საზოგადოება "სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს"- ინტერნეტით გამოწერილი ამანათის მოლოდინი და რეალობა 2015, 25 მარტი, 22:28 დღეს რომ ინტერნეტი ძალზედ მოხმარებადი და შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელი პირობაა, ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება. ის როგორც გასართობ, ასევე დამხმარე და შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. დღეს კი სავაჭრო ინდუსტრიაშიც დიდი როლი უკავია, ვინაიდან ინტერნეტით ტანსაცმელების გამოწერა მეტად აქტუალური გახდა (და არამარტო ტანსაცმელის). გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ "შოფინგის" ეს მეთოდი ძალზედ მოსახერხებელია მათთვის, ვინც ზარმაცობს სავაჭრო ცენტრებში წასვლას, ან თუნდაც არ აქვს ამისათვის დრო. ძირითადად ამ მიზნით აქტიურობენ ჩინური საიტები, თუმცა უკვე მრავლადაა ქართულებიც და სწორედ ასე- სახლიდან გაუსვლელად შეკვეთილ ამანათს ვიღებთ ჩვენი კურიერისგან. თუმცა ამ ყველა სიკეთეს კი უარყოფითი მხარეც გააჩნია, ვინაიდან მოლოდინს ხშირად ვერ ამართლებს რეალობა და ამის მაგალითად უკვე მრავალი ატირებული პატარძალი ვიხილეთ, რომლებიც ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან დღეს ვერ გამოიყურებოდნენ შესაბამისად სწორედ, რომ ინტერნეტით ნაყიდი კაბების გამო. გამოცდილება კი გვიჩვენებს, რომ ინტერნეტ-თაღლითების მსხვერპლი ხდება უკვე ყოველი მესამე, ამიტომ ნუ წამოეგებით მარკეტინგულ ხრიკებს, რომლებიც ლამაზ ტანისამოსს გთავაზობენ გასაოცარ ფასებში, ნუ დაზოგავთ დროს და კაპიკებს, რომელიც შემდეგ წყალში ჩაგეყრებათ, გიჯობდეთ პირადად ეწვიოთ სავაჭრო ცენტრებს და მშვიდობაში მოიხმაროთ შეძენილი ყოველი ნივთი და საგანი. მე კი ისღა დამრჩენია წარმოგიდგინოთ ყველა ის გამწარებული მომხმარებელი, რომელთაც ინტერნეტით შეიძინეს ტანისამოსი, თუმცა მოლოდინი რეალობამ ვერ გაამართლა, თქვენთვის კი წარმოადგენენ ნათელ მაგალითს, რომ არაა სანდო ყველა ინტერნეტ-წყარო, სტატია კი უბრალოდ რჩევათ მიიღეთ. 380 13-ს მოსწონს |
ერთხელ მოხდა გ ადამზიდავმა კომპანიამ ერთერთი დეტალი ამოიღო და "ყოფა ვუტირე", დეტალიც მოვატანინე და ხელშეკრულების დარღვევის გამო ჩამოტანის თანხაც არ მიმიცია, კი იჯაჯღანეს, მაგრამ უნამუსოებ ს ასე უნდა მოექცე.