საზოგადოება კოტე თოლორდავას მეუღლე ჟურნალისტებს თხოვნით მიმართავს 2015, 14 აპრილი, 14:06 ![]() ![]() კოტეს სიმამრი კახა მელითაური მომხდართან დაკავშირებულ დეტალებს ყვება: "კოტე გადასაღებ ჯგუფთან ერთად რესტორანში 12 საათამდე იმყოფებოდა, სადაც მღეროდა და კარგ ხასიათზე იყო. სასტუმროს ნომერში პირველის ნახევარზე ავიდა. მეორე დღეს გადასაღებ მოედანზე რომ არ გამოჩნდა, მოიკითხეს და 11 აპრილს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. განო სამი თვის ფეხმძიმეა, ამიტომ მას კოტეს გარდაცვალებას უმალავდნენ... არ ვიცით ამას როგორ გადავიტანთ. ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი“- ამბობს იგი. მეგობრების თქმით კოტე გულის უეცარი შეტევით გარდაიცვალა, სხვადასხვა მედია საშუალებების ინფორმაციით კი გარდაცვალების ადგილზე სამედიცინო "შპრიცი" იქნა ამოღებული. მომხდართან დაკავშირებულ დეტალებზე ექსპერტიზა მუშაობს და სავარაუდოდ ცხედარი ხვალ უნდა იქნას საქართველოში გადმოსვენებული. რა თქმა უნდა მთელს საქართველოს გული დაწყა კოტეს დანაკლისზე, თუმცა ყველაზე მეტად კი მისი 3 თვის ორსული მეუღლე განო მელითაური განიცდის და საკუთარი Facebook-ის გვერდით საზოგადოებას და ჟურნალისტებს მიმართავს: "ჩემო მეგობრებო, უცხოებო, ახლობლებო, დიდი მადლობა ამხელა თანადგომისთვის! ჟურნალისტებო, ძალიან გთხოვთ მაცადოთ მეუღლის ჩამოსვენება და დაკრძალვა. ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ არაკომპეტენტური განცხადებებისგან, მესმის ცნობისმოყვარეობა, რომელიც ამოძრავებს არაერთ საიტს, თუმცა არაეთიკურად მიმაჩნია ამ თემით მანიპულირება, მითუმეტეს რომ არსებობს 15 წლის ბუკა, 6 წლის ტასო, 3 წლის თარაში და ბავშვი, რომელიც მიზის მუცელში. გული მწყდება, არ მეგონა თუ ფეისბუქზე შემოსვლა მომიწევდა ჩემი ცხოვრების უმძიმეს წუთებში. იმედია ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ და მაცდით დავიტირო ადამიანი, რომელიც სამყაროს მერჩივნა. მადლობა ყველას!" ![]() ![]() ![]() ![]() ![]() P.S. გულწრფელად ვუსამძიმრებ თოლორდავების და მელითაურების ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათასასუფეველი კოტეს. 705 14-ს მოსწონს
|