პარამეცნიერებები ჰიპნოზი და ტელეპათია – მისტიკა თუ რეალობა? 2015, 24 მარტი, 18:22 ჰიპნოზი (ბერძ. hipnos - ძილი) ეს არის ცნობიერების დროებითი მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ შთაგონებით არის გამოწვეული. ამ დროს ადამიანის ცნობიერი მხარე საერთოდ გათიშულია და ადამიანი ემორჩილება ჰიპნოტიზიორის ბრძანებებს. ჰიპნოზი სათავეს შორეულ წარსულში იღებს და ის ახალი ხილი სულაც არ არის. ჰიპნოზს, ანუ ადამიანის შთაგონებით დამორჩილებას შუმერების, ძველი ეგვიპტისა და ინდოეთის რელიგიურ ტაძრებში ქურუმები ფლობდნენ და იყენებდნენ (არსებობს გადმოცემა, რომ ინდოელ ფაკირებს შთაგონებით შეეძლოთ ახალდათესილი მარცვალი მიწაში გაეღვივებინათ და რამოდენიმე წუთში ის მიწიდან ამოწვერილიყო). შორეულ წარსულში ჰიპნოზს ხშირად იყენებდნენ სამხედრო საქმეშიც, მაგალითად, ძველ საბერძნეთსა და რომში მეომრები ემორჩილებოდნენ და იმყოფებოდნენ ქურუმებისა და ავგურების (წინასწარმეტყველი, რომელიც ცხოველის შიგნეულზე წინასწარმეტყველებს) შთაგონების ქვეშ, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მომავალ ბრძოლაში გამარჯვებას. ამიტომ მეომრებიც უფრო მეტი შემართებით იბრძოდნენ. უძველეს დროში ქურუმებისთვის და ორაკულებისთვის როგორც ჰიპნოზი, ისე აუტოჰიპნოზი კარგად იყო ცნობილი, მაგალითად, დელფოს სამისნოში ორაკულები ტრანსულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ და ამ დროს ხილვები ეწყებოდათ (ამ ტრანსს იწვევდა ვულკანური წარმოშობის ორთქლი, რომელსაც ადამიანის გაბრუების უნარი აქვს). ცნობილი რომაელი პოეტი და ასტროლოგი პორფირუსი გვაწვდის ცნობას ფილოსოფოსების პლოტინისა და ოლიმპიას შესახებ, რომლებიც ერთმანეთს ეკამათებოდნენ, თუ რომელს უფრო მეტი ცოდნა გააჩნდა. ამ კამათის დროს პლოტინმა ოლიმპიას ხმამაღლა დაუყვირა: "შენ დაიძინებ და შენი სხეული ჩაიკეცება". ოლიმპიასმა თვალები დახუჭა და მიწაზე გაიშხლართა. გამარჯვებულად, რა თქმა უნდა, პლოტინი აღიარეს. კლასიკურ მედიცინაში ჰიპნოზის პირველად გამოყენება ცნობილმა შვეიცარელმა ბუნებისმეტყველმა, ფარმაცევტმა, ფილოსოფოსმა, ასტროლოგმა და ექიმმა ფილიპ აურეოლ თეოფრასტ ბომბასტ ფონ გონგეიმმა, ანუ პარაცელსმა დაიწყო. პარაცელსს ჰიპნოზი კარინტიის (ავსტრია) ერთ-ერთ მონასტერში შეასწავლეს. პარაცელსი წერს, რომ მონასტერში ავადმყოფებს დიდხანს აყურებინებდნენ ბროლის მბრწყინავ სფეროზე, რის შემდეგაც ისინი ღრმად იძინებდნენ. 1646 წელს გამოცემულ წიგნში, რომელსაც "ჯადოსნური ექსპერიმენტი" ეწოდება, ავტორი, იეზუიტების ორდენის წევრი, ათანაზიუს კირხნერი წერს, "თუ როგორ უნდა მოვაჯადოოთ მამალი". ეს იყო პირველი სამეცნიერო ექსპერიმენტი, სადაც აღწერილი იყო ჰიპნოზის გამოყენება, თუმცა მაშინ ჰიპნოზს მაგნეტიზმი ეწოდებოდა (ტერმინი ჰიპნოზი 1843 წელს ინგლისელმა ექიმმა ჯეიმს ბრედმა შემოიღო). ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას (მამა) ნაწარმოების "გრაფი მონტე კრისტოს" პერსონაჟი აბატი ფარია რეალურად არსებული პიროვნება იყო. წარმოშობით პორტუგალიელი აბატი XIX საუკუნის დასაწყისში რამოდენიმე წელი ცხოვრობდა ინდოეთში, კონკრეტულად კი გოაში, სადაც მან შეისწავლა ჰიპნოზი. საფრანგეთში დაბრუნების აბატმა ფარიამ გამოსცა წიგნი "ძილის გამოძახება და მისი გავლენა ადამიანზე". ამ წიგნში მან აღწერა ჰიპნოზის უძველესი მეთოდი, რომელსაც ბრაჰმანები იყენებდნენ. ეს მეთოდი კი შემდგომში მდგომარეობდა: აბატი დაჟინებით უყურებდა იმ ადამიანს, ვისი დაჰიპნოზებაც უნდოდა და შემდეგ მთელი ხმით უყვიროდა "დორმეზ" (დაიძინე!). სხვათა შორის, ამ მეთოდს შემდგომში იყენებდა ცნობილი ფრანგი ექიმი-ფსიქიატრი ჟან მარტინ შარკო. ჰიპნოზს აქტიურად არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებშიც იყენებდნენ. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სპეცსამსახურების ხელში ჰიპნოზი საკმაოდ მძლავრი იარაღი გახდა. ხშირად სწორედ ჰიპნოზის საშუალებით ხდებოდა ფსიქოლოგიურად სუსტი ადამიანების დათანხმება სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ან ინფორმაციის მიღებაზე. ამ ყველაფერმა მოიტანა მასიური ჰიპნოზის, ანუ ზომბირების საჭიროება. მუშაობა მასიურ ჰიპნოზზე და ადამიანთან ზომბირებაზე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. როგორც ბევრ სხვა სფეროში, აქაც ძირითადად, ორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის საიდუმლო ლაბორატორიებში ხდებოდა მუშაობა. საბჭოთა კავშირში მოღვაწეობდა ცნობილი ტელეპატი და ჰიპნოტიზიორი ვოლფ მესინგი. მესინგს მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირისადმი დახმარების გამო, უფლება ჰქონდა ქვეყნის სხვა და სხვა ქალაქში თავისი ექსპერიმენტები ჩაეტარებინა (სხვათა შორის მსგავსი ექსპერიმენტები მესინგმა საქართველოშიც ჩაატარა..რაც შეეხება მესინგის პიროვნებას, მისი წარმოშობა იდუმალებითა და ბურუსით იყო მოცული. ამ თემაზე უახლოეს ხანში სხვა პოსტს შემოგთავაზებთ). მასიური ჰიპნოზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზისად იქცა "ნლპ", ანუ ნეირო-ლინგვისტური პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლეოდა ინფორმაციაში "ჩაედოთ" რაიმე კონკრეტული მოდელები და პროგრამები, ეს კი ადამიანის ქვეცნობიერ და შემდგომ უკვე ცნობიერ ქმედებებს აღძრავდა (დღესდღეობით "ნლპ" ერთ-ერთი ძირითად როლს ასრულებს მასიური ჰიპნოზის დროს). მასიური ჰიპნოზის უმთავრესი ინსტრუმენტი ტელევიზიაა და სწორედ ტელევიზიის საშუალებით ხდება ადამიანების ამა თუ იმ იდეის თავზე მოხვევა და ზომბირება. მასიური ჰიპნოზის საკმაოდ კარგი მაგალითია სატელევიზიო რეკლამა, როდესაც ადამიანი გაუცნობიერებლად უყურებს და უსმენს მისთვის ერთი შეხედვით უინტერესო ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მის ქვეცნობიერში "ღრმად ილექება" და შემდგომში აუცილებლად "ამოტივტივდება როცა საჭირო გახდება". 1989 წელს მასიური ჰიპნოზი ალბათ ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა – საბჭოთა კავშირში, ტელევიზიის მეშვეობით დაიწყო ხალხის მასობრივი დაჰიპნოზება და ზომბირება, სატელევიზიო სეანსებს ფსიქოთერაპევტი ანატოლი კაშპიროვსკი და ალან ჩუმაკი ატარებდნენ (კაშპიროვსკი მეტყველებით, ხოლო ჩუმაკი ხელების მოძრაობით, ანუ პასებით ცდილობდა მაყურებლების დაჰიპნოზებას). ერთ-ერთი ვერსიით, ეს სატელევიზიო ჰიპნოზი მიმართული იყო საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში ეროვნული მოძრაობების დაწყებასთან, ამიტომ, მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ხალხის ზომბირებას, თუმცა ამ მასიურ ჰიპნოზს უფრო უკუშედეგი მოჰყვა, რადგან ამ სეანსებიდან რამოდენიმე ხანში საბჭოთა კავშირი დაიშალა. სხვათა შორის, მასობრივ ჰიპნოზის უნარს არც თუ იშვიათად ფლობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ორატორული ნიჭი აქვთ. ისინი საჯარო გამოსვლების დროს შეუჩერებელი ლაპარაკით და დამაჯერებელი ტონით თავბრუს ახვევენ ფართო მასებს, რაც შემდგომში საშუალებას აძლევთ მოიპოვონ უფრო მეტი გავლენა, ეს კი თითქმის ყოველთვის არასასურველი შედეგით სრულდება. მაგალითისთვის სრულიად საკმარისია გავიხსენოთ ადოლფ ჰიტლერი, რომლის შიზოფრენიულ იდეებს საკმაოდ ბევრი მომხრე გამოუჩნდა, ამან კი ჰიტლერს საშუალება მისცა გერმანიის სათავეში მოსულიყო და სისხლისმღვრელი ომი გაეჩაღებინა. უნდა ავღნიშნოთ, რომ ზოგ შემთხვევაში ჰიპნოზი სამკურნალოდაც გამოიყენება. მაგალითად, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და კიდევ მრავალი. ჰიპნოთერაპიის პრაქტიკას მისდევენ ფსიქიატრები, სტომატოლოგები, ფსიქოლოგები, ნატუროპატები, ფიზიოთერაპევტები, სოცსამსახურის სპეციალურკურსგავლილი პერსონალი და ცხადია მკურნალ-ექიმბაშები. ჰიპნოზის გამოიყენების ერთერთი მეთოდია ქცევის მოდიფიცირება, ანუ ავადმყოფისათვის დახმარების გაწევა ზედმეტი წონის თუ მავნე ჩვევების დაძლევაში მაგ. თამბაქოს წევისაგან თავის დაღწევა. ასეთი მკურნალობის დროს თერაპევტს ავადმყოფის ტვინში შეჰყავს სასურველი სურათები, მაგალითად, მწეველი ხედავს სიტუაციას, როცა სიგარეტის ბოლი აუტანელი ხდება და იწყებს საფერფლეების გადაყრას. ზოგ შემთხვევაში სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებული იქნეს აუტოჰიპნოზის მეთოდიც. არსებობს აუდიო და ვიდეო მასალები ამ კუთხით. იმისათვის რომ წარმატებით დავაჰიპნოზოთ ადამიანი და შთავაგონოთ მას ჩვენთვის ან მისთვის სასურველი რამ, ის უნდა გავატაროთ ჰიპნოზის სპეციალურ ფაზებში, რომელიც ძირითადად ოთხი სახისაა: 1) სიტყვიერი შთაგონების მეთოდი ეს მეთოდი პირველად გამოიყენა დოქტორ ლიებომ საფრანგეთიდან. მან დაარქვა თავის მეთოდს "სიტყვიერი შთაგონება". მეთოდის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ დოქტორი თავის მარცხენა ხელს ადებდა პაციენტს თავზე, მარჯვენა ხელის ორ თითს კი მისი თვალების ოდნავ ზემოთ, ისე, რომ პაციენტის მზერაც ზემოთ ყოფილიყო მიმართული. შემდეგ ის იწყებდა შთაგონებას წყნარი და მონოტონური ხმით, სთხოვდა პაციენტს მისი თითებისთვის გაეყოლებინა თვალი და წრიულ მოძრაობას აკეთებდა ნელ-ნელა. ამის შედეგად პაციენტი ვარდებოდა ტრანსში და დოქტორიც თავის შთაგონებას (აზრებს) წერდა მის გონებაში. 2) ფიქსაციის მეთოდი. ესეც ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია, რომელიც შემოგვთავაზა ინგლისელმა ქირურგმა ჯეიმს ბრედმა(1795-1860). მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პაციენტმა მზერით უნდა დააფიქსიროს რაიმე ბჭყვიალა საგანი, თვალებიდან დაახლოებით 50 სანტიმეტრის მოშორებით. ეს საგანი შეიძლება იყოს პატარა სარკე, რომელიც ირეკლავს მზის შუქს. მისი ფიქსაციისას და შესაბამისი შთაგონებისას, ადამიანი საკმაოდ მალე გადადის ტრანსის მდგომარეობაში. 3) სუფისტური მეთოდი ტრანსის მიღწევისა. ამ მეთოდში დევს მზის, მთვარის და ვარსკვლავების მოძრაობის იმიტაცია. ამისათვის საჭიროა მარჯვენა ხელის აწევა ხელისგულით მაღლა, ხოლო მარცხენა ხელის დაბლა დაწევა, ხელისგულით დაბლა. მარჯვენა ხელისგულით ვისრუტავთ ენერგიას ციდან, მარცხენათი კი ვუშვებთ მიწაში რაღაც ნაწილს. ამის დანახვა და წარმოდგენა შეგიძლიათ შემდეგნაირად:ტრანსში მყოფ ადამიანს ეჩვენება, რომ ოქროსფერი ენერგიის მდინარე, სვეტი შემოდის მის მარჯვენა ხელის გულში ციდან, კოსმოსიდან და რაღაც ნაწილი კი გადის მარცხენა ხელიდან. შემდეგ საათის ისრის საწინააღმდეგოდ საჭიროა ნელი ტრიალის დაწყება, ისე რომ ცენტრი დაფიქსირდეს მუცლის ქვედა არეში. შემდეგ საჭიროა ტრიალის სიჩქარის გაზრდა "გიჟურ ტრიალამდე". თუ ყველაფერს კარგად გააკეთებთ, ტრანსიც მალე დადგება და სხეული თავისით დაეცემა და თქვენ გახდებით ერთი მთლიანობა მაგ მდგომარეობაში. P.S. თუ მარჯვენა ხელში ენერგიის შემოსვლისას ვერ იგრძენით სითბო, ანუ იგრძენით სიცივე, ჯობია შეწყვიტოთ ეს სავარჯიშო. 4) ჰიპნოდისკი ასევე ტრანსის მიღწევა შესაძლებელია ჰიპნოდისკით. ადამიანის მიერ სხვა ადამიანის დაჰიპნოზების ერთ-ერთ ძირითად მეთოდს ტელეპათია წარმოადგენს. ტელეპათია (ბერძნ. ტელე „მანძილი“ და პათოს „გრძნობა“) — ეს არის მეცნიერების ტრანსცედენტული მიმართულება, პარაფსიქოლოგიური ფენომენი, აზრის და გრძნობების გადაცემა-მიღება (ეს ტერმინი 1882 წელს ინგლისელი მკვლევარისა და მწერლის ფრედერიკ მაიერსის მიერ იქნა მოფიქრებული). ტელეპათიის უმთავრესი არსი არის აზრის ორი თვისება — ვიბრაციის წარმოშობისა და მოძრაობის უნარი. სწორედ ამ თვისებების წყალობით აზრი იწვევს ვიბრაციას და ამ ვიბრაციას აქვს გადაადგილების უნარი. ტელეპათია არსებობს ორი ფორმის – სენსორული და აზრობრივი: სენსორული ტელეპათია, იგივე ემპათია, იგივე მგრძნობელობითი ტელეპათია - ეს არის ერთი ადამიანის მიერ მეორის შეგრძნებების, გრძნობების აღქმა. ასეთი ტელეპათიის უმაღლესი დონე - ეს არის სენსორული შეგრძნებები, შეიძლება ითქვას ექტრასენსორიკის დაბალი დონე, თუმცა ამ უნარს ადამიანები პირველ ეტაპზე ვერ აცნობიერებენ და ის ინტუიციაში ერევათ. აზრობრივი ტელეპათია (გონებაგახსნილობა, ერთაზროვნება) – ეს არის უნარი, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანის გრძნობებს, აზრებს უკვე ხმით, გამოსახულებით, ბგერით აღიქვამს. ეს არის "აზრის წაკითხვის" უნარი, ანუ ტელეპათიის მაღალი დონე. ტელეპათიის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის დედასა და შვილს შორის სენსორული კავშირი – დედა წამიერად გრძნობს შვილის ნეგატიურ შეგრძნებებს ნებისმიერ მანძილზე (ამას ამტკიცებს მეცნიერთა ნაწილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეპატი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეძლებს გონების სურვილისამებრ გაკონტროლებას. მიჩნეულია, რომ ადამიანი დიდი საფრთხის, შიშის, უბედურების, ბედნიერებისა თუ სიხარულის ჟამს ავტომატურად გზავნის ტელეპათიურ შეტყობინებებს, რომელსაც ძირითადად უახლოესი ადამიანები მანძილისა და დროის მიუხედავად გრძნობენ). ტელეპათიას ფესვები შორეულ წარსულში უდგას – ცნობილი თეოლოგი თომა აქვინელი (1226-1274) არანაკლებ ცნობილი და სკანდალური ალბერტ მაგნუსის (1193- 1280) მოწაფე იყო. ალბერტმა, რომელიც დომინიკელთა ორდენის წევრი იყო, თომას თეოლოგიასთან, ფილოსოფიასთან და სხვა დარგებთან ერთად ტელეპათიაც შეასწავლა. მსოფლიოში საკმაოდ სახელგანთქმულ ჰოლანდიელ ტელეპათს ჟერარ კრუაზეს (1909-1980) დასახმარებლად დაკარგული ადამიანების მოსაძიებლად ხშირად მიმართავდნენ ხოლმე. 1966 წელს ის ერთხელ ავსტრალიაში მიიწვიეს, ადელაიდას პლაჟიდან დაკარგული სამი ბავშვის მოსაძიებლად, თუმცა კრუაზემ ვერ შეძლო დაკარგული ბავშვების მოძებნა და მათი ადგილსამყოფელის დასახელება. კრუაზემ წარუმატებლობის მიზეზად ბავშვების დაკარგვის დღიდან ბევრი დროის გასვლა დაასახელა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ იაპონიაში მან უცდომელად დაასახელა დაკარგული ბავშვების ადგილსამყოფელი. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ბიზნესმენმა მამამ კრუაზეს დაუყონებლივ მიმართა და მისი ტოკიოში სწრაფად ჩასვლა უზრუნველყო. კრუაზეს პრაქტიკაში კურიოზული შემთხვევებიც ჰქონია. მაგალითად, ერთხელ მას დასახმარებლად გერმანიის პოლიციამ მიმართა, კრუაზემ ზუსტად აღწერა ადგილი, სადაც დაკარგული ადამიანი უნდა ეძებნათ, მისი სიტყვებით, ეს ადამიანი უკვე მკვდარი იყო და მისი გვამი იმყოფებოდა მდინარის ახლოს, სადაც კოშკისმაგვარი შენობა და ხიდი იყო. პოლიციამ ზუსტად მიაგნო იმ ადგილს, თუმცა იქ ხიდი ვერ აღმოაჩინა, სამაგიეროდ აღმოჩნდა გვამი. თუმცა კრუაზე ჯიუტად ამტკიცებდა, რომ იმ ადგილას უნდა ყოფილიყო ხიდი. აღმოჩნდა, რომ ქალაქის მერიაში იდო პროექტი, რომლის მიხედვით, სწორედ ამ ადგილას უნდა აშენებულიყო ხიდი და გარკვეული მიზეზების გამო მისი აშენება დროებით შეჩერდა. 1461 15-ს მოსწონს |
თუ იცით დღეს დღეობით ვინმე თუ მკურნალობს ჰიპნოზით ?
ისე ებრაელი იყო მესინგი.