x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138394
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
მსოფლიოს ყველა დროის 3 უდიდესი თაღლითი
image


1-რა თქმა უნდა რიტინგს ლიდერობს ვიქტორ ლუსტიგი((1890-1947), ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თაღლითი კაცობრიობის ისტორიაში.კაცმა, რომელმაც ეიფელის კოშკი რამდენჯერმე გაყიდა!!


დაიბადა ჩეხეთში. სკოლის დამთავრებისას იგი უკვე ბრწყინვალედ ფლობდა 5 ენას. ჩეხურს, ფრანგულს, იტალიურს ინგლისურს და გერმანულს.მალე მან მიატოვა სახლი და გამგზავრა დასავლეთ ევროპაში.რამდენიმე წვრილი ქურდობისა და თაღლითობის შემდეგ იგი პარიზში დამკვიდრდა.აქ მან ბრწყინვალედ შეისწავლა პოკერი და ბრიჯი, რაც მისი შემოსვლის წყაროდ იქცა.იგი მოგზაურობდა გემით ამერიკაში და უკან პარიზში და "ფქცვნიდა" მგზავრებს ბანქოს თამაშით.


1920 წლიდან იგი ამერიკაში გადასახლდა იქ გააგრძელა "მოღვაწეობა".პირველი დიდი აფიორა მისგან ფულის საბეჭდი მანქანის გაყიდვა გახლდათ. შავი ყუთი ყოველ 6 საათში 100$ კუპიურას ბეჭდავდა. მან რამდენიმე "მანქანის" გაყიდვა მოასწრო თითოს 30 000$-ად და შემდეგ აორთქლდა.(მანქანის "მუშაობის" პრინციპი ასეთი იყო.წინასწარ ყუთში ჩადებული იყო 2 ან 3 ას დოლარიანი კუპიურა, რომელის ყოველ 6 საათში ყუთიდან გამოდიოდა, შემდეგ რა თქმა უნდა "მანქანა" აღარ "მუშაობდა".)



მაგრამ მისი ყველაზე გრანდიოზული აფიორა ისევ პარიზში დაბრუნებისას იწყება.მან არც მეტი არც ნაკლები ეიფელის კოშკი გაყიდა!შემთხვევით გაზეთში ამოიკითხა, რომ შესაძლებელია ეიფელის კოშკი ან გაარემონტონ ან საერთოდ დაშალონ.მან არ დააყოვნა ეს იდეა ბრწყინვალედ გამოიყენა. თავი ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრის მოადგილედ გაასაღა, შეადგინა ყალბი საბუთები და მდიდრულ სასტუმროში მეტალო-მაგნატები მოიწვია.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ეიფელის კოშკის უტილიზაციის "უფლება" ვინმე ანდრე პუასონს მიჰყიდა 50 ათას დოლარად. ლუსტიგი კვლავ ა.შ.შ-ში ბრუნდება.აქ მან კიდევ რამდენიმე აფიორა განახორციელა. "გადაგდებულთა" შორის თვით მაფიოზთა ბოსი ალ-კაპონეც აღმოჩნდა!

image

წარმოუდგენელია მაგრამ 30-იან წლებში იგი ბრუნდება პარიზში და ხელმეორედ ყიდის ეიფელის კოშკს, ამჯერად 75 000$-ად!!!


მის "მოღვაწეობას" წერტილი დაესვა 1935 წელს, როცა ის ამერიკის სამართალდამცავებმა აიყვანეს და 15 წელი მიუსაჯეს.იგი ციხეში გარდაიცვალა 1947 წელს ფილტვების ანთებით.




image

2–ფრენკ აბიგნეილი-(მეტსახელი "დამიჭირე თუ შეგიძლია"ფრენ უილიამ აბინგნეილ უმცროსი 1948 წ. 27 აპრილს ნიუ -იორკის შტატის ქ. ბრონკსვილში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მშობლების გაყრის შემდეგ იგი 16 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა.თუმცა სამუშაო ვერ იშოვა.


ფრენკის თაღლითობის პირველი მსხვერპლი მამა გახდა.

მამამისს საკრედიტო ბარათი Mobil ეთხოვა და თანხა, 3400 დოლარი გაუფლანგა, გოგოებში დახარჯა.(საერთოდ ქალები მაგრად უყვარდა)


როდესაც მამამ გაიგო, შეუწყვიტა დაფინანსება და ფრენკს სამუშაოს ძებნა მოუხდა. იგი მაღალი იყო, თმა გაჭაღარავებული ჰქონდა და ასაკთან შედარებით გაცილებით უფროსი ჩანდა. ბევრი ფიქრი აღარ დასჭირვებია, პირადობის მოწმობაში დაბადების წელი გადაიკეთა და 10 წელი მოიმატა. ამის შემდეგ იშოვა სამუშაო. როდესაც 100 დოლარი შეაგროვა, ბანკში ანგარიში გახსნა და იქ სრულიად შემთხვევით საბანკო ოპერაციებს გაეცნო. აღმოაჩინა, რომ სრულიად უზრუნველად შეეძლო საკუთარ ანგარიშზე სხვა კლიენტების ფულის გადარიცხვა და თავისი გამოგონების წყალობით(ჩეკების გაყალბებით) მოკლე ხანში 40000 დოლარი შეაგროვა. ამის შემდეგ უსაფრთხოებისათვის საბუთები გააყალბა და სახელი და გვარი გამოიცვალა.


