ინოვაციური გამოგონებები "მას შუძლია ჭრილობაზე თვალყურის დევნება ექიმის პირდაპირი მონაწილეობის გარეშე"
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი, "ჭკვიანი დოლბანდი" შექმნეს.
✔ მას შუძლია ჭრილობაზე თვალყურის დევნება ექიმის პირდაპირი მონაწილეობის გარეშე შეუძლია შეხორცების პროცესის კონტროლირება. მასში დამონტაჟებულია მრავალრიცხოვანი სენსორები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ იარაში ჟანგბადის, მჟავიანობისა და ტემპერატურის ცვილებებს.
✔ მას შეუძლია, ჩაერთოს შეხორცების პროცესში, თუკი საქმე ცუდად წავა. დოლბანდის შიდა მხარეზე განლაგებულია მცირე ზომის კონტეინერები წამლებით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში იარას მიეწოდება.
✔ დოლბანდს შეუძლია ექიმის კომპიუტერზე სიგნალების გაგზავნა. ჭრილობაში ანთებითი პროცესის დაწყების შემთხვევაში, ექიმი კომპიუტერზე თითის დაჭერით ჭრილობაში ანტიბიოტიკს ჩაუშვებს.