x
image
K.P.
ნინა წკრიალაშვილი: "მძულს მარტი და ყოველი დღე, მომბეზრდა ძალდატანებითი მხიარულება"

image

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ის საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელშიც. ცოტა ხნის წინ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გაავრცელა: "მძულს მარტი და ყოველი დღე 2012-ის მერე!!! მომბეზრდა ძალდატანებითი მხიარულება". როგორც ჩანს ეს განცხადება ნინას გარდაცვლილ მეუღლეს, თენგო წივწივაძეს ეძღვნება. მომღერალმა პირადი ცხოვრების აწყობა რამდენჯერმე სცადა. მისი ბოლო სიყვარული და მეუღლე თენგო წივწივაძე გახლდათ. თენგო და ნინა ერთმანეთს ეჭვიანობის გამო დაშორდნენ. თენგო მომღერალს შერიგებასაც სთხოვდა, მაგრამ ამაოდ. ნინამ ამ ყველაფრის შესახებ ერთ-ერთ შოუში ისაუბრა დ აღმოჩნდა, რომ მეუღლის გარდაცვალებაში საკუთარ თავსაც იდანაშაულებს. (თენგო წივწივაძე მოულოდნელად, ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა.) როგორც გაირკვა, თენგომ გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ნინას მისწერა: "როცა მოვკვდები რასაც იგრძნობ, ისე ცუდად ვარ, რომ არ მნახულობ"... "ამის შემდეგ, ავარიამდე 15 წუთით ადრე მომწერა: "მიყვარხარ მთელი ცხოვრება და ცხოვრების მერეც... 15 წუთში ავარია მოხდა და გარდაიცვალა..."-გვიამბობდა მომღერალი. როგორც გაირკვა ნინა გარდაცვლილი მეუღლის მშობლებსა და შვილებთან მეგობრობს და მათზე ზრუნავს კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ნინა წკრიალაშვილმა პოპულარობა რამდენიმე წლის წინ მოიპოვა, როდესაც ჟურნალ "ფლეი ბოისთვის" გაშიშვლდა. დღეს უწყინარ ფოტოებს მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალი სრულიად საქართველომ ლანძღა. სულ ცოტა ხნის წინ კი ნინამ შორენა ბეგაშვილთან ერთად სკანდალური კლიპი გადაიღო. ვუსურვოთ მომღერალს წარმატება და ბედნიერი მომავალი...

imageimage

0
105
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0