10 ცნობილი ფაქტი ''ჰარი პოტერზე''.
1. დიდი დარბაზი – ერთ-ერთი დიდი გადასაღები მოედანი ''ჰარი პოტერიდან''.ის მართლაც უდიდესია! დეკორაციის შიგნით, თავისუფლად შეგიძლიათ მოათავსოთ 22 ბრიტანული ავტობუსი. ამის გარდა, ეს გადასაღები მოედანი, ყველაზე დიდ ხანს არსებობს, პირველ ფილმიდან მოყოლებული, ბოლო ფილმის ჩათვლით.
2. ჰოგვორტსის ორიგინალური ნაგებობის შექმნისთვის, დასჭირდათ 7 თვე და მუშაობისთვის 40 ადამიანი.წლების განმავლობაში, მაკეტი იცვლებოდა სიუჟეტის ვითარებასთან ერთად. ყოველი ასეთი ტრანსფორმაცია 3-4 თვეს იკავებდა, ამაზე კი 20 ადამიანი მუშაობდა. მარმარილოს კიბესთან კი, დაკიდული 250 პორტრეტი იყო, საიდანაც ერთ-ერთზე, ასახული იყო დევიდ ბარონი და დევიდ ჰეიმანი.
3. ჰარის შრამი დახატული იყო 5800-ჯერ, აქედან 2000-ჯერ დენიელ რედკლიფზე, ხოლო დანარჩენი მის დუბლიორებზე.
4. ყველაზე მეტი მსახიობი დასჭირდათ ''სიკვდილის საჩუქრების'' მეორე ფილმში, სადაც 400-ზე მეტი სიკვდილის მხვრელი მონაწილეობდა, ასევე 400-ზე მეტი ბავშვი და მათი პროფესორები.
5. სამი ჯადოქრის ტურნირის გადასაღებად, სტუდია ''ლივსდენ''-ში, ევროპაში ყველაზე დიდი წყალქვეშა რეზერვუარი იყო აშენებული. ასევე, ის მომენტი ''სიკვდილს საჩუქრებში'', სადაც ჰარი გრიფინდორის ხმლის ამოსაღებად ყვინთავს, გადაღებული იყო სტუდია''ლივსდენ''-ში. მისი სიღრმე 8 მეტრაა და სიგანე 20х20 არის.
6. ''პოტერის'' გადასაღებ მოედანზე გააქტიურებული იყო 250 ცხოველი, მწერების ჩაუთვლელად. ყველაზე დიდი ცხოველი აღმოცნდა ბეჰემოთი, პატარა კი- ორმოცფეხა.
7. თითო ჯადოსნური ჯოხი უნიკალურია. ორი ერთნაირი არ არსებობს. უისლის ტყუპეპსაც კი, ერთმანეთისგან განსხვავებული ჯოხი ჰქონდათ.დენიელმა (ჰარიმ), გადაღებების დროს, 70 ჯადოსნური ჯოხი გამოცვალა.
8. გასადაღებ მოედანზე იმყოფებოდა კბილის ექიმი, რომელიც აკონტროლებდა, რომ ბავშვებს არ გაეტოკებინა კბილები, რომლებიც ერყეოდათ ან უნდა ამოსულიყვნენ.
9. დენიელის საყვარელი რეკვიზიტი გახდა ჰარი პოტერის სათვალე. მან 160 ცალი გამოცვალა. ემმას (ჰერმიონს) ყველაზე მეტად დროის მდევარი მოეწონა, რუპერტს (რონს) კი დელუმინატორი.