შოუბიზნესი ვინ არის და რას საქმიანობს მარიამ როინიშვილის ყოფილი ქმრის ახალი რჩეული? (+ფოტოები) 2015, 25 მარტი, 1:05 ![]() მარიამ როინიშვილი პოპულარული ქართველი მომღერლის, თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი გახლავთ. გოგონამ დედის გზა, სიმღერა აირჩია, თუმცა ქართულ შოუბიზნესს გაერიდა და საოპერო მომღერალი გახლავთ. ოჯახი საკმაოდ ახალგაზრდამ, 20 წლისამ შექმნა. მარიამის რჩეული მსახიობი გიორგი მახარაძე გახლდათ. დაშორების მიზეზებზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მეტიც დაშორების ამბავსაც დიდხანს მალავდნენ. "ჩვენს შორის გაჩნდა ბზარი. აღმოჩნდა, რომ განსხვავებული ხასიათი გვაქვს. ჩვენს შორის ვერ მოხდა თანხვედრა. ისიც ვერ მოხერხდა, რომ ცალკე გვეცხოვრა და ამასაც აქვს თავისი მიზეზი"-განმარტა გიორგიმ. წყვილის ერთი ქალიშვილი, პტარა ელენე ჰყავს. გოგონა დედასთან იზრდება და ცხადია მამასაც ხშირდ სტუმრობს. წყვილმა ცივილური ურთიერთობა შეინარჩუნა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 1840 2-ს მოსწონს
|