სხვა ინდოეთში, ქალმა საქორწინო ცერემონია ჩაშალა იმის გამო, რომ საქმრომ არ იცოდა რამდენია 15 + 6. 2015, 22 მარტი, 16:11 ეს შემთხვევა მოხდა ინდოეთის სოფელ რასულაბადში, რომელიც უტარ - პრადეშის შტატში მდებარეობს.როგორც ცნობილი ხდება პატარძალმა გადაწყვიტა საქმორს განათლების დონე შეემოწმებინა და მას უბრალო კითხვა დაუსვა, თუ რამდენი იქნება 15 + 6, რაზეც საქმრომ უპასუხა, რომ 17.ამის შემდეგ ქალმა ცერემონიალის გამართვის ადგილი დატოვა. სიძის ოჯახმა სცადა პატარძლის გადარწმუნება, მაგრამ უშედეგოდ.ქალმა განაცხადა, რომ მას დაუმალეს საქმროს განათლების დონე და რომ მის კითხვაზე პირველკლასელიც კი გასცემდა პასუხს. ოჯახებს შორის შუამდგომლობა პოლიციამ გასწია და მათ ერთმანეთს საქორწილო საჩუქრები დაუბრუნეს. 692 6-ს მოსწონს
|