x
image
lady.ge
როგორ ვიშოვნოთ ფული-ოცნებების მატერიალიზაცია

imageდაპირებისამებრ, ვაგრძელებთ პრაქტიკული რჩევების შესახებ სტატიების ციკლს. ამჯერად ვისაუბრებთ, ოცნებების მატერიალიზაციაზე და ფულის შოვნის ხელოვნებაზე. დიახ, დიახ ფულის შოვნა მთელი ხელოვნებაა, რომელსაც მარტო უნარი იშრომო ვირივით, დღეღამეში 24 საათის განმავლობაში, სულაც არ ესაჭიროება. შესაძლებლობა, მატერიალური მდგომარეობა გავიუმჯობესოთ, ყოველ ჩვენგანში დევს.მთავარი სწორი აზროვნება და კოსმოსში მესიჯის ასეთივე სისწორით გაგზავნაა. არსებობს ერთი ძველი ანდაზა "გეშინოდეთ თქვენი ოცნებების, ისინი შეიძლება მართლა ასრულდნენო" -ნუ გაგეცინებათ, სახუმარო აქ არაფერია. ადრე თუ გვიან ჩვენი ყველაზე სასურველი ოცნებები აუცილებლად სრულდება, მთავარია როდის, რა ფორმით და სად "მოგვეწევა" ჩვენ მიერ ნანატრი სურვილი ცხოვრების გზაზე, შეიძლება ისეთ დროს ახდეს, ოდესღაც ძალიან დიდი მონდომებით ნანატრი ზოგიერთი ოცნება, რომ იმ დროს არათუ გვესაჭიროება მისი ახდენა, არამედ ჩვენთვის აზრიც კი აღარ აქვს მის ასრულებას, ან უარესო საერთოდ აღარ გვაწყობს, მისი რეალობაში განხორციელება.ამიტომ, კარგად დაფიქრდით, მანამ სანამ რამეს გულით ინატრებთ, თუნდაც ბევრ ფულს. იცით კი ამას რა მოყვება?

თუმცა თუ მაინც არ იშლით და დიდი ფულის შოვნა "ჩახვეული" გაქვთ გონებაში, ამ ოცნების მატერიალიზაციისთვის მარტივ ხერხებს გასწავლით. თქვენი აზრით, რატომ არიან ადამიანები ღარიბები? პირველი უმთავრესი მიზეზი მათი სიღატაკის არის აწასწორი ფიქრი "მე ვინ მომცა ამის ბედი" ან " ჩემსას ოქროსაც იყოს არავინ იყიდის". სწორედ ეს ნეგატიური სიგნალი, რომელსაც მათი ქვეცნობიერი გამუდმებით უგზავნის კოსმოსს, ბლოკავს მის ცხოვრებაში ნებისმიერ წარმატებას, განსაკუთრებით კი ფინანსური კუთხით. არსებობს ერთი ძალზე საინტერესო ფილმი "საიდუმლო", რომელშიც ადამიანები ყვებიან იმაზე, თუ როგორ მოახდინეს მათ საკუთარი ოცნებების მატერიალიზაცია, ვუყურე ფილმს და გადავწყვიტე საკუთარ თავზე "დამეტესტა" იქ მოცემული რჩევა-დარიგებები. საიმისოდ რომ ოცნება ახდეს, ჯერ კარგად უნდა ჩამოყალიბდეთ რა გინდათ, სურვილი რომელიც ბუნდოვანია ან "ისე რა" გინდათ, დამერწმუნეთ არასოდეს აგიხდებათ.image მაშ ასე, კარგად გააცნობიერეთ რა გინდათ, მონახეთ თქვენი ამ სურვილის შესაბამისი ვიზუალური იმიჯი, მე პირადად ჩვეულებრივი "ფოვერფოინთის" დოკუმენტი გამოვიყენე საამისოდ, თუმცა თქვენ ჩვეულებრივი ფურცელი და პასტაც გამოგადგებათ. ჩამოწერეთ თქვენი ყველაზე სასურველი ოცნებები, ისეთი რომლის ასრულებაც რეალურია, ოღონდ ძალზე რთული (მაგალითად ბევრი ფულის შოვნა, გახდომა, საოცნებო სამსახური და ა.შ). წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ამ სურვილში-ვთქვათ ოცნებობთ რომ ჟურნალისტი იყოთ, მონახეთ სურვილის შესაბამისი ფოტო, მაქსიმალურად მიამსგავსეთ საკუთარი თავი ფოტოზე გამოსხულ ადამიანს და წარმოიდგინეთ თუ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება, იმ შემთხვევაში ხელში რომ მიკროფონი მოგცენ და რომელიმე ცნობილ სელებრითთან ინტერვიუზე გაგიშვან. დეტალებში გაიაზრეთ, თუ რას, როგორ გააკეთებდით ამ ინტერვიუს დროს და დატკბით თქვენ მიერ "გამოგონილი" ჟურნალისტის იმიჯით. დანარჩენ სურვილებზეც იგივე "რიტუალი" გაიმეორეთ. შემდგომ ამისა, თქვენი ეს "ოცნებების სია" სადმე შეინახეთ და შეეცადეთ ბევრი არ იფიქროთ მასზე.მე პირადად, შევქმენი სია რომელშიც, მინდოდა იმიჯის შეცვლა, საოცნებო ფეხსაცმელის და ჯინსის შარვლის ყიდვა, კარგი "რუჯი" (ზაგარი). მოვნახე ფოტო რომელიც მაქსიმალურად მგავდა ვიზუალურად მე, ვიპოვნე ასევე ჩემი საოცნებო ნივთების ფოტოებიც, გავაკეთე დოკუმენტი და შევინახე, ისე რომ მალე მისი არსებობა სულ დამავიწყდა. ზუსტად ერთი წლის თავზე, როცა უკვე აღარც მახსოვდა მისი არსებობს, კომპიუტერში ქექვისას, შემთხვევით გადავაწყდი ამ ჩემს "ვიშ-ლისტს" და გავოგნდი, იმიტომ რომ იმ პერიოდში მქონდა კარგი ზაგარი, ის ვარცხნილობა რომლითაც ჩემი ოცნების სიის ფოტოზე ქალბატონი იყო გამოსახული, ნაყიდი მქონდა ზუსტად იმ ფერის და ფორმის ჯინსები და რა თქმა უნდა.. ფეხსაცმელებიც. ეს ყველაფერი კი მე გავაკეთე ისე რომ აღარც კი მახსოვდა ერთი წლის წინ ნახევრად ხუმრობით შედგენილი, ჩემი ოცნებების ფურცელი. აქედან გამომდინარე, შემიძლია თამამად გირჩიოთ, შეადგინეთ თქვენი "ვიშ ლისტი", თამამად მონიშნეთ მასში თქვენი თავი როგორც ნავთობ-მაგნატი- და თქვენ აუცილებლად შეძლებთ ბევრი ფულის შოვნას, თუმცა მანამდე კარგად დაფიქრდით-თავი როგორ წარმოგიდგენიათ ნავთობ- მაგნატის როლში?

0
2278
10-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
2278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0