შოუბიზნესი კესარია აბრამიძე დედა გახდება: "ინდოეთში მოვახდინე გენეტიკური მასალების გაყინვა" 2015, 19 მარტი, 22:43
ინტერნეტსივრცეში კესარიას შესახებ ბევრი ჭორი ვრცელდება. ზოგიერთების მტკიცებით მას უკვე შვილი ჰყავს, რომელიც სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა ქვეყანას და საზღვარგარეთ იზრდება. კესარია ამ ყველაფერს ურყოფს და ამტკიცებს, რომ შვილი არ ჰყავს. მისი მტკიცებით, როგორც ყველა ქალს დედობა მასაც სურს. ჯერ ამ პასუხისმგებლობისთვის მზად არ არის, თუმცა ინდოეთში უკვე გაყინეს მისი გენეტიკური მასლები. "ორი წლის წინ ვიყავი ინდოეთში, მოვახდინე გენეტიკური მასალების გაყინვა. წინსწარ შევემზადე ამყველაფრისთვის და როცა ვიქნები მზად დედობისთვის, ისევე როგორც ყველა ქალს აქვს სურვილი ჰყავდეს შვილი მეც მინდა და ვაპირებ. როცა ვიქნები მზად ფსიქოლოგიურად, როცა ვიქნები ისე მოწყობილი, რომ შევძლო ბავშვის აღზრდა აუცილებლად გავაჩენინებ სუროგატ დედას". კესარია არ აპირებს მარტოხელა დედობას, სურს ტრადიციული ოჯახი ჰქონდეს, შვილს აუცილებლად ქმართან ერთად გაზრდის. მან საკმაოდ რთული გზა განვლო, ბევრი სტერეოტიპი დაამსხვრია და თავის დამკვიდრებაც შეძლო. 792 5-ს მოსწონს
|