შემდეგ გადაწყვიტა მსოფლიო შემოეარა. ავიაკომპანია "ემერიკან ეარლაინზის" პირადობის მოწმობა და უნიფორმა იშოვა და თავი მფრინავად გაასაღა. მალე მფრინავი გახდა რობერტ ბლეკის სახელით და 2 წლის მანძილზე სრულიად უფასოდ 26 ქვეყანა მოიარა. თვითმფრინავის გაძღოლას მუდამ იცილებდა თავიდან, რადგან იმიზეზებდა, რომ თითქოს სისხლში ალკოჰოლი ჰქონდა.

image

პილოტის საქმიანობის დასრულების შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტის დიპლომი გააკეთა და 1 წელი მასწავლებლად მუშაობდა ფრენკ ადამსის სახელით. როცა მასწავლებლობა მოსწყინდა, 2 წელი ექიმად მუშაობდა ჯორჯიის ერთ-ერთ კლინიკაში ფრენკ კორენსის სახელით. ბოლოს ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომი გააკეთა და ლუიზიანაში პროკურორის თანაშემწედ 8 თვე იმუშავა.


აბინგეილი 3 წლის შემდეგ(1969 წ.) საფრანგეთში დაიჭირეს, როდესაც ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა იცნო. თითქმის ყველა ქვეყნის აეროპორტში იყო გამოკრული მისი სურათი წარწერით "იძებნება".

ფრანგულ ციხეში მოხვდა 6 თვით. იქ ისეთი საშინელი პირობები იყო, რომ მუდამ სიკვდილს ელოდა.

12-მა ქვეყანამ მოითხოვა მისი გადაცემა სხვადასხვა თაღლითურ საქმეში ბრალდებით. ფრანგებმა შვედეთს გადასცეს, სადაც 6 თვე იჯდა. შვედეთმა კი შემდეგ აშშ-ს გადასცა და სამართალდამცველებმა მისი თვითმფრინავით ნიუ-იორკში გადაყვანა გადაწყვიტეს.


აბინგეილმა შესანიშნავად იცოდა თვითმფრინავების სამალავები და დამალვა მოახერხა. მერე კანადაში გადავიდა, მაგრამ იქაც დააპატიმრეს.

ციხეში ისევ ითაღლითა. ისე იქცეოდა, რომ იქაურებს აგენტი ეგონათ. ციხიდან ძალიან ადვილად გამოვიდა. დაცვა დაარწმუნა, რომ აგენტი იყო. მათ გაეცინათ და უთხრეს: "ეს ადრეც ვიცოდითო". ამდენი თავგადასავლის შემდეგ ვაშინგტონში ჩავიდა და ახალ გეგმებზე დაიწყო ფიქრი.


ფედერალურმა ბიურომ მიაგნო და სასტუმროში ალყა შემოარტყა. ფრენკმა ისინიც გააცურა, დაარწმუნა, რომ მათი უწყების აგენტი იყო, დავალებას ასრულებდა და მეორე ინსპექტორს ელოდა. თან პირადობის მოწმობაც წარუდგინა. მიბჯენილი პისტოლეტი მოაშორეს და ისიც გაიქცა. მოგვიანებით მაინც დაიჭირეს. 1971 წ. მას 12 წლიანი პატომრობა მიუსაჯეს, თუმცა მხოლოდ 4 წლის მოხდა მოუწია ჩაჯდომა.

image

ფრენკ აბინგეილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, რომლის გასაოცარი ისტორია დღესაც ანცვიფრებს ადამიანებს. ამ უნიჭიერეს თაღლითს აშშ-ს 50-ივე შტატი და მსოფლიოს 26 ქვეყანა ეძებდა. ფედერალურმა ბიურომ იგი 10 ყველაზე საშიშ დამნაშავეთა სიაში შეიყვანა და მათგან იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო.


ამჟამად ფრენკ აბიგნეილი მულტიმილიონერია და აქვს საკუთარი ფირმა "აბიგნეილი და კომპანია", რომელიც ფინანსური თაღლითობის წინააღმდეგ მუშაობს.დღეს იგი მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ექსპერტია. ამ უწყების აკადემიაში ლექციებს კითხულობს და უამრავი ბანკის მრჩეველია.


