"იმ ხალხს მიხედეთ, თავისი მრევლი დასასვენებლად რომ დაყავთ ქალაქგარეთ და მერე ტრუსიკჩახდილი ჯვრების ფრიალით სასტუმროში რომ დასდევენ გოგოებს."
2015, 25 მარტი, 13:32
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც facebook-ის პირად გვერდზე მომხმარებელმა ეთო გავაშელიშვილმა ატვირთა, სადაც არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი უწმაწურად იგინება.
სავარაუდოდ ეს გახდა მიზეზი, რამაც აიძულა ანთიმოზ ბიჩინაშვილს დაეტოვებინა ეკლესია. თუმცა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე იგი წერს, რომ ეკლესიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.
ვიდეო ლგბტ უფლებადამცველთა გამოცემამ, "17 მაისმა" გაავრცელა.
""ეთო გავაშელაშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს! არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი), "–ასე წერს "ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არქიმანდიტი ანთიმოზი.
შეგახსენებთ, რომ მამაო ანთიმოზმა ჯერ კიდევ როგორც 2013 წლის 17 მაისის მდუმარე აქციის ძალადობრივი დარბევის მონაწილემ მიიქცია ყურადღება.შემდეგ კი "ფეისბუქში" უხამსი აქტივობით გამოირჩეოდა.
ანთიმოზ ბიჩინაშვილი კი ამტკიცებს ჩემით წამოვედი ეკლესიიდანო, თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მდივანმა, მღვდელმა მიქაელ ბოტკოველმა გამოცემა "17 მაისს"განუცხადა, საპატრიარქოში გინების დადასტურების შემთხვევაში, მისთვის კანონიკური სასჯელის დაკისრებას აპირებდნენო.
ანთომოზ ბიჩინაშვილის გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე:"„რომ მიასკდით და ეცით ამ მამაოს. იმ ხალხს მიხედეთ, თავისი მრევლი დასასვენებლად რომ დაყავთ ქალაქგარეთ და მერე ტრუსიკჩახდილი ჯვრების ფრიალით სასტუმროში რომ დასდევენ გოგოებს. იმათაც მიხედეთ, თავისი მრევლის თვალწინ, სტრიპრიზს ვინც ცეკვავს და იმ მამაოებსაც, ქალის არყოფნის გამო, კელიებში ერთმანეთში რომ შმუთაობენ!!!!!! ქვეყანა ჩალით არ არის გადახურული. ჯერ იმათგან განწმინდეთ ეკლესია და მერე მოკითხეთ ამ ადამიანს პასუხი !!!!".
„თამუნა სულ იზმენაში ვიყავი, მიღებენ, მისმენენ. მართლა დავისვენებ “- ასე პასუხობს ტელეწამყვანის კომენტარს არქიმანდრიტი ანთიმოზი.
არაა სწორი დამოკიდებულება, უფლის სახლი ეკლესიაა და სახლში ლოცვით შორს ვერ წავალთ. ბევრია ჭეშმარიტი უფლის მსახური და გირჩევთ დაელაპარაკოთ, თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია.
ღმერთო რაები მესმის :(( მე არავის განსჯის უფლება არ მაქვს, მაგრამ ამიტომაც ვერიდები ეკლესიაში სიარულს და მირჩევნია სახლში მქონდეს კუთხე მოწყობილი და იქ ვილოცო ყველასგან ფარულად, მაპატიეთ შეიძლება არასწორად ვფიქრობ, მაგრამ ღმერთთან შუამავლები არ მჭირდება:((
ბევრია ჭეშმარიტი უფლის მსახური და გირჩევთ დაელაპარაკოთ, თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია.