x
image
K.P.
ნინა სუბლატი: "ჩემმა სულმა და სხეულმა პირველი და ყველაზე რთული გამოცდა ჩააბარა!"
image
მომღერალი ნინა სუბლატი საქართველომ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო. პოპულარობა და ხალხის სიყვარული მალევე მოიპოვა, პროექტშიც გაიმარჯვა და სასწავლებლად ამერიკაშიც წავიდა. ნინა ახლა ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადება. მომღერალი საქართველოს სახელით იმღერებს და კონკურსზე საკუთარ დაწერილ სიმღერას შეასრულებს.

მომღერალი გურმანი გახლავთ, მწვადიც ძალიან უყვარს, მაგრამ ხორცზე უარი თქვა. "მოკლედ, ბევრი ვემზადე თუ ცოტა, როგორც იქნა მივედი გადაწყვეტილებამდე! ისედაც სულ მაწუხებდა ხორციჭამია რომ ვიყავი. იმიტომ რომ რეალურად ჭამა ძალიან მიყვარს.. არადა არ მინდა რომ მიყვარდეს და ბევრი რამით მაჯაჭვებდა ისეთ მატერიებს, რომელიც საერთოდაც არ მინდა რომ ჩემს სიცოცხლეში არსებობდეს. თან ეგ და თან სახლში რომ ძაღლი მყავს და მწვადიც მევასება, სულ ვფიქრობდი რომ არათავსებადია. ეგეც და კიდე ისიც, ცხოველთა უფლებების შელახვაზე რომ ვპანიკობ და თან პირში ქაბაბი მიდევს..(?!) ეს 7 ყოჩის ბედნიერი სიკვდილი და ოუ იე ქრისტე აღსდგა გავიყეყოთ გულზე მომხვდა ძალიან! მოკლედ ჩემმა სულმა და სხეულმა პირველი და ყველაზე რთული გამოცდა ჩააბარა! მე აღარ ვჭამ ხორცს!"-წერს ნინა სოციალურ ქსელში.

image ნინა სუბლატი დაქორწინებული გახლავთ გიორგი შამანაურზე, რომელიც მუსიკოსი, მესაყვირე გახლავთ. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 13 წელია. ნინას მტკიცებით, ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაში ხელს სულაც არ უშლის, პირიქით მის სამეგობროში ბევრი უფროსი ასაკის ადამიანია. გიორგისთან ურთიერთობა ისე დავიწყე მისი ასაკით არც დავინტერესებულვარო.

ვუსურვოთ ნინას წარმატებები...


imageimage


0
84
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0