სხვა შოკისმომგვრელი სპორტული შეჯიბრებები ყველაზე გაბედული მამაკაცებისათვის 2015, 30 მარტი, 16:17 უცნაურია ადამიანის ლტოლვა პირველობისაკენ. რას აღარ მოიფიქრებს მისი გონება. მთელ მსოფლიოში ცნობილი ესპანური კორიდის გარდა თურმე არსებობს უამრავი სპორტული შეჯიბრება, რომლებიც არანაკლებ სახიფათოა და საშიში მასში მონაწილისათვის. ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ სპორტის ყველაზე უცნაური სახეობები, რომლებშიც ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის მამაკაცები ეჯიბრებიან.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი ყველაზე ბრუტალური სპორტული შეჯიბრება ნამდვილი მამაკაცებისათვის.
პაკუ ჯავი - ხარებით რბოლა ტალახში, მალაიზია რბოლებს აწყობენ ბრინჯის მოსავლის აღების დასრულებისთანავე ტალახით და ლაფით სავსე ბრინჯის ყანებში. მასში მონაწილეები ორ ხარს შორის მოთავსებულ ხის დაფებზე დგანან. ბუზკაში, ავღანეთი აქ ყველა ყველას წინააღმდეგ თამაშობს, გუნდური შეჯიბრება გამორიცხულია. თამაშის მთავარ ატრიბუტს თავმოჭრილი თხის ლეში წარმოადგენს. თითოეული მოთამაშის დავალებაა წაართვას სხვას ლეში და რაც შეიძლება, დიდხანს ეჭიროს ის. ბოძის სროლა, შოტლანდია ხის ბოძი ექვს მეტრზე მეტი სიგრძისაა და 90 კილოგრამზე მეტს წონის. მოთამაშემ ის უნდა ისროლოს ისეთნაირად, რომ ბოძი ჰაერში შეტრიალდეს და შემდეგ დაეცეს მიწაზე, ამასთანავე კონკურსანტის ფეხებთან მორი უნდა მოხვდეს საპირისპირო ბოლოთი. ფლორენციული კალჩო, იტალია მოთამაშეები ორ ჯგუფად იყოფიან, მოედნის შუაგულში აგდებენ ბურთს და შემდეგ ნამდვილი ორთაბრძოლა იმართება. არ გეგონოთ, რომ ეს შეჯიბრი ფეხბურთს ჰგავს, აქ არანაირი წესები და მსაჯები არ არსებობს და ორთაბრძოლა ხშირად სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე. ფეხბურთი ცეცხლმოკიდებული ქოქოსით, ინდონეზია აქ ისედაც ყველაფერი ნათელია: ქოქოსის კაკალს ცეცხლს უკიდებენ და ამ "ბურთით" თამაშობენ ფეხბურთს, თან ფეხშიშველები... წარმომიდგენია, რამდენი ხანი უნდებიან ამ გართობის მერე ინდონეზიელი მამაკაცები დამწვრობის მოშუშებას. ონაბაშირა, იაპონია ეს გართობა ფესტივალს უფრო ჰგავს, ვიდრე სპორტს. ის ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ იმართება იაპონიაში. მამაკაცები თავდაპირველად ჭრიან 200-წლიან ფიჭვს და ყველა მსურველს შეუძლია მასზე "ამხედრებული" დაეშვას მთის წვეროდან. ცოცხალი გადარჩენა გარანტირებული არაა! ნახტომი აქლემებზე, იემენი თუ ამ თამაშში მონაწილეობის მიღებას დააპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე მაღალ ადგილას (კუზის გათვალისწინებით) აქლემის სიმაღლე საშუალოდ 170 სანტიმეტრია. უროს ტყორცნა, შოტლანდია მამაკაცები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო შორს ისვრის 16 - კილოგრამიან უროს. ბოტაოში (წააქციე ბოძი), იაპონია 75 კაცისაგან შემდგარი გუნდი ცდილობს წააქციოს ბოძი იმ დროს, როცა ამდენივე კაციანი მეორე გუნდი ეწინაააღმდეგება მათ ამ საქმეში. კედელი კედლის წინააღმდეგ (стенка на стенку), რუსეთი ეს არის ძველისძველი რუსული შეჯიბრება, რომლის დროსაც ერთმანეთთან ხელჩართულ ბრძოლას მართავს ორი ერთმანეთის საპირისპიროდ მდგომი გუნდი (კედელი). თითოეულ გუნდში მონაწილეების რაოდენობა 15-დან რამოდენიმე ასეულ კაცამდე შეიძლება იყოს. ყველაზე მასობრივი ორთაბრძოლები ყველიერის კვირაში იმართება ხოლმე. კორიდა, ესპანეთი საყოველთაოდ ცნობილი ხარებთან ბრძოლა-კორიდა ალბათ ყველა თქვენგანს უნახავს ტელევიზორის ეკრანებზე. ეს საკმაოდ სახიფათო გართობა ყოველთვის ხარის სიკვდილით როდი მთავრდება, მას არაერთი ტორეადორის სიცოცხლე შეუწირავს. 241 11-ს მოსწონს |
:(