სხვა 15 წარმოუდგენელი ფაქტი Kinder Surprise-ზე 2015, 13 მარტი, 14:35 Kinder Surprise ყველა ბავშვის საყვარელი ნუგბარია, რომელიც წარმოადგენს შოკოლადის კვერცხს და შეიცავს პლასტმასის კონტეინერით სათამაშოს ან სუვენირს. დიზაინი და იდეა კი სხვადასხვა მოწვეულმა დიზაინერებმა შეიმუშავეს და ქინდერი დღემდე მრავალწლიანი ბრენდია მთელი მსოფლიოს შოკოლადებს შორის. არ მოიძებნება ოჯახი, სადაც ბავშვია, რომ ერთხელ მაინც არ ეყიდოთ ეს სასუსნავი, თუმცა ბევრმა თქვენგანმა არ იცის მასზე ის 15 აუცილებელი ფაქტი, რომლის გათვალისწინების შედეგად შეგეცვლებათ წარმოდგენა ამ ნუგბარზე.
1. სასაქონლო ნიშნის მფლობელია იტალიური კომპანია Ferrero და მან შოკოლადის კვერცხების წარმოება დაიწყო 1974 წელს. 2. შოკოლადის (რომელშიც მოთავსებული იქნებოდა საჩუქარი სათამაშოს სახით) შექმნის იდეა ეკუთვნის შვეიცარელ დიზაინერს Henry Roth-ს. 3. Kinder Surprise იყიდება 5 კონტინენტის მხოლოდ 60 ქვეყანაში. 4. მთელი ხაზი შოკოლადის კვერცხისა მოდის დასახელებით «kinder», თუმცა მეორე სიტყვა «სიურპრიზი» მას ეწოდება ქვეყნიდან გამომდინარე სადაც ის გაიყიდება. მაგალითად გერმანიაში მას ეწოდება «Kinder Uberraschung», იტალიასა და ესპანეთში «Kinder Sorpresa», პორტუგალია და ბრაზილიაში - «Kinder Surpresa», შვედეთსა და ნორვეგიაში - «Kinderoverraskelse», ინგლისში - «Kinder Surprise». 5. ცხელი კლიმატური ქვეყნებისთვის ფირმა Ferrero შოკოლადიან კვერცხებს უშვებს ნაკლებად დნობადი ფორმით და ამ ვერსიას უწოდა Kinder Joy. 6. გარდა ბავშვებისა ქინდერი მოზრდილებისთვისაც საოცარი გატაცება გახდა, ვინაიდან აზარტულმა ხალხმა იწყო შეგროვილი სათამაშოს კოლექციების აუქციონებზე გაყიდვა. მაგალითად 2007 წლის თებერვალში eBay-ზე 90 000-ნი კოლექცია ქინდერის სათამაშოსი გაიყიდა 30 000 ევროდ. 7. რუსეთში ფართოდ გამოიყენებენ ამ სასუსნავს, 4 წლიდან 50 წლამდე 93%-მა მოსახლეობისა იცის ქინდერის შესახებ. 8. გარდა Kinder Surprise-სა კომპანია Ferrero აწარმოებს ასევე იმ უგემრიელეს ნუგბარს, რომელზეც დღეს ბევრი თქვენგანი ვერ ამბობს უარს: Raffaello, Fiesta, Nutella, Duplo, Tick-Tock და ა.შ. 9. 1938 წლიდან ფედერალური კანონის შესაბამისად ა.შ.შ-ში თქვენ ვერ ნახავთ გაყიდვაში Kinder Surprise-ს, ვინაიდან არასაკვები ობიექტის საკვებში მოთავსება მავნებლობის გამო აკრძალულია. 10. კვერცხის საერთო წონა 35 გრამამდეა. 11. Kinder Surprise-ში რძის კომპონენტები 32%-ია და ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც გემრიელი არ ნიშნავს სასარგებლოს. 12. შეფუთვაში ნახავთ 3, 6, 12 და 24 კვერცხს. 13. ქინდერისთვის განკუთვნილი სათამაშოები მხოლოდ მისთვის იქმნება და უნიკალურია, ყოველი წლის განმავლობაში კი 100 სხვადასხვა სახეობით ანახლებენ. 14. ყველაზე პირველი ტირაჟი Kinder Surprise-სა გაიყიდა ერთ საათში. 15. 30 წლის მანძილზე 30 მილიარდზე მეტი შოკოლადის კვერცხია გაყიდული. 947 14-ს მოსწონს
|