სხვა წლის დედა გახდა ''კაცი'' 2015, 25 მარტი, 15:23 ეგვიპტელმა ქვრივმა 43 წელი კაცის ცხოვრებით იცხოვრა, რათა ქალიშვილი და შვილიშვილი გამოეკვება. იგი ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, როცა ქმარი გარდაეცვალა, ძმამ მისი ხელმეორედ გათხოვება გადაწყვიტა და სახლში სასიძოები მოჰყავდა გასაცნობად, მაგრამ 21 წლის მარტოხელა დედამ არჩია უსიყვარულოდ გათხოვებას, ოჯახსა და შვილს სხვაგვარად დახმარებოდა: გადაიხოტრა თმები, ჩაიცვა მამაკაცის ტანსაცმელი და დაიწყო სამუშაოს ძებნა. ოჯახის წევრები აღშფოთებულები შეხვდნენ მის საქციელს. თავდაპირველად მან აგურის დამამზადებლად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ფეხსაცმელების მწმენდავად. ''რა უნდა მექნა? სხვა არაფრის კეთება მე არ შემეძლო, წერა-კთხვა არ ვიცი, ოჯახმა არ მომცა სკოლაში სწავლის უფლება, ერთადერთი გზა ფულის შოვნის ეს იყო''- ამბობს 65 წლის სისა. მალე მისი ქალიშვილი გათხოვილა, მაგრამ ქორწილიდან სულ ცოტა ხნის მერე ქმარი მძიმედ გამხდარა ავად, ამიტომაც ვერ შეძლო მხარში ამოდგომოდა სიდედრს. '' კაცად გადაცმული თავისუფლად შევდიოდი კაცების გარემოცვაში ბარში საჭმელად, არ მეშინოდა დაცინვის, შეწუხებისა და შევიწროების, ამით თავიდან ვიცილებდი ქალის მიმართ ეგვიპტელი კაცების მხრიდან ცუდად მოპყრობის საშიშროებას.''- აცხადებს ქალი. 40 2-ს მოსწონს
|