სხვა გენიალური დიზაინერების ყველაზე შედევრული რეკლამები, რომლებიც გაგაოცებთ 2015, 15 მარტი, 11:55 ყოველ ჩემს სტატიას, რომელიც "რეკლამას" შეეხება, ვიწყებ შემდეგის ახსნით, რომ სიტყვა "რეკლამა" ლათინური ენიდან იქნა აღებული საყოველთაო ხმარებაში, ხოლო თუ პირდაპირ გადავთარგმნით აღმოჩნდება, რომ "ყვირილს" ნიშნავს, აქედან კი ადვილი მისახვედრია კონკრეტულად თუ რას გამოხატავს ეს სიტყვა. მაშასადამე ყველა პროდუქციას, ინვენტარს, აქსესუარს, ტექნიკას, ავეჯს თუ სხვათას, ჩამოთვლას რომ აღარ მოვყვე, მარკეტინგი ყოველთვის მოუძებნის ხოლმე თავისებურ ხრიკებს, რათა უფრო მეტი რეალიზაცია მოახდინოს მათი, ჩვენ კი მომხმარებლებს თვალის სიხარბით გვიზიდავენ. უწინ თუ "რეკლამა"-თა დეფიციტი იყო, დღეს ისინი მრავალფეროვანია, ბევრი მათგანი ჩვენს აღტაცებას ნამდვილად იწვევს. სარეკლამო აგენტები და დიზაინერები რეკლამის დახვეწის საკითში გულმოდგინედ არიან ჩართულნი და ამ მხრივ თავიანთ გონებრივ შესაძლებლობებსა თუ ფანტაზიებს მაქსიმალურად ავლენენ. ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს კი ესმის, რომ კონკრეტული პროდუქტის არჩევანის წინაშე დაყენება ხარისხიანი რეკლამის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს მსოფლიოს ბრენდებთან, ვინაიდან მათგან უფრო მეტ კრეატივს ველით. სწორედ ამიტომ დამკვეთები ცდილობენ შექმნან "კიდევ ერთი" შედევრი, რათა გაპიარებული პროდუქციით მიიპყრონ მომხმარებელის- "ჩვენი" ყურადღება.
ერთ-ერთმა უცხოურმა საიტმა კი ექსკლუზიურად საკუთარი პორტალისთვის შექმნა სტატია, სადაც წარმოადგინა ყველაზე პიკანტური რეკლამების სარკასტულად შექმნილი უდაო ნაშრომები, მე კი თქვენთვის ვთარგმნე და დატკბით ამ გენიალურობით, რომელიც ნიჭიერი დიზაინერების შრომის ნაყოფია. 1. შამპუნი Garnier Fructis- ყველა სახის თმისათვის. 2. კანადური აქვაპარკი- აი ასე გაგართობთ. 3. ყურსასმენი Sennheiser-ისგან - ღიმილი ყურებამდე. 4. ოპტიკა Ozeal- E=mc² ჭკვიანური მოფიქრებაა. 5. კონდომი Durex - კამერა, კადრი, გადაღებულია! 6. საპარსი Schick- გაითავისუფლე კანი მღრღნელებისგან. 7. ავტომობილი Fiat-ი- გოგოს ხედავთ ფოტოზე თუ ასოს? არ იმესიჯოთ საჭესთან. 8. ყურსასმენი AIAIAI- ხმებს უფრო სექსუალურად გამოსცემს. 9. "ვან გოგის" მუზეუმის რეკლამა ამსტერდამში- "ღამე მუზეუმის" ახალი ვერსია. 10. აუდიოწიგნი- თვით შექსპირიც კი გაოგნდებოდა. 11. წიგნების გაცვლის რეკლამა- მიიტანე ერთი ისტორია და წადი სხვით დახუნძლული. (ფიფქია და შერლოკ ჰოლმსის მაგალითი) 12. ფეხის კრემი Boots- სექსუალური მუხლების საწინდარი. 13. გასარეცხი საშუალება Ariel- უდაო ექსპერტი ლაქების მოშორებაში. 14. McDonalds-ში- გვიყვარს მუქთა Wi-Fi. 15. დენიმის გამომცემელი სარეკლამო პროდუქცია- ოჰ, ოჰ, ეს ძალიან მჭიდრო ჯინსები. 16. ჟურნალი Playboy- სიამოვნება შენს ხელთაა. 17. კრემი Olay- ასაკის კორექტირების საწინდარი. 827 16-ს მოსწონს
|