x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"პირი გამოირეცხეთ, როდესაც ემიგრანტების ღალატზე საუბრობთ! ისინი უსახელო გმირები არიან"

საათებს ითვლის ემიგრანტებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მიმოწერის სახით სიტყვიერი დაპირსპირება და მითქმა-მოთქმა სოციალურ ქსელში, ამ ყოველივეს აქვს თუ არა დღევანდელ აქციასთან რაიმე კავშირი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ფაქტი კი ერთია, რომ ემიგრანტები შემდეგი სიტყვებით, რომელსაც ეხლავე შემოგთავაზებთ, მთავრობისა და მოსახლეობის მისამართით გამოდიან. აი რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი- ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე:


image


"პირი გამოირეცხეთ როდესაც ემიგრანტების ღალატზე საუბრობთ! ისინი უსახელო გმირები არიან. თავს უფლებას ვაძლევ, ემიგრანტების სახელით გიპასუხოთ ყველას, ვისაც მიგაჩნივართ ქვეყნის მოღალატეებად, ადვილი ცხოვრების მაძიებლებად, მხდლებად და ქვეყნიდან გაქცეულებად! თავს უფლებას ვაძლევ იმიტომ, რომ სხვაზე უკეთ ვიცნობ ამადამიანების ცხოვრებას და თავადაც ემიგრანტი ვარ, რომელიც მთელი ათეული წელია უანგაროდ ვემსახურები საკუთარ მამულიშვილებს უცხო მიწაზე. ვცხოვრობ მათი ტკივილითა და სიხარულით. ჩვენ გავიქეცით? არა ბატონებო სცდებით! ჩვენ არ გამოვქცეულვართ. ჩვენ გამოგვაძევეს თქვენნაირმა უგულო და უსინდისო ადამიანებმა იძულებით, რადგან საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინათ! ჩვენ გამოგვაძევეს იმისთვის, რომ სახელმწიფო შიმშილისგან გადაერჩინათ! ჩვენ გამოგვაძევეს იმიტომ, რომ თქვენ "ვესტერი უნიონი"-თ გზავნილები მიგეღოთ და იცით რის ხარჯზე?! თითეული, დამცირებული, განადგურებული, გაწამებული დედის, დის, ბებიის, ძმის, მამის, მეზობლის თუ ნათესავის ხარჯზე! სწორედ ემიგრანტების წამებით ღებულობს სახელმწიფო ყოველ წლიურად მილიარდზე მეტ დოლარ შემოსავალს, საიდანაც თქვენი ჯანდაცვის პრობლემების უზრუნველყოფა ხდება. საიდანაც იღებთ პენსიებს და საიდანაც თქვენი მუქთახორა მთავრობა ღორივით ძღება!!! პირი გამოირეცხეთ როდესაც ემიგრანტების ღალატზე საუბრობთ! ისინი უსახელო გმირები არიან, რომლებმაც საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ფეხი ჰკრეს და თავი გადადეს მილიონობით ადამიანის გადასარჩენად! მაშინ, როდესაც თქვენ გაშლილ სუფრებთან სხედხართ და სამშობლოს სადღეგრძელოს ბანალური ფრაზებით სვამთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანები საკუთარ, დაკარგულ ადამიანურ ცხოვრებას ნატრულობენ და ტირიან! უნდა იცოდეთ, რომ თქვენ, მათ ცრელმლებს სვამთ და მათი ოფლით ივსებთ სტოქარს! ემიგრანტები?! ისინი გმირები არიან!!! ადვილია არა, ცოლის გამოგზავნილ ფულს ძმაკაცებში ამაყად, რომ ხარჯავ და პუტანკებს სტენი!? ადვილია არა, ბებიის ნაყიდი მერსედესით გრიალი?! ადვილია არა თქვენი შვილების გამწარებული ახალგაზრდობის წლებზე, პირადი სიცოცხლის გახანგრძლივება?! ადვილია, არა სუპერმარკეტებში კალათების გავსება?! კი ადვილია, რადგან თქვენ არ იცით და ვერც ვერასოდეს შეიგნებთ იმ ფულის გემოს, რომელიც თქვენივე ახლობლებლის ცრემლით არის გაჟღენთილი!!! არცერთი ემიგრანტი პირადი ბედნიერების გამო არ წამოსულა საქართველოდან. ისინი თქვენ გამოაძევეთ, იმიტომ რომ თავად გადარჩენილიყავით!!!“



P.S. ყველა იძულებით ემიგრანტს კი მინდა ვუსურვო მალე დაბრუნებულიყოს მშვიდობიან და "წელში გამართულ" სამშობლოში.

4
59
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
59
  
2015, 21 მარტი, 12:23
აუგის რა მოგახსენოთ და საქართველოს რესპუბლიკის დროინდელი ემიგრანტების შთამომავლები მცირე ნაწილის გარდა რომ არ ქართველობს ფაქტია.
ფერეიდნელი ქართველები არნახული ზეწოლის მიუხედავად ინარცუნებენ ენას და ტრადიციებს ამათგან განსხვავებით.
რა ენა წახდეს ერი დაეცესო ილიამ ბრძანა!!!
2015, 21 მარტი, 11:01
ჩვენდა სამარცხვინოდ ასეა :(
2015, 21 მარტი, 10:55
ჰოოდა კიდე ნელნელა ვრწმუნდები რომ ერთ-ერთი უსასიზღრესი ერი ვართ მსოფლიოში.....ეისი ღირსიც ვართ ის დავიმსახურეთ
2015, 21 მარტი, 10:54
არ ვიცი რა მოხდა..რა დაპირისპირება იყო,მაგრამ ადამიანს აუგი როგორ უნდა დასცდეს ემიგრანტზე წარმოუდგენელია!
0 1 4