მასზე სტივენ სპილბერგმა გადაიღო ფილმი "დამიჭირე თუ შეგიძლია", მის როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს, ფილმში თვითონაც მონაწილეობს პოლიციელის ეპიზოდურ როლში, რომელიც მის განსახიერებულ გმირს(დი კაპრიოს) აპატიმრებს.


ფრენკმა თავის ცხოვრებაზე წიგნი დაწერა - "დამიჭირე თუ შეგიძლია", რომელიც უმოკლეს ხანში ბესტსელერად იქცა. ცოტა ხანში გამოვიდა აბიგნეილის მეორე წიგნი - "მოპარვის ხელოვნება"(The Art of the Steal, 2001), რომელიც ასევე ბესტსელერი გახდა.





image

3-ფრენკ (ფერდინანდ)დემარა- ფერდინანდ დემარა დაიბადა 1921 წელს ლოურენსში, შტატი მასაჩუსეტსი აშშ.


იგი უდიდესი თვითმარქვია თაღლითის სახელით შევიდა ისტორიაში. თავისი სიცოცხლის განმავლობაში მან შესანიშნავად გაართვა თავი სხვადასხვა პროფესიის შესრულებას:იყო მღვდელი, ქირურგი, სტომატოლოგი, ინჟინერი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ადვოკატი, ბავშთა უფლებების დაცვის ექსპერტი, რედაქტორი, ციხის უფროსის მოადგილეც კი! 1960 წელს მსახიობობაშიც მოსინჯა ძალები და ეპიზოდური როლი ითმაშა საშინელებათა ფილმში.


1941 წლიდან ამერიკის ჯარში მსახურობდა სადაც ახალი სახელითა და გვარით დარეგისტრირდა. ეს სახელი და გვარი მის მეგობარს ეკუთნოდა. ამის შემდეგ იგი გამუდმებით იცვლიდა სახელებს.


მას საშუალო სკოლაც კი არ ქონდა დამთავრებული მაგრამ ნებისმიერ საქმეს თავს უპრობლემოდ ართმევდა.

image


1967 წელს მან მიიღო ერთადერთი ატესტატი თავის ცხოვრებაში:ბიბლიური კოლეჯის დიპლომი. უცნაურია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში მას დიდი მატერიალური გამორჩენა არ უძებნია, თითქოს მას მხოლოდ სოციალური სტატუსი აინტერესებდა. იგი 1982 წელს გარდაიცვალა.


ფრენკ დემარაზე გამოცემულია წიგნები(მათ შორის ქართულ ენაზეც ორტომეულში "ქურდები და თაღლითები").მასზე გადაღებულია მხატვრული ფილმი "უდიდესი თვითმარქვია"(The Great Impostor), მის როლს ტონი კერტისი ასრულებდა.


ხოლო 1996-2000 წლებში NBC-ზე გადიოდა სერიალი "თვითმარქვია", რომელიც დემარას ცხოვრებაზე იყო აგებული.

7
4669
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
4669
  
2015, 17 აპრილი, 20:29
იღბალა ყოფილა :))))))))))))))
2015, 16 აპრილი, 23:52
აბიგნეილზე ფილმი არ მაქვს ნანახი..მაგრამ აუცილებლად ვნახავ....მაგრამ უნდა ავღნიშნო ერთი ეპიზოდი ფრენკ დემარას ცხოვრებიდან..რომელიც გამომრჩა..,როდესაც სამხედრო ექიმად მუშაობდა....მოუყვანეს სამი მძიმედ დაჭრილი...რა უნდა ექნა ფაქტის წინაშე დადგა.....განცალკევდა,უცებ თვალი გადაავლო სამედიცინო სახლმძღვანელოს ..გლიჯა ერთი თლილი ჭიქა რომი და ოპერაციზაე სამზადისის ბრძანება გასცა...შემდგომ მოგვიანებით ექიმმა-პროფესორებმა დაათვალიერეს პაციენტები და გაგიჟდნენ..ყველა ოპერაცია უნაკლოდ იყო გაკეთებული..მეტიც ერთი პაციენტის მდგომარეობა საერთოდ უიმედო იყო...მან კი გადაარჩინა
2015, 17 მარტი, 16:04
ვი რა კარგი სტატია იყო,ახლა წავაწყდი,ფრენკ აბიგნეილი რა გაცვეთილი ვიმე ყოფილა,ფილმმა დამაინტერესა,კითვისას გავიფიქრე,ნეტა ამ კაცზე ფილმი არ გადაიღესთქო და კიდეც ეწერა,კარგი სტატიაა ძალიან
2015, 13 მარტი, 19:37
ყოჩაღ ავტორს
2015, 12 მარტი, 11:03
მომეწონა და გავაზიარე..
2015, 11 მარტი, 15:46
მადლობა
2015, 11 მარტი, 15:44
ძალიან საინტერესო იყო, ყოჩაღ :)
0 1 7