სისხლის სამართალი პეტერბურგის პოლიცია ზრდილობიან მძარცველებს ეძებს 2015, 25 მარტი, 9:39 პეტერბურგის პოლიცია ზრდილობიან მძარცველებს ეძებს, რომლებმაც მანქანის გატაცების შემდეგ, პატრონს ტაქსი გამოუძახეს.
ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით ღამის ორ საათზე სევერნის პროსპექტზე №6 სახლთან ორმა მძარცველმა იარაღის მუქარით (ჰაერში გაისროლეს)გააჩერეს Hyundai Solaris-ის მარკის ავტომობილი, რომელსაც ქალი მართავდა. ბოროტმოქმედებმა ქალი აიძულეს წრიულ საავტომობილო გზაზე ემოძრავათ. გზად ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა მანქანის პატრონისთვის ტაქსი გამოიძახა.როდესაც ადგილზე ტაქსი მოვიდა, მძარცველმა პატრონი საკუთარი ავტომობილიდან გადმოსვა, ჩასვა ტაქში, ხოლო თვითონ გატაცებული მანქანით გაემგზავრნენ. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სტატიით ყაჩაღური თავდასხმა. 108 5-ს მოსწონს
|