x
image
K.P.
ნუკი კოშკელიშვილი და გიორგი ნაზღაიძე საჯაროდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს
image
გადაცემა "პროფილში" გიორგი ნაზღაიძე და ნუკი კოშკელიშვილი მეგობრების სტატუსით მივიდნენ. ყველაფერი კი კომფლიქტით დასრულდა.

როგორც გაირკვა მათ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცვნეს, საერთო მეგობრების წყალობით. ნუკიმ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ახალი წელი ბათუმში გაეტარებინათ. როგორც გიორგი იხსენებს, ნუკის ეძინა და ლოგინიდან მხოლოდ მისი წითელი ცხვირი მოსჩანდა. ნაზღაიძე იმასაც დასძენს, რომ ნუკი ახალი გაღვიძებული და მოუწესრიგებელი ძალიან ლამაზი იყო.

ამ ყველაფრის შემდეგ ნუკი და გიორგი რადიო "აფხაზეთის ხმამ" დააკავშირა. მათ გადაცემა "ცოტა ყავა და ბევრი ჭორი" მიჰყავდათ. მაია, ასათიანის მტკიცებით, კი ისინი ძალიან ცუდ და თავხედურ შეკითხვებს სვამდნენ.

მე ყველაფერს ვტენიდი გიორგის, რადგან ის უფრო სკანდალური იყოო-ამტკიცებდა ნუკი. ნაზღაიძის მტკიცებით, კი როდესაც გადაცემას ორი თანაწამყვანი ჰყავს პასუხისმგებლობაც თანაბად ნაწილდება, ორივე ერთ როლში უნდა იყოსო.


კამათი დიდხანს გაგრძელდა. "შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნუკი კოშკელიშვილი არის კიტრის როლში, "ნახალკებს" მტენის მე, თვითონ იყო ძალიან კარგი გოგო, როგორც ხდება ხოლმე ქართულ შოუბიზნესში და ჯოხი ტყდება ნაზღაიძეზე"-გიორგის ამ სიტყვებმა ნუკი წყობიდან გამოიყვანა.

კამათი დიდხანს გაგრძელდა, ნუკიმ გადაცემის დატოვებაც სცადა, თუმცა მაია ასათიანის თხოვნით უკანვე დაბრუნდა. გოგონა ამტკიცებს, რომ სკანდალებზე აწყობილი გადაცემა ნაზღაიძის პროფილია.

აი, როგორი მეგობრობა აკვშირებთ ქართულ შოუბიზნესში.


imageimageimage




1
560
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
560
  
2015, 16 მარტი, 21:03
რა უაზრო დადგმებია :D
0 1 1