x
image
K.P.
მახინჯი იხვის ჭუკიდან ულამაზეს ქალბატონამდე-სოფო ნიჟარაძის გასაოცარი სახეცვლილება (+ფოტოები)

imageმომღერალმა სოფო ნიჟარაძემ პირველი ნაბიჯები მუსიკისაკენ "ბასტი-ბუბუს" სტუდიაში გადადგა. მოგვიანებით კი გოგონამ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა ფილმისთვის "იავნანამ რა ჰქმნა?!". სოფოს მომდევნო წარმატება კი უკვე რუსეთს უკავშირდება, "ჩხიკვთა ქორწილში" მთავარ როლზე მიიწვიეს. ერთ-ერთი მთავარი არია ყინულზე უნდა შეესრულებინა. ფულის დაზოგვის მიზნით მწვრთნელი არ აუყვანია. დაცემისას თავი რომ არ დაეზიანებინა, ხელს აშველებდა.მარჯვენა ხელი ახლაც სტკივა. რეპეტიციის შემდეგ სასწრაფოდ გარბოდა, მეტროს ბოლო რეისისთვის რომ მიესწრო. ტაქსის ფული არ ჰქონდა. ამდენ წვალებას უკვალოდ არ ჩაუვლია, მთავარი როლისთვის მიუზიკლში "რომეო და ჯულიეტა" სწორედ სოფოზე შეარჩიეს. image

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სოფო სამშობლოში დაბრუნდა. არ დაბრუნებულა იმისთვის, რომ პატრიოტიზმის გამო ვინმეს შეექო ან გაეკიცხა, გააკეთა ის, რაც სწორად მიაჩნდა. არ ნანობს! საქართველოში დაბრუნებულს, მალევე ევროვიზიაზე სამშობლოს სახელით ასპარეზობა მოუხდა. ათეულში მოხვდა, თუმცა წარმატება სრულიად ერმა როდი დაუფასა. ჭორები მალევე გავრცელდა, მომღერლისა და საქართველოს იმჟამინდელი პრეზდენტის, მიხეილ სააკაშვილის რომანზე. "ნაციონალური მოძრაობს" ოპოზიციაში გადასვლის შემდგომ კი ყველა უხამსი ჭორი ყვითელი პრესის ფურცლებზე მოხვდა. მომღერალმა ბრიფინგიც გამართა, სადაც გავრცელებული ჭორები უარყო და ერთ-ერთ ჟურნალ სასამართლოთი დაემუქრა. როგორც ჩანს სოფომ სასმართლოს ვერ მიაგნო, მუქარა მუქარადვე დარჩა, მომღერალს სასამრთლოში სარჩელი ჯერ არ შეუტანია.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პრეზიდენტობის ვადი გასვლისთანავე საქართველო დატოვა. სოფო ნიჟარაძემაც საკუთარი კარიერის გაგრძელება ამერიკაში განაგრძო. ფოტოებიც გავრცელდა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი მომღერალთან ერთად იყო, საკონცერტო დარბაზში. ბოროტი ხმები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სოფოს მანჰეტენზე ძვირადღირებული ბინა აჩუქა.

დღეს სოფო უკვე საქართველოშია, ის "X ფაქტორის" ჟიურის წევრი გახლავთ.

გოგონამ ბავშვობდან დღემდე საკმაოდ საინტერესო, სკანდალური და დაძაბული ცხოვრება განვლო. გარეგნულად კი ძალიან შეიცვალა. ყვითელი პრესის მტკიცებით სოფომ ცხვირისა და მკერდის პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა, ასევე სახის კორექციაც. ასე თუ ისე, დღეს ჩვენს წინ შემდგარი მომღერალი, შესანიშნავი გარეგნობის მქონე სოფო ნიჟარაძე დგას.imageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimage











3
1849
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1849
  
2015, 19 მარტი, 13:23
ძალიან მიხარია თუ არავის დამცირება და შეურაცხყოფა არ გიფიქრია. დიახ ვიცი და ნანახიც მაქვს ეგ ანიმაციური ფილმი, მაგრამ მაინც ძალიან ცუდი მოსასმენია, ჩემი აზრით არაა ლამაზი მსგავსი შედარებების გამოყენება თუნდაც ფილმებიდან, კონკრეტულად თქვენზე არ ვამახვილებ ყურადღებას ზოგადად ვამბობ. ჯობია სტატია ყოველთვის ობიექტური იყოს და ხალხმა თავად მისცეს შეფასება, ხოლო საკუთარი აზრის დაფიქსირებისას უკეთესია P.S-ის სახით თუ მიეთითება, რომ ეს კონკრეტულად ავტორის აზრია :)
2015, 19 მარტი, 13:07
არავის შეურაცხყოფა არ მიფიქრია. მახინჯი იხვის ჭუკის ზღაპარი მგონი ყველას გაუგია. საზღვარგარეთის მედია ხშირად არქმევს მსგავს სათაურს როდესაც ცნიბილების სახეცვლილებებზე წერენ. მეც ანალოგით დავწერე. ზოგმა ცუდად აღიქვა. მე არავის დამცირება და შეურაცხყოფა არ მიფიქრია.
2015, 19 მარტი, 13:01
საერთოდ არ მომწონს ეს ადამანი, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ შეურაცხმყოფელი სათაურებისგან თუ სიტყვებისგან ყველამ თავი შეიკავოს!!!!
0 1 3