x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
შეცდომები, რომლებსაც მაკარონის მომზადების დროს ვუშვებთ - ეს ძალიან ცოტამ თუ იცის!
imageსადილი გაქვთ მოსამზადებელი, თქვენ კი საერთოდ არ გეხერხებათ კულინარია...რას მოამზადებთ?

"მაკარონს!" - ასეთი იქნება ძალიან ბევრის პასუხი.

არადა მაკარონსაც აქვს მომზადების საიდუმლოებები, რომელიც ძალიან ცოტამ თუ იცის. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სწორად მომზადებულ მაკარონს გავსინჯავთ, მივხვდებით, რამხელა შეცდომას ვუშვებთ მისი მომზადების პროცესში.


სინამდვილეში ყველაფერი მარტივია, უბრალოდ არ უნდა დავუშვათ შემდეგი შეცდომები:



1. არ გადაიტანოთ მოხარშული მაკარონი საწურზე. ამით ისინი წებვადი გახდება.


image


2. ბევრი იტყვის, რომ თუ საწურზე გადატანილ მოხარშულ მაკარონს გამდინარე ცივ წყალს შევუყუდებთ, წებვადიც აღარ გამოვა. ეს კიდევ ერთი შეცდომაა! დიახ, მაკარონი აღარ მიეწებება, მაგრამ სამაგიეროდ უგემური გახდება.


image


3. დაბოლოს, როგორც წესი, მაკარონზე სიუსს ზემოდან ვასხამთ. და რას ვიღებთ? მაკარონის გემო ცალკეა, სოუსის - ცალკე.

image



უმჯობესია მოვიქცეთ შემდეგნაირად:


როგორც კი მოიხარშება მაკარონი, მცირე ზომის საწურით ამოვიღოთ ქვაბიდან და ჩავყაროთ კერ კიდევ მდუღარე სოუსში.


image


ვშუშოთ რამდენიმე წუთი ძალიან დაბალ ცეცხლზე.


image


თუ ცოტა კარაქსაც დავამატებთ, კერძი უფრო ნაზი გამოვა. დავამატოთ სასურველი მწვანილი და გახეხილი ყველი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩადნება კერძში.

image

სუფრაზე მიტანისას თავზე ისევ მოვაყაროთ გახეხილი ყველი.



image

7
5962
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
5962
  
2016, 19 სექტემბერი, 10:58
კაით ერთი , ისედაც გემრიელი გამომდის...
2015, 19 მარტი, 22:53
მართალია, გადახარშული მაკარონი თითქოს ცომად იქცევა და გემოც აღარ აქვს.
2015, 19 მარტი, 22:34
რაც ყველაზე მთავარია,იმაზე მეტხანს არ უნდა ვხარშოთ რაც შეფუთვაზე არის მითითებული,სანამ მაკარონის მომზადებას ვისწავლიდი იტალიელებისგან მაკარონს იმდენხანს ვხარშავდი სანამ ფორმას არ დაკარგავდა :-D
2015, 19 მარტი, 20:41
დედაჩმესაც ვასწავლე :D ისწავლე მეთქი როგორ უნდა :D
2015, 19 მარტი, 13:59
ამის წაკითხვის მერე მაგაში დავრწმუნდი, როგორც ჩანს ყოველთვის არასწორად ვამზადებდი, მაგრამ აწი გავითვალისწნებ რჩევებს:)
2015, 19 მარტი, 13:35
აბა, როცა გვშია არასწორად მომზადებულ მაკარონსაც სიამოვნებით მივირთმევთ,არა?:))
2015, 19 მარტი, 13:13
რას მერჩოდი მომშივდა :( წავედი შესვენებაზე :))
0 1 7