x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მათაც მინდა მადლობა ვუთხრა, ვინც "გამლანძღა, გამაბოზა და ღმერთს ვთხოვ..."- რატომ გააუქმა ეკა ყურშიტაშვილმა საკუთარი პროფილი facebook-ზე?

ვიცი შეხსენება აღარ გჭირდებათ თუ ვინ არის ეკა ყურშიტაშვილი, თუმცა მე მაინც დავიტოვებ უფლებას "კიდევ ერთხელ" მცირედი ინფორმაციით გამცნოდ მის შესახებ. მაშასადამე ეკა დაიბადა კახეთში, თელავის რაიონ სოფელ იყალთოს უბან- თაღლაურში 1991 წლის 26 ივლისს. გარკვეული მიზეზების გამო გვერდით არ ყავდა დედა და 2 წლით უფროსი დის- ლიკასა და ბებიის იმედად იზრდებოდა. არც თუ სახარბიელო ბავშვობას კი დაერთო ოჯახის სკოლის დამთავრებისთანავე შექმნა, თუმცა არც ამ ჯერად გაუმართლა და ერთი თვის ორსულს მოუხდა მისი დანგრევა და საცხოვრებლად უკრაინაში გადასვლა, სადაც იმყოფებოდა წარმოშობით უკრაინელი მისი დედა. ეკა სწორედ ის ერთი უბრალო გოგონაა, რომელიც უკვე თვეებია მთელმა საქართველომ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოების საშუალებით გაიცნო, სადაც მისი და საპატრულო პოლიციის უთანხმოება ბილწი სიტყვების სახითაა ასახული.


საზოგადოებამ ძალიან მალე აიტაცა მისი ბილწ-სიტყვაობა, რომელიც გასული აპრილის ჩანაწერებია და ნაციონალურმა მოძრაობამ ეხლანდელი მთავრობის "ახალი ოცნების" წინააღმდეგ სწორედ რამდენიმე თვის წინ გამოიყენა. მსხვერპლი- ეკა კი საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა შეიძულა ამ "არაქალური" საქციელის გამო, თუმცაღა მან არაერთხელ განმარტა, რომ არ იცოდა თუ ვიდეო გასაჯაროვდებოდა და საზოგადოების წინაშე "ეკა ხოფერიას გადაცემის" მეშვეობით პირდაპირი ეთერით ბოდიშიც მოიხადა. მიუხედავად ამისა მაინც არ წყდება სკანდალები მის ირგვლივ, ვინ ამართლებს, ვინ კი დღემდე ამტყუნებს, არც ეკა ერიდება და საზოგადოების საპასუხოდ საკუთარი facebook-ის გვერდზე სტატუსებს ხშირად აქვეყნებს და კვლავ აქტუალური ხდება ამ მიზეზით ჭორების ქარ-ცეცხლში გახვევის შეედეგად. თუმცა დღევანდელ სტატიაში კი მისი "შესაძლო უკანასკნელი" კომენტარი უნდა გავასაჯაროვო, რომელიც საზოგადოების მისამართით დაწერა ეკამ:


"ვაუქმებ ჩემს გვერდს... აღარ იცის ამ ხალხმა რა მოიგონოს და რა დაწეროს ჩემზე... უკვე ყველაფერი დაწერეთ რაც თავში აზრად მოგივიდათ... გავიგე ბევრი რამ, ვინ შურიანია, ვინ იდიოტი, ვინ გველი, ვინ ბოროტი, ვინ კეთილი, ვინ ყურადღებიანი, ვინ კეთილშობილი და ზოგადად გაგიცანით ყველა თქვენი სმს-დან, თქვენი პოსტებიდან და კომენტარებიდან... მინდა ყველას მადლობა გითხრათ მეგობრობისთვის, თანაგრძნობისთვის, ყურადღებისთვის და გულთბილი სიტყვებისთვის. და მათაც მინდა მადლობა ვუთხრა, ვინც გამლანძღა, გამაბოზა, მომაყენა შეურაცხყოფა მე და ჩემს ოჯახს და ღმერთს ვთხოვ და რომც არ ვთხოვო ისედაც გადაგიხდით სამაგიეროს... კარგადაც და ცუდათაც... მგონი თქვენც უკეთ გამიცანით ჩემი პოსტებით და კომენტარებით, იუმორით და ლანძღვა-გინებით თავისთავად... ეკუნას უყვარს ყველა, ვისაც ეკუნა გიყვართ ისეთი როგორიც არის, არა ბოროტი, არა შურიანი, არა ჭორიკანა, არა ქვეწარმავალი- როგორც ზოგიერთები... და დანარჩენი თქვენ გამოიტანეთ განაჩენი ყველამ... ხო, რაც შეეხება ჩემს უახლოეს მეგობრებს, მობ ჩართული მაქვს, შეგიძლიათ შემომეხმიანოთ იქ... მიყვარხართ და თუ როდესმე კიდევ მოვედი ხსიათზე, მე უეჭველი დაგიბრუნდებით, ზოგს გაგახარებთ, ზოგს გაგამხიარულებთ, ზოგს განუგეშებთ, ზოგს ჩაგიხუტებთ, ვინც გამაბრაზებს გავლანძღავ და ასე გაგრძელდება ცხოვრება :)))) მიყვარხართ გულით და სულით, ეს არ არის ფუჭი სიტყვები... წარმატებები ყველას და მინდა ყველა ბედნიერი იყოთ, მეტი პოზიტივი ეროოო, გაიღიმეთ, გიყვარდეთ ერთმანეთი, მიუტევეთ ერთმანეთს, მოეფერეთ ერთმანეთს, ისედაც ხვალ არ ვიცით ცოცხლები ვიქნებით თუ არა... სულ თელავია, სულ გულავია, თქვენი ეკუნა".


imageimageimageimageimage


3
270
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
270
  
2015, 2 აპრილი, 21:31
გაუკეთეს ნაციონალებმა :))
2015, 1 აპრილი, 22:57
რას ერჩი გაიკეთა იმიჯი და მოიპოვა პოლულარულობა, რა ხერხით ეს მისი საქმეა. :))
0 1 3