![ჭოლა ჭანტურია და ალექსანდრე გუჯაბიძე ჭოლა ჭანტურია და ალექსანდრე გუჯაბიძე](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201504/2015040715264073242.jpg)
გასულ უქმეებზე მან მეხიკოს მახლობლად, ქალაქ ლეონში, წყალმხტომელთა მსოფლიო გრან პრი გაიმართა.
პლანეტის 20 ქვეყნის 30 წარმომადგენელს შორის ქართველმა სპორტსმენმა ჭოლა ჭანტურიამ 360 ქულით სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში მე-14 ადგილი დაიკავა და ფინალში მოსახვედრად (12 საუკეთესო) 9 ქულა დააკლდა.
ქართველმა სპორტსმენმა 21 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და დღეისთვის კლასიფიკაციაში 25-ე საფეხურზეა (რიოში 30 საუკეთესო წყალმხტომელი ვაჟი იასპარეზებს).
ამავე ტურნირში ჭანტურაიმ სინქრონულ ხტომაში ალექსანდრე გუჯაბიძესთან ერთდ იასპარეზა. ჩვენმა დუეტმა ლეონში, მსოფლიოს გრან პრიზე
3-მეტრიანი ტრამპლინიდან მე-7 ადგილი დაიკავა, რამაც ბიჭებს 28 სარეიტინგო
ქულა მოუტანა. ისინი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-13 საფეხურზე
იმყოფებიან.