ნინი ბადურაშვილის ახალი სიყვარული "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი მსახიობია? (+ფოტო)
ნინი ბადურაშვილი იმ ცნობილთაგანია, რომლებზეც საზოგადოებას ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებს. ცნობილი ოჯახის შვილი ბავშვობიდან სცენაზე დგას. მომღერლის მოულოდნელმა გათხოვებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო, თუმცა ყველაფერი ჯერ წინ იყო, ქმართან გაშორება და ირაკლი კუტალაძის განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნინის მიზანი მხოლოდ გათხოვება და შვილის კანონიერი ქორწინებიდან გაჩენა იყო. "ნინის მიზანი იყო კანონიერად გათხოვილიყო და ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები"-ამტკიცებდა ირაკლი. ბევრი ბრალდებისა და კინკლაობის შემდეგ წყვილმა ურთიერთობა დაალაგა. 2 წლის ელენე დედასთან, საქართველოში იზრდება, თუმცა მამის ოჯახსაც ხშირად სტუმრობს. ნინი ამტკიცებს, რომ ყოფილ ქმარს ძველი წყენა აპატია. მომღერალი ამჟამად დროს კარიერასა და ქალიშვილს უთმობს, თუმცა ოჯახის შექნასაც არ გამორიცხავს. ნინის მტკიცებით დედობამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
რმდენიმე კვირის წინ ნინიმ ერთ-ერთ ინერვიუში განაცხადა, რომ ახალი სიყვარულისათვის უკვე მზად არის და თუ მისთვის სასურველი, მისაღები კანდიდატი გამოჩნდება შესაძლოა მეორედაც გათხოვდეს. რამოდენიმე საათის წინ კი მომღერალმა მსახიობ ბახვა ბრეგვაძესთან ერთად გადაღებული საეჭვოდ თბილი ფოტო გამოაქვეყნა, გულის თანხლებით. ნინის ერთ-ერთი მეგობარი წერდა: "კარგი წყვილია, ნეტავ მეგობრები არიან თუ?"... ჭორებმაც არ დააყოვნა... ნინის ეს ჭორი სასაცილოდ არ ეყო. მსახიობი კი ამტკიცებს, რომ ისინი მხოლოდ ბავშვობის მეგობრები არიან.
ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი.