x
ნინა დობრევმა "ვამპირის დღიურები" დატოვა! მისი გამოსამშვიდობებელი წერილი

imageგუშინ ვწერდით გავრცელებულ ჭორს იმაზე, რომ შეიძლება ნინა დობრევმა სერიალი დატოვოს. ახლა კი მან ეს ოფიციალურად დაადასტურა, მსახიობმა სერიალი დატოვა. გთავაზობთ მის ემოციური წერილის თარგმანს ექსკლუზიურად ჩვენთან. გთხოვთ გადაკოპირების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო!
ძვირფასო TVD-ოჯახო,
შესანიშნავი უიქენდი გავატარე ჯორჯიის შტატში ტბაზე, ჩემს პირად TVD ოჯახთან - „ვამპირის დღიურების“ მსახიობებთან და გადამღებ ჯგუფთან. მინდა პირადად შეგატყობინოთ, რომ ეს არ ყოფილა უბრალოდ აღსანიშნავი საღამო, ეს გამოსამშვიდობებელი წვეულება იყო. მუდამ ვიცოდი, რომ ელენას თავგადასავალი ექვსი სეზონის სიგრძის მინდოდა ყოფილიყო და ამ 6 წელში მთელი ჩემი ცხოვრების თავგადასავალი გადავიტანე. მე ვიყავი: ადამიანი, ვამპირი, ორეული, გიჟი უკვდავი, ორეული რომელიც თავს ადამიანად ასაღებდა, ადამიანი რომელიც თავს ორეულად ასაღებდა... მე მიტაცებდნენ, მკლავდნენ, მაცოცხლებდნენ, მაწამებდნენ, მკურნავდნენ, ჩემს სხეულში სახლდებოდნენ, ცოცხალი მკვდარი ვიყავი და მეექვსე სეზონის ფინალამდე კიდევ უამრავი რამ გელით. ელენას მხოლოდ ერთხელ არ შეჰყვარებია, მას ორჯერ შეუყვარდა. ორი ადამიანი, რომლებიც მისი მონათესავე სულები იყვნენ. თავად მე საუკეთესო მეგობრები შევიძინე, ისეთი როგორიც აქამდე არ მყოლია. შევიძინე ოჯახი, რომელიც მუდამ მეყვარება.
წინ კიდევ ბევრი რამ მოხდება (სანამ გადაღებებს დავამთავრებთ) და გპირდებით, მომდევნო თვის განმავლობაში ბევრ რამეს გაიგებთ ჩემს გამოცდილებაზე სანამ ფინალამდე მივალთ. (ჟურნალ “Self”-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მივეცი და ერთი სული მაქვს მას როდის წაიკითხავთ). მაგრამ მანამ გთავაზობთ ამერიკულ მთებზე ჩემთან ერთად იკატავოთ, რასაც ელენა გილბერტის ცხოვრება წარმოადგენს და შემომიერთდეთ სანამ მის ცხოვრებას ვამართლებ და მასთან და ჩემს კოლეგებთან დასამშვიდობებლად ვემზადები. მე ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ. მინდა ეს გამომშვიდობება ყველას გაგიზიაროთ (ფოტოები რომლებიც დავდე მხოლოდ დასაწყისი იყო). თქვენ გასაოცარი ფანდომი ხართ, რომელიც უამრავ სიყვარულს, მხარდაჭერას და ვნებას მჩუქნიდა, რასაც 7 წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, როცა ახალგაზრდა კანადელი გოგონა „დეგრასიდან“ ლოს-ანჯელესში ჩამოვიდა ამ იდმალუ სერიალის ქასთინგზე. ყველა ძალიან მიყვარხართ. შეიკარით უსაფრთხოების ღვედები. თუ გგონიათ, რომ იცით რა გელოდებათ, მაშინ ძალიან ცდებით.
სიყვარულით, ელენა.

0
143
1-ს მოსწონს
ავტორი:ბერიკა სადუნიშვილი
ბერიკა სადუნიშვილი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0