x
image
K.P.
მორიგი დაპირისპირება ქართულ შოუბიზნესში: "ამდენი ბოროტება, შური, ბოღმა, როგორ შეგიძლიათ წეროთ", "გავარდა ის ვინც ხარისხიან მომავალთან ასოცირდება"

image
გასულ სამშაბათს ტელეკომპანია იმედის მეგაპროექტი "ორი ვარსკვლავი" ილო ბეროშვილისა და ნუცა ბუზალაძის წყვილმა დატოვა, რამაც საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ილოსა და ნუცას წყვილი ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ილო სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს: "პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილე წყვილს! მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის. ჩემი იდეფიქსი არ ყოფილა ამ პროექტში გამარჯვება... თუმცა "პიპიაზე" უარს არ ვიტყოდი. თბილისი პატარა ქალაქია. ასეთი პროექტები კი უფრო დიდ ქვეყნებზეა გათვლილი, ქართველებს გვიყვარს ჯიგარი, გაგება, ძმაკაცობა, მეგობრობა. როცა ჟიურის წევრი იმაზე ფიქრობს შეფასების მერე ვინმესთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს, როცა ჟიური ფიქრობს, რომ პროექტი დამთავრდება, მაგრამ მეგობრობა ხომ გრძელდება და რატომ გავანაწყენო ბავშვობის მეგობარი, საერთოდ რა პროექტზეა ლაპარაკი? ეს არის რაღაცა ჰიბრიდი მეგა პროექტსა და რაღაცა გაურკვეველ თბილისურ სექტანტურ აზროვნებას შორის. მეტი ნეიტრალიტეტი უნდა იყოს ჟურისა და კონკურსანტებს შორის, მე მგონია, რომ ეს პროექტი უნდა მოეგო მიკი ჯეჯელავას, იმიტომ, რომ არაპროფესიონალია, პეჩო ყველაზე ძლიერი კონკურსანტია, მაგრამ ის მაინც საბოლოოოდ მუსიკოსია ჩემი აზრით, რომელიც ბევრ პროფესიონალს ჯობია. თუმცა მისი აუტსაიდერობა არასწორია თან ამდენჯერ. ჩემი აზრით, გავარდა ის ხალხი ვინც ხარისხთან და მომავალთან ასოცირდება. ეს კი ცუდია... თუმცა დამიჯერეთ, მალე ყველაფერი შეიცვლება. მე და ნუცა შევეცადეთ, მრავალფეროვნები ვყოფილიყავით და ბევრი ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. ჩვენ ეს შევძელით და ძალიან ბევრ რისკზე წავედით. ყველა ჟანრი ვცადეთ. არასოდეს არ აგვირჩევია მარტივი გზა, ამიტომაც მე არც ერთ შეცდომას არ ვნანობ. უღრმესი მადლობა პედაგოგებს, რომლებმაც გული და სული ჩადეს და ტელეკომპანია ''იმედს'', რომელმაც პროექტში მიმიწვია. ისე საინტერესოა, მე რომ ჩემი ბავშვობის მეგობრები მყოლოდა ჟურიში, როგორ განვითარდებოდა მოვლენები".imageimageმომხდარს გამოეხმაურა ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი ნინი ქარსელაძე. როგორც ირკვევა ხათუნასა და ჟიურის ერთ-ერთ წევრს თეონა კონტრიძეს ძველი მეგობრობა აკავშირებთ. ნინის მტკიცებით კი დედამისი უდავოდ ნიჭიერი ადამიანია და პროექტში გამარჯვებას იმსახურებს: "არ გამოვირჩევი ინტერნეტსივრცეში სტატუსების წერით, მაგრამ არ შემეძლო, იმ სიბინძურეზე ჩემი კომენტარი არ გემეკეთებინა, რასაც სამშაბათის მერე ვკითხულობ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში იმხელა სიბინძურე და ბოღმაა, რომ პროექტებში მონაწილეობის მიღება ძალიან დიდი შეცდომაა. პროექტი "ორი ვარსკვლავი" ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ დასაფასებელია იმით, რომ მისი მუსიკალური ხელმღვანელი არის რუსა მორჩილაძე. ამდენი ბოროტება, ამდენი შური, ამდენი ბოღმა, როგორ შეგიძლიათ, რომ წეროთ ადამიანებზე, რომლებიც იხარჯებიან და მთელ თავიანთ ენერგიას დებენ იმაში, რომ კვირაში ერთხელ თქვენ წინაშე წარსდგნენ?! რაც შეეხება დედაჩემს, მეგობრობა თუ ის არის, რომ პროექტის დაწყებისთანავე ქულებს აკლებს ჟიური, მაშინ არაფერს ვიტყვი... მაგრამ ხათუნა და გიო ჩემი აზრით, დამსახურებულად დარჩნენ პროექტში!!! (სუბიექტურობის გარეშე!) ვისაც რაიმე პრეტენზია გაქვთ სულ არ მაინტერესებს, სულ არ არის თქვენი აზრი და დამოკიდებულება მნიშვნელოვანი, იმ ხალხის რომელსაც ელემენტარული მუსიკალური განათლებაც არ აქვთ! დამშვიდდით და თქვენ საქმეს მიხედეთ რა! მაგრამ ყველაზე ძალიან მცხვენია, იმ ახლობლების, რომლებიც დედაჩემს ნერვებს უშლიან თავიანთი ვითომ კომპეტენტურობით! გთხოვთ, ჩაეხსნათ ჩემ ყველაზე ნიჭიერ დედას!"

imageimage

0
2585
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2585
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0