთხილად აარჩიეთ სიტყვები. შეეცადეთ დაარწმუნოთ, რომ კეთილგანწყობილნი ხართ...
დანარჩენი კი მას მიანდეთ.



თუ
თქვენ გაანაწყენეთ სასწორი, ყვავილები და ტკბილეული დაგეხმარებათ სიტუაციის
გამოსასწორებლად. შემდეგი ნაბიჯი კი კოსტუმირებულ ბალზე დაპატიჟება იქნება. ბალიდან
დაბრუნებისას კი საჩუქრებით უნდა აავსოთ. უთხარით მას ყველაფერი რომანტიკული, რაც
კი მოგაფიქრდებათ. სასწორი ისე უცებ დადნება, რომ ყინულის შოვნა მოგიწევთ.



მორიელებს
თავად შეუძლიათ დაგეგმონ ოჯახური კონფლიქტი, თუმცა გაუაზრებლად. მათ უბრალოდ
ესაჭიროებათ კონფლიქტებში, რადგან თავს კომფორტულად გრძნობენ... ამიტომაცაა მათთან
ცხოვრება რთული. ხოლო რამის ახსნა უბრალოდ შეუძლებელი. სიტუაციის განეიტრალება
მხოლოდ ექსტრემალური ან აქტირუი სექსით შეიძლება.


გაბრაზებული
მშვილდოსანი დაუნდობელია, თუმცა დიდხანს არა. ჯობია სერიოზულად არ აღიქვათ მისი
ქმედებები, რადგან წარსული მშვილდოსნებისთვის აბსტრაქტულია. მშვილდოსანთან
თანაცხოვრება მარტივია. საკმარისია მოისმინოთ მისთვის საინტერესო დეტალები და
მოუყევით თქვენი.



თხის
რქა დიდხანს განიცდის ოჯახურ პრობლემებს და ყველაფერს აკეთებს ამის
გამოსასწორებლად, თუმცა ხშირად გულგრილებად გამოიყურებიან. ნუ ღელავთ, მალე
ყველაფერს თვითონვე მოაგვარებს.



ოჯახური
კონფლიქტები მერწყულებისგან სრულიად უცაბედად დაგატყდებათ თავს: ისინი ხან საკუთარ
თავში ჩაიკეტებიან, ხან პირიქით, აქტიურ საუბარს მოითხოვენ, ხან კი ირონიულად
აღიქვამენ ნამდვილ ტრაგედიას. ჯობია დაელოდოთ მომენტს, როდესაც მერწყული
დაწყნარდება და სერიოზული იქნება. სწორედ ამ დროს შეძლებთ მასთან კონფლიქტის
მოგვარებას.


მართალია
თევზები ძალიან მგრძნობიარეები არიან, მაგრამ როგორც კი ჩხუბამდე მივა საქმე, თავს
არაჩვეულებრივად იცავენ. თევზის გაბრაზება მარტივია, თუმცა შემორიგებაც არაა
ღტული. როგორც კირჩხიბები, თევზებიც დადებითად რეაგირებენ მოფერებაზე. ისინი მშვიდად არიან, როდესაც გრძნობენ, რომ
თქვენ მის გვერდით ხართ.

2
797
4-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
797
  
2015, 19 აპრილი, 0:05
სისულელეა, ვერძი ვარ, თუმცა კონფლიქტის დროს მირჩევნია ხოლმე სიტუაციას გავერიდო და მარტოობას მივმართო ხოლმე :))
2015, 14 აპრილი, 15:47
სასწორზე სრული სიმართლეა:)
0 1 2