x
image
ვიზა კოხაძე
ჰოლივუდის ვარსკვლავს ანჯელინა ჯოლის ბავშვის გაჩენა აღარ შეეძლება

imageჰოლივუდის მსახიობს ანჯელინა ჯოლის ბავშვის გაჩენა აღარ შეეძლება. ამის შესახებ ის ”ნიუ იორკ თაიმსისთვის” მომზადებულ სტატიაში წერს. ჯოლი ყვება, რომ ოპერაციის შედეგად მისი ორგანიზმი მენოპაუზას გადის.
”მე აღარ შემიძლია დაფეხმძიმება”, - აღიარებს მსახიობი. გასულ კვირას ჯოლის ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის დროსაც მას საკვერცხეები ამოკვეთეს. ოპერაციის აუცილებლობა გამოწვეული იყო ონკოლოგიური დაავადების შესაძლო რისკით: ექიმებმა მსახიობს აუხსნეს, რომ ანალიზებმა აჩვენეს ანთებითი პროცესების წარმოქმნა, რომლებსაც შესაძლოა კიბოს ნაადრევი სტადიის განვითარება გამოეწვია.image

აღსანიშნავია, რომ ჯოლის წინაპარი ქალბატონებიც ონკოლოგიური დაავადებების გამო გარდაიცვალნენ. 2013 წლის მაისში ანჯელინას ორმაგი მასტექტომია გაუკეთეს - ორივე სარძევე ჯირკვლის მოკვეთა. ამის აუცილებლობა მკერდის კიბოს განვითარების რისკმა გამოიწვია.imageimageimage
imageimage
imageშეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში მსახიობმა ქირურგიული ოპერაცია წარმატებით დაძლია, სადაც გარკვეული იყო, რომ ის გენეტიკური მუტაციის მატარებელი იყო და მნიშვნელოვნად რომ არ გაზრდილიყო რისკები პოტენციურად ფატალური კიბოს მიმართ, რაც 87 % ძუძუს კიბოს და 50 % საკვერცხის კიბოს გამოიწვევდა.მას გენეტიკურად ძალიან დიდი მიდრეკილება აქვს ამ განუკურნებელი დაავადების მიმართ, რამდენადაც დედა, ბებია და დეიდა კიბოთი გარდაიცვალნენ, დედა კი ცნობილი მსახიობი მარშელინ ბერტრანი 2007 წლის იანვარში 56 წლის ასაკში ზუსტად საკვერცხეების კიბოს ემსხვერპლა.ანჯელინას მკურნალი ექიმის განმარტებით, მსახიობს საკვერცხე მილების გამტარიანობის მოშლა ჰქონდა.image




0
159
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0