x
ელკლასიკო დღეს საქართველოს დროით 12:00 და ლინკები რომლითაც შეძლებთ ყურებას

imageდღეს ღამის 12:00 საათზე გაიმართება ელკლასიკო სადაც მსოფლიოს გრანდები ბარსელონა და რეალი დაუპირისპირდება ერთმანეთს, რადგანაც ამ თამაშს საქართველოს წამყვანი არხები არ გვიჩვენებენ და თუ გავითვალისწინებთ იმ ინტერესს რაც ამ მატჩს ახლავს გადავწყვიტე რომ ის ლინკები დამედო სადაც ამ მატჩის ყურებას შეძლებდით ესენია:http://www.ronaldo7.net/live/livestream/livestream.html http://www.sofascore.com/real-madrid-barcelona/IxdsJxd/ აი ამ ლინკებით შეძლებთ ამ მატჩის ყურებს ჩემი სუბიექტური აზრით ამ მატჩის მოგებას ბარსელონა შეძლებს რადგანაც რეალს 5 წამყვანი ფეხბურთელი აკლია.

"ელ კლასიკო" - ეს არის მატჩი, რომელიც იმართება მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის. როგორც წესი ეს არის უმნიშვნელოვანესი მატჩი არამარტო ორივე გუნდისთვის, არამედ მთლინად საფეხბურთო სამყაროსთვის. ამ მატჩს მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კლუბები ერთმანეთს მინმუმ ორჯერ ხვდებიან საფეხბურთო სეზონში. თუმც ყოფილა შემთხვევა, როცა მათ 9 მატჩი გაუმართავთ.

მადრიდი და ბარსელონა- ეს არის ესპანეთის ორი უდიდესი ქალაქი. პირველი მათგანი დედაქალაქია, ხოლო მეორე კატალონიის მხარის მთავარი ქალაქი. უკვე დიდი ხანია ამ ქალაქებსა და საერთოდ კატალონიასა და დანარჩენ ესპანეთს შორის დაპირისპირებაა. ცხადია ეს ფეხბურთსეც აისახება.

"რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება 1929 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ წელსვე გაიმართა პირველი "ელ კლასიკო", რომელიც ბარსელონაში ჩატარდა და "რეალის" გამრჯვებით 1-2 დასრულდა. ამ პერიოდში ესპანეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ქვეყანაში ფრანკოს დიქტატურა იყო. ერთი სიტყვით ყოვლად განუკითხაობა იყო. ამიტომ ეს ჩატარებული მატჩი საწინდარი გახდა კიდევ უფრო მეტი დაპირისპირებისა. შეიძლება ითქვას, რომ ფრანკოს "ბარსელონა" სძულდა არა იმისთვის, რომ "რეალის" მეტოქე იყო, არამედ იმისთვის, რომ კატალონიის კლუბი იყო.

მათი მეტოქეობა მაშინ გამძაფრდა, როცა დადგა 1950 წელი. ამ წელს საზოგადოების თვალწინ წარმოჩინდა უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელი - ალფრედო დი სტეფანო. წარმოშობით არგენტინელი ვუნდერკინდისთვის ბრძოლაში "რეალიც" და "ბარსელონაც" აქტიურად ჩაება. საბოლოოდ დიდი ძალისხმევის შედეგად დი სტეფანო "ბლანკოსის" საკუთრება გახდა და შემდგომ მის ლეგენდადაც იქცა.

როგორც წესი ამ ორი კლუბიდან ფეხბურთელები ერთმანეთში არ გადადიოდნენ. პირველი ეს გააკეთა ლუიშ ფიგუმ, რომელმაც კატალონიური კლუბი დატოვა და მადრიდს მიაშურა. ამან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პორტუგალიელი ბარსელონაში ვეღარ ჩადიოდა. ერთი სიტყვით ყველაფერი მიწყნარდა. მაგრამ "რეალშიც" და "ბარსელონაშიც" ხშირად გადადიოდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ადრე ქონდათ მეტოქიც რიგებში ნათამაშები. ამის ნათელი მაგალითი ბრაზილიელი ფენომენი - რონალდოა.

0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:ცერცვა
ცერცვა
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0