შოუბიზნესი ვინ არის თინა მახარაძის ახალი სიყვარული? (+ფოტოები) 2015, 27 მარტი, 18:04
თინა შეყვარებული გახლდათ ბიზნესმენ გიორგი სამხარაძეზე. "არაჩვეულებრივად ვარ ჩემს არაჩვეულებრივ გიორგი სამხარაძესთან ერთად. სტანდარტული, სტაბულური შეყვარებულები არ ვართ, რომლებიც ხელჩაკიდებულნი დადიან. გიორგი წარმატებული ბიზნესმენია, თუმცა ამის გარდა ბევრ რამეს აკეთებს. ძალიან ცნობილ სარეკლამო სტუდიაში მუშაობს და ძალიან ცნობილი კაფეც აქვს"-გვიამბობდა თინა. წყვილის ურთიერთობა უკვე ხუთ წელზე მეტს ითვლიდა და თავს ერთად შესანიშნავად გრძნობდნენ. წყვილი ჯერ დაქორწინებას არ გეგმავდა. ისედაც ერთად ვართ და რაღაც ფორმალობები რა საჭიოროაო. ჯერ გვირჩევნია ჩვენს საქმეებს მივხედოთო. სამწუხაროდ ურთიერთობა ქორწინებით არ დაგვირგვინდა, წყვილი დაშორდა. სოციალურ ქსელში თინა მახარაძე ახალ ფოტოებს ავრცელებს, რომელებზეც ის საზოგადოებისათვის უცნობ, მომხიბვლელ მამაკაცს კოცნის. როგორც გაირკვა თინას ახალი ბიჭი დიმუ მენაბდეა. ის ადრე ერთ-ერთ ბარში მუშაობდა, ამჟამად კი "რუსთავი 2"-ზე მუშაობს. სავარაუდოდ წყვილმა "ჩემი ცოლის დაქალების" მეშვეობით გაიცვნეს ერთმანეთი. აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ შესაძლოა ეს უბრალოდ თინას მორიგი როლია. თუმცა მეგობრების კომენტერებით თუ ვიმსჯელებთ საქმე სიყვარულთან გვაქვს. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები... 756 4-ს მოსწონს 1-ს არა
|