ასტროლოგია რას თხოვენ ღმერთს ზოდიაქოს ნიშნები? 2015, 23 მარტი, 5:26 რა შეიძლება სთხოვო ღმერთს? ბედნიერება, იღბალი, პატიება? ვნახოთ რას სთხოვენ ზოდიაქოს ნიშნები. ვერძი: უფალო, მომეცი მოთმინება... ახლავე! კურო: ღმერთო, დამასაჩუქრე იღბალითა და სიმდიდრით... ოღონდ ნუ იჩქარებ, ჯერ საჭმელი უნდა მოვიმზადო. ტყუპები: ღმერთო! თუ ქალღმერთო? ვინ ხარ მანდ? იქნებ ბევრნი ხართ? მომეცით პასუხები ჩემს კითხვებზე, თუნდაც ნაწილობრივ. კირჩხიბი: ბედნიერად ამყოფე ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, ნაცნობები, განსაკუთრებით კი დედაჩემს მოუფრთხილდი, სანამ სამოგზაუროდ ვიქნები. ჰო მართლა, ამ გახსენებაზე... წავალ ყველას მოვიკითხავ, დავრწმუნდები, რომ კარგად არიან. ლომი: უფალო! დარწმუნებული ვარ, ახლა ამაყი ხარ იმით, რომ შენი შვილი ვარ.დაე სხვებმაც იგრძნონ ჩვენი(ჩემი და შენი) სიძლიერე! ქალწული: ღმერთო, გთხოვ გააუმჯობესე ეს სამყარო. ოღონდ იყავი ყურადღებით, რათა არ დაუშვა ის შეცდომები, რაც პირველ ჯერზე დაუშვი. სასწორი: ვხვდები, რომ თვითონ უნდა მივიღო გადაწყვეტილებები, მაგრამ იქნებ კიდევ ერთხელ მიკარნახო რა გავაკეთო. სულ სულ ბოლოჯერ გთხოვ. მორიელი: უფალო, მომეცი ძალა, რომ შევუნდო ჩემს მტრებს. ან წინასწარ მაპატიე ის, რაც ამ არამზადებს უნდა გავუკეთო. მშვილდოსანი: ო, დიდო ღმერთო, სამყაროს მბრძანებელო! "მილიონ პირველად" გთხოვ, შემაჩერე მანამ, სანამ ისევ ჩავიდენ ბოროტებას. თხის რქა: ძვირფასო ღმერთო, მე ჩემით გავუმკლავდები ყველა პრობლემას, მაგრამ მაინც მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ. მერწყული: რადგან ღმერთი ყოვლისმცოდნეა, უთქმელადაც იცის რისი თხოვნა მინდა. მეორეს მხრივ, მე მჯერა, რომ ყოველ ჩვენგანში არის ღმერთი.. მაშ, რა საჭიროა ლოცვა? თევზები: მამავ ჩემო, ზეციურო! რათა დავახრჩო ჩემი დარდი, გთხოვ 2 ლიტრა არაყს! შემდეგი სადღეგრძელო შენ გეძღვნება! 2045 2-ს მოსწონს